თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 1997 წლის 6 იანვრიდან დაწყებული კვირიდან 28 აპრილიდან დაწყებული კვირის ჩათვლით. გამეორების დროს ცალკე ფურცელზე წერილობით უპასუხე იმდენ კითხვაზე, რამდენსაც მოცემულ დროში შეძლებ, წიგნების გამოყენების გარეშე.
[შენიშვნა: გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. მითითებები, რომლებიც დართულია კითხვებთან, გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევისთვის. როდესაც მითითებულია „საგუშაგო კოშკი“, შეიძლება გვერდი და აბზაცი ყოველთვის არ იყოს მითითებული.]
უპასუხე ყოველ შემდგომ მტკიცებას სიტყვით „სწორია“ ან „არასწორია“:
1. საულს დავითისადმი შური გაუჩნდა და მოკვლის მიზნით სამჯერ ესროლა შუბი [my 59].
2. მომხსენებელსა და მსმენელებს შორის კარგი კომუნიკაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხსენებელი არჩევს სიტყვებს, რომლებიც ზუსტად გადმოსცემენ მის აზრებს და რომლებიც მისი მსმენელებისთვის ცნობილი და ადვილად გასაგებია [sg გვ. 6, აბზ. 7].
3. ტვიროსი მთლიანად გაანადგურა ნაბუქოდონოსორმა, რითაც შესრულდა ზაქარიას 9:2–4 [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე ce გვ. 217–218, აბზ. 4–6 (რუს.)].
4. მოწიფული ქრისტიანებისთვის საჭირო არ არის, ზრუნავდნენ მსახურებაში შემდგომი პირადი წინსვლისათვის [sg გვ. 12, აბზ. 16].
5. მამაკაცები, რომლებიც ღმერთმა საღვთო წერილის ჩასაწერად გამოიყენა, ყოველთვის არ იწერდნენ მხოლოდ ნაკარნახევ მასალას [sg გვ. 15, აბზ. 6].
6. როცა ემზადები ჟურნალში სტატიის ან წიგნში რომელიმე თავის წასაკითხავად, დრო არ უნდა დაკარგო ქვესათაურების გადახედვაში, არამედ მაშინვე პირველი აბზაციდან უნდა დაიწყო კითხვა [sg გვ. 22, აბზ. 14].
7. მათეს 25:31–46-ში მოხსენიებულ ‘თხებს’ შორის, რომლებიც მარადიულად განადგურდებიან, იქნებიან დიდი ბაბილონის თავგამოდებული წევრები და მათი რელიგიური წინამძღოლები [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; br-10 გვ. 30, აბზ. 13–15].
8. ჯგუფის წინაშე კარგი კითხვისთვის, საჭიროა მომზადება [sg გვ. 29, 30, აბზ. 3].
9. სხვებისადმი მიტევება გზას უხსნის ღვთის მიერ ჩვენი ცოდვების მიტევებას [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01. 03. 95, გვ. 7].
10. დაწერილი ტექსტიდან კითხვისას ძირითადი სირთულის დაძლევა იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვები და ფრაზები საუბრის სტილში უნდა ჟღერდეს [sg გვ. 31, აბზ. 9].
უპასუხე შემდეგ კითხვებზე:
11. რას ვსწავლობთ იფთახისგან და იეჰოვასადმი მისი აღთქმიდან? [my 53].
12. ვინ იყო ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე ძლიერი მამაკაცი? [my 54].
13. როგორ ამოარჩია გედეონმა 300 მამაკაცი, რომლებიც მას 135 000 მიდიანელის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარნენ? [my 52].
14. რა სარგებლობა მოაქვს დღეს კაცობრიობისთვის იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლს? [kl გვ. 68, 69, აბზ. 17–19].
15. რა შეგვიძლია ვისწავლოთ საულის მიერ სამეფოს დაკარგვიდან? [my 56].
16. რა გაგებით მოევლინა ‘ელია წინასწარმეტყველი’ პირველ საუკუნეში, რითაც შესრულდა მალაქიას 3:23? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე gt 38, აბზ. 7; gt 60, აბზ. 7 (რუს.)].
17. როგორ გადავიდა ცოდვა ყველა ადამიანზე? [kl გვ. 58, აბზ. 13].
18. სად ვპოულობთ მათეს წიგნში სერიოზული სიძნელეების გადასაჭრელად იესოს მიერ მოცემულ ჯანსაღ რჩევას? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.07.95, გვ. 22 (რუს.)].
19. რა ‘დინარია’ მოხსენიებული მათეს 20:1–16-ში იესოს მიერ მოყვანილ იგავში? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე gt 97, აბზ. 6 (რუს.)].
20. ჩამოთვალე ორი რამ, რის გამოც ღმერთმა დაუშვა ბოროტება [kl გვ. 77, 78, აბზ. 18–20].
ჩაამატე სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზა, რომელიც საჭიროა, რომ დასრულდეს შემდეგი მტკიცებები:
21. მშობლებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად დაეხმარონ შვილებს საკუთარი აზრის კარგად გამოთქმაში. სახლში ________________________________________, შეიძლება დაინერგოს, როგორც მაგალითით, ასევე სწავლებით [sg გვ. 7, აბზ. 12].
22. მათეს 16:4-ში მოხსენიებული ‘იონას ნიშანი’ იყო მესამე დღეს ________________________________________, [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე gt 42, აბზ. 5 (რუს.)].
23. ბიბლიის კითხვისას ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ________________________________________, მიზნით, მივიღოთ ________________________________________ , [sg გვ. 21, აბზ. 7].
24. იეჰოვამ წინასწარმეტყველები: _________________________ , და ________________________________________ , გამოიყენა, რათა თავის ხალხში კვლავ აღეძრა ტაძრის აღდგენის ენთუზიაზმი [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.01.96, გვ. 18, აბზ. 4].
25. „სული“, რომელიც სიკვდილისას ტოვებს ადამიანის სხეულს, არის ________________________________________ , რომელიც ღვთისგან მომდინარეობს (ფს. 145:4) [kl გვ. 81, 82, აბზ. 5, 6].
ამოარჩიე სწორი პასუხი ყოველი მომდევნო მტკიცებისთვის:
26. არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ მათემ თავისი სახარება დაწერა (ებრაულ; არამეულ; ბერძნულ) ენაზე და შემდეგ გადათარგმნა (ებრაულ; არამეულ; ბერძნულ) ენაზე [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.96, გვ. 9, აბზ. 9].
27. სამეფო დარბაზში არსებული თეოკრატიული სამსახურის სკოლის ბიბლიოთეკა არის (სკოლის ზედამხედველის; მდივნის; თავმჯდომარე ზედამხედველის) ზედამხედველობაში [sg გვ. 11, აბზ. 12].
28. იეჰოვამ ისრაელის მეფედ ამოირჩია იესეს ძე (აბინადაბი; დავითი; შამა) [my 57].
29. ‘მოვლენილი ანგელოზი’ არის (იეჰოვა; იოანე ნათლისმცემელი; იესო ქრისტე) (მალ. 3:1) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.10.95, გვ. 23, აბზ. 12].
30. იესო მესია გახდა თავისი (დაბადებისას; მონათვლისას; მკვდრეთით აღდგენისას), რაც მოხდა (ძვ. წ. მე-2; ახ. წ. 29-ე; 33-ე) წელს [kl გვ. 65, აბზ. 12].
მოცემული ბიბლიური მუხლები შეურჩიე ქვემოთ მოყვანილ განაცხადებს: მათ. 4:8–10; მათ. 6:19–21; მათ. 16:19; იაკ. 1:13; 1 იოან. 5:19.
31. ღმერთი არ არის იმის მიზეზი, რომ კაცობრიობა ჩაფლულია სიძნელეების მორევში [kl გვ. 71, აბზ. 3].
32. იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები უარს აცხადებენ ამ ქვეყნიერების პოლიტიკაში ჩარევაზე [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.05.96, გვ. 23, აბზ. 9].
33. ღვთის სამეფოს შესახებ შემეცნებამ ზეცისკენ გზა გაუხსნა იუდეველებს, სამარიელებსა და წარმართებს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.03.91, გვ. 5 (რუს.)].
34. მატერიალური ქონების შეძენას არ უნდა ეჭიროს ჩვენს ცხოვრებაში წამყვანი ადგილი [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა].
35. ქრისტიანებს საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, ზურგი შეაქციონ ქვეყნიერებას [kl გვ. 60, აბზ. 18].