კეთილი ცნობის შეთავაზება გადაუდებლობის გრძნობით
1 ღრმა მადლიერების გრძნობას ვავლენთ ღვთის სამეფოს დაპირებებისადმი, როცა მთელი გულით ვართ ჩაბმული ქრისტიანულ მსახურებაში. ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ საქმეში გადაუდებლობის გრძნობით. რატომ? რადგან მუშა ცოტაა, ამ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოვდება და ჩვენს უბანზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლე საფრთხეშია (ეზეკ. 3:19; მათ. 9:37, 38). ასეთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ჩვენგან მოითხოვს ყველაზე დიდ ძალებს მსახურებაში. როგორ შეგვიძლია გადაუდებლობის გრძნობის გამოვლენა ჩვენი სამქადაგებლო მსახურებისადმი? თუ წინასწარ მოვამზადებთ კარგ შეთავაზებებს, გულმოდგინედ დავუწყებთ ძებნას ადამიანებს, სადაც არ უნდა იყვნენ, თუ ზუსტ ჩანაწერებს გავაკეთებთ დაინტერესებულების შესახებ და მივაკითხავთ მათ და თუ გვეხსომება, რომ სერიოზულად უნდა მოვეპყროთ ჩვენს მსახურებას, რადგან ამაზე დამოკიდებულია სიცოცხლე. მომდევნო რჩევები დაგვეხმარება, როცა მოვემზადებით კეთილი ცნობის თებერვალში შესათავაზებლად გადაუდებლობის გრძნობით. შეთავაზებული იქნება წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“
2 საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოკლედ მოხსენიებით შეგიძლია დაიწყო საუბარი და შემდეგ უთხრა:
◼ „მრავალს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ სურთ, იცოდნენ, თუ როგორი მომავლის მოცემა სურს მას ჩვენთვის? როგორ უპასუხებდით თქვენ ამას? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). იცოდით, რომ ბიბლია ნათლად გვიხსნის ღვთის სურვილს კაცობრიობისათვის და მოქმედებს ამის შესასრულებლად?“ გადაშალე წიგნი „შემოქმედება“ 234–236 გვერდებზე და სთხოვე, წაიკითხოს მე-6 და მე-7 აბზაცები. ყურადღება მიაქცევინე სურათზე, რომელიც მოცემულია 234–235 გვერდებზე, რათა თვალსაჩინოდ ანახო, რას ნიშნავს ეს ჩვენი მომავლისთვის. თუ დადებითად გამოგეხმაურა, შესთავაზე წიგნი. აუცილებლად აუხსენი, როგორ ხდება შესაწირავებით ჩვენი მსოფლიო საქმისადმი მხარდაჭერა. სათანადო დრო დაუთქვი განმეორებითი მონახულებისთვის, რათა საუბარი განაგრძო.
3 წინა საუბარი შეგიძლია განაგრძო ამ მოკლე შეთავაზებით:
◼ „წინა მონახულებაზე ვისაუბრეთ ღვთის დანაპირებზე, რომ ამზადებს კაცობრიობის ახალ მიწიერ საზოგადოებას (ყურადღება მიაქცევინე 237-ე გვერდზე მოცემულ სურათზე წიგნში „შემოქმედება“). გსურთ, რომ თქვენმა ოჯახმა ასეთ პირობებში იცხოვროს? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). წამოიჭრება კითხვა: რამდენად არის ნდობის ღირსი ღვთის დაპირებები?“ წაიკითხე 1-ლი აბზაცი 216-ე გვერდზე. დაუსვი ამ აბზაცთან მოცემული შეკითხვა და შემდეგ წაიკითხე პასუხი. შესთავაზე ბიბლიის უფასოდ შესწავლა. უთხარი, რომ მოგვიანებით უჩვენებ, როგორ ხდება ეს.
4 თავის წარდგენის შემდეგ შეგიძლია უთხრა შემდეგი:
◼ „ამ თანამედროვე მეცნიერულ ქვეყანაზე, რომელი უფრო გონივრულია — გწამდეს შემოქმედების თუ შემთხვევით რომ გავჩნდით? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). აღნიშნე, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ბიბლია (წაუკითხე ებრაელთა 3:4). ნუთუ თანახმა არ ხართ, რომ ყოველ სახლს ჰყავს შემოქმედი? და ნუთუ შეეძლო სამყაროს, თავისთავად წარმოშობილიყო?“ უჩვენე 114-ე გვერდზე მოცემული ილუსტრაცია წიგნიდან, „შემოქმედება“, და შემდეგ ყურადღება მიაპყრობინე 115-ე გვერდზე მოცემულ მე-2 აბზაცში გამოთქმულ აზრზე. თუ მობინადრე ინტერესს ავლენს და ღებულობს წიგნს, უთხარი, რომ მომდევნო მონახულებისას განიხილავ საკითხს — რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?
5 თუ დაპირდი განმეორებით მისვლას, რათა აგეხსნა, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, შეგიძლია სცადო შემდეგნაირად შეთავაზება:
◼ „კაცობრიობა მრავალ ტკივილსა და მწუხარებას განიცდის უბედურებისა და ბოროტების გამო. იეჰოვა, დედამიწის შემოქმედი, დაგვპირდა, რომ ეს პირობები დასრულდება (წაიკითხე და ახსენი იგავნის 2:21, 22). მათ, რომლებიც აღიარებენ მას, როგორც შემოქმედს და მის ნებას ასრულებენ, შეუძლიათ ელოდონ სასწაულებრივ კურთხევებს“. წიგნში, „შემეცნება“, მე-4 და მე-5 გვერდებზე მოცემული სურათის გამოყენებით აჩვენე, როგორი პირობები იქნება სატანის ზეგავლენის გარეშე. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა და შეეცადე, უმალ დაიწყო შესწავლა.
6 მობინადრესთან მისალმების შემდეგ უჩვენე სურათი მე-6 გვერდზე და ჰკითხე:
◼ „როგორ წარმოიშვა სიცოცხლე აქ, დედამიწაზე? ზოგი ამბობს, რომ ყოველივე შემთხვევით შეიქმნა. ბიბლია ყოველივეს ღმერთს მიაწერს. თქვენ როგორ ფიქრობთ? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). ეს წიგნი გვთავაზობს პასუხს, რომელიც სრულ თანხმობაშია ბიბლიასთან და მეცნიერულ ფაქტებთან. მე მსურს, რომ თქვენ გქონდეთ ის, რათა ყოველი მტკიცება განიხილოთ და თვითონ გადაწყვიტოთ“.
7 თუ პიროვნებამ რწმენა გამოავლინა ბიბლიისადმი, საუბრის დასაწყებად ეს შეთავაზება იქნება ეფექტური:
◼ „ესაიას 45:18 ძლიერ მტკიცებას გვთავაზობს, თუ როგორ შეიქმნა სამყარო; მსურდა გამეგო, რას ფიქრობთ ამის შესახებ (წაუკითხე და საშუალება მიეცი, გიპასუხოს). იეჰოვა საკუთარ თავს უწოდებს ცისა და დედამიწის შემოქმედს. რა შეიძლება ითქვას სიცოცხლის შესახებ დედამიწაზე? ესაიას 42:5-ც ყოველივეს მას მიაწერს (წაიკითხე). თუ ბიბლიის ნათქვამი ჭეშმარიტია, ევოლუცია სიცრუე უნდა იყოს. ფიქრობთ თუ არა, რომ შეგვიძლია, ვენდოთ ბიბლიას?“ წიგნი „შემოქმედება“ გადაშალე მე-17 თავზე და ხაზი გაუსვი სხვა სარწმუნო მიზეზებს, რომ იეჰოვაა შემოქმედი.
8 რა დიდი უპირატესობაა, რომ გამოყენებული ხარ დღევანდელი მოსავლის ამღებ მუშად და სიცოცხლის მომცემი სამქადაგებლო საქმის მკეთებლად! დაე, ყოველი ჩვენგანი მეტად დაკავებული იყოს კეთილი ცნობის შეთავაზებაში გადაუდებლობის გრძნობით, ‘რადგან ვიცით, რომ ფუჭი არაა ჩვენი შრომა’ (1 კორ. 15:58).