განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა მარტში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. აპრილსა და მაისში: ჟურნალების — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ნებისმიერი ნომერი. შუა კვირაში მსახურებისას და ხშირად დამუშავებულ უბანზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ახალი ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ივნისში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. კონცენტრირება გააკეთე ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებაზე. ივლისსა და აგვისტოში: შემდეგი 32 გვერდიანი ბროშურებიდან ნებისმიერი: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „რა არის სიცოცხლის აზრი?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“, „იქნება ოდესმე ქვეყნიერება ომის გარეშე?“ სექტემბერში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ ან „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“
◼ კრების წიგნის შესწავლებზე 1997 წლის 28 აპრილიდან დაწყებული კვირიდან 1997 წლის 29 სექტემბრიდან დაწყებული კვირის ჩათვლით განვიხილავთ წიგნს „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა რომელიმე ძმამ უნდა შეამოწმოს კრების ანგარიშები 1-ლ მარტს ან, რაც შეიძლება მალე. ამის შემდეგ განცხადება უნდა გაკეთდეს კრებაში.
◼ სპეციალური საჯარო მოხსენება გახსენების საღამოს პერიოდისთვის უმეტეს კრებებში წარმოდგენილი იქნება კვირას, 6 აპრილს. მოხსენების სათაურია — „სუფთად დაიცავით თავი წუთისოფლის სიბილწეებისგან“. ყველა ჩვენგანი უნდა დაესწროს და ხელი უნდა შევუწყოთ დაინტერესებულებს, რომლებიც იყვნენ გახსენების საღამოზე, რომ მოისმინონ ეს მოხსენება. მოსმენილი ჭეშმარიტად გაგვიახლებს გადაწყვეტილებას, ვასიამოვნოთ ღმერთს.
◼ ყველა დასახლებულ პუნქტში წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს ქვეყნიური დღესასწაულებია, რომლების დროსაც ბავშვებს სკოლიდან ითხოვენ და უფროსი ასაკის ადამიანებს დასვენება ეძლევათ სამსახურში. ეს შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის კრებისთვის, რომ მეტად მიიღონ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში. უხუცესებმა უნდა გაითვალისწინონ წინასწარ, როდის წამოიჭრება ეს შემთხვევები და საკმაოდ ადრე აცნობონ კრებას ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დღესასწაულებისას ჯგუფური დამოწმებისთვის კეთდება.
◼ გვსურს, ყოველ მაუწყებელს მოვუწოდოთ, პირადი შესწავლისა და თეოკრატიული მსახურების სკოლისთვის იქონიოს წიგნის — „თეოკრატიული მსახურების სკოლის სახელმძღვანელო“ — პირადი ეგზემპლარი. ეს დაგვეხმარება, რაც შეიძლება, დიდი სარგებლობა ვნახოთ მიღებული სწავლებიდან. გთხოვთ, გამოიწეროთ საჭირო რაოდენობა კრების ლიტერატურის განყოფილებაში.