შეკითხვების ყუთი
◼ როცა კრებას სთხოვენ დახმარებას დაკრძალვის ორგანიზებისთვის, შეიძლება მომდევნო კითხვები წამოიჭრას:
ვინ უნდა წარმოთქვას მოხსენება დაკრძალვისას? ეს უნდა გადაწყვიტონ ოჯახის წევრებმა. მათ შეუძლიათ ამოირჩიონ ნებისმიერი მონათლული, კარგი რეპუტაციის მქონე ძმა. თუ უხუცესთა საბჭოს სთხოვენ მომხსენებელი შესთავაზონ, ისინი, ჩვეულებრივ, ამოარჩევენ უნარიან უხუცესს საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ საჯარო მოხსენებების გეგმაზე დაფუძნებული მოხსენების წარმოსათქმელად. თუმცა არ განვადიდებთ მიცვალებულს, მაგრამ სათანადო იქნება, თუ ყურადღებას გავამახვილებთ მის მიერ გამოვლენილ სამაგალითო თვისებებზე.
შეიძლება სამეფო დარბაზის გამოყენება? შეიძლება, თუ ნებართვას აიღებთ უხუცესთა საბჭოსგან და თუ ეს ხელს არ შეუშლის შეხვედრების რეგულარულ გეგმას. დარბაზის გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მიცვალებულს კარგი რეპუტაცია ჰქონდა და კრების წევრს წარმოადგენდა ან წევრის მცირეწლოვანი შვილი იყო. თუ პიროვნებას ცუდი სახელი ჰქონდა არაქრისტიანული ქცევის გამო ან, თუ სხვა ფაქტორები არსებობს, რომლებიც სახელს გაუტეხს კრებას, უხუცესებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, არ დართონ ნება დარბაზის გამოყენებაზე (იხილე წიგნი „ჩვენი მსახურება“, გვ. 62, 63 [რუს.]).
ჩვეულებრივ, სამეფო დარბაზები არ გამოიყენება ურწმუნოთა პანაშვიდებისთვის. გამონაკლისის დაშვება შეიძლება, თუ ოჯახის წევრები აქტიური თანაქრისტიანები არიან როგორც მაუწყებლები, თუ მიცვალებულს მრავალი მაუწყებელი იცნობდა კრებაში, რომ დადებითად იყო განწყობილი ჭეშმარიტებისადმი, თუ კარგი რეპუტაცია ჰქონდა საზოგადოებაში სწორი ქცევით და არავითარი ქვეყნიური ადათ-წესები არ არის ჩართული პროგრამაში.
როცა სამეფო დარბაზის გამოყენებაზე ნება არის დართული, უხუცესები გაითვალისწინებენ, მოითხოვება თუ არა ჩვეულების მიხედვით, პანაშვიდზე იდგას კუბო. თუ მოითხოვება, მათ შეუძლიათ დართონ ნება დარბაზში მის შესატანად.
როგორ უნდა მოიქცე ქვეყნიური ხალხისთვის განკუთვნილი დამკრძალავი პროცესიისას? თუ მიცვალებულს კარგი რეპუტაცია ჰქონდა საზოგადოებაში, ძმამ შეიძლება ნუგეშისმცემელი ბიბლიური მოხსენება წარმოთქვას საპანაშვიდო სახლში ან სასაფლაოზე. კრება უარს იტყვის ისეთი პიროვნების დაკრძალვის ორგანიზებაზე, რომელიც ცნობილი იყო როგორც უზნეო, უკანონო ქცევით ან რომლის ცხოვრების წესიც აშკარად ეწინააღმდეგებოდა ბიბლიურ ნორმებს. ძმა, რასაკვირველია, არ მიიღებს მონაწილეობას სასულიერო პირთან ერთად სხვადასხვა მრწამსის მქონე პიროვნებების მსახურებაში და არც არავითარ დამკრძალავ პროცესიაში „დიდი ბაბილონის“ ეკლესიასთან.
როგორ უნდა მოიქცე, როცა მიცვალებული გარიცხული იყო? კრებამ, ძირითადად, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა და არც სამეფო დარბაზის გამოყენება შეიძლება. თუ პიროვნებამ მონანიების ნაყოფი შექმნა და აღდგენის სურვილს ავლენდა, ძმას შეიძლება სინდისმა დართოს ნება, წარმოთქვას ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება საპანაშვიდო სახლში ან სასაფლაოზე, რათა დაუმოწმოს ურწმუნოებს და ანუგეშოს ნათესავები. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბრძნული იქნებოდა, ძმას რჩევა ეთხოვა უხუცესთა საბჭოსგან და გაეთვალისწინებინა მათი რჩევა. ისეთ სიტუაციებში, სადაც არ არის ბრძნული ძმის მონაწილეობა, შეიძლება სათანადო იყოს, მიცვალებულის ოჯახის წევრს, რომელიც ძმას წარმოადგენს, წარმოეთქვა მოხსენება ნათესავების სანუგეშებლად.
დამატებითი მითითებების პოვნა შეიძლება „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ ნომრებში: 15.10.90, გვ. 30, 31 (რუს.); 01.03.82 გვ. 23 (რუს.).