განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალების — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ნებისმიერი ნომერი შაბათობით და კვირის სხვა დღეებში — ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ივნისში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. კონცენტრირება გააკეთე ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებაზე. ივლისსა და აგვისტოში: შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურებიდან ნებისმიერი: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „რა არის სიცოცხლის აზრი?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. სექტემბერში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ ან „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ ოქტომბერში: ჟურნალების — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — ნებისმიერი ნომერი. განმეორებითი მონახულებებისას შეიძლება დაიწყოს ჟურნალების დატარება მარშრუტით.
◼ საზოგადოება არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს, რომ განცხადება გაკეთდეს კრების წინაშე ყოველთვიურად, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაიგზავნება საზოგადოებაში, რათა პირადი ლიტერატურის მიღებით ყველა დაინტერესებულმა შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომელი პუბლიკაციებია განკუთვნილი განსაკუთრებული შეკვეთისთვის.
◼ აპრილიდან დაწყებული, 1997 წლის საოლქო კონგრესის სამკერდე ნიშნები რუსულ, სომხურ (აღმოსავლური), ქართულსა და ყირგიზულ ენებზე ავტომატურად ჩაერთვება გამოგზავნილ ლიტერატურაში. მათი შეკვეთა არ არის აუცილებელი. თუ დამატებითი სამკერდე ნიშნებია საჭირო კრებისთვის, გამოწერილ უნდა იქნეს „ლიტერატურის გამოწერის ბლანკით“ (S-14). აუცილებელია სამკერდე ნიშნების პლასტმასის ბუდეების შეკვეთა ყველასთვის კრებაში, ვისაც სურს, რომ ჰქონდეს.
◼ კრების შეხვედრებზე „ყველაზე დიდებული ადამიანის“ შესწავლიდან უფრო მეტი სარგებლობის მისაღებად, გთხოვთ განიხილოთ, 1992 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“ (რუს.) პირველ გვერდზე მოცემული შესანიშნავი მითითებები. სტატია ხსნის, თუ როგორ უნდა მოემზადო ყოველი გაკვეთილისთვის და როგორ უნდა წარიმართოს კრების წიგნის შესწავლა. შესწავლის ჩამტარებლები და ყველა დამსწრე სარგებლობას ნახავს ამ ინფორმაციის განხილვით.
◼ გვინდა გაცნობოთ, რომ ტრაქტატები: „გვთვლის ღმერთი პასუხისმგებლად — თუ ბედი მართავს ჩვენს სიცოცხლეს?“ (T-71) [ლიტერატურის გამოწერის ბლანკში S-14 და ბროშურაში — „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების სია“ (S-15) — აღნიშნულია 7171 „ბედი მართავს შენს სიცოცხლეს?“] და „უდიდესი სახელი“ (T-72) განკუთვნილია მუსლიმანურ ტერიტორიებში გასავრცელებლად. გთხოვთ, რომ მხოლოდ იმდენი გამოიწეროთ, რამდენის გავრცელებასაც შეძლებთ თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმანებს შორის.
◼ გვსურს გაცნობოთ, რომ უკვე შესაძლებელია ისეთი საგნების გამოწერა, რომლებიც განსაკუთრებული შეკვეთით მიიღება: აუდიოკასეტები სამეფოს მელოდიების ჩანაწერებით (ორკესტრის შესრულებით), ჟურნალების პაპკები, სწრაფჩამკერები, პლასტიკური ბუდე უბნის რუკისთვის, კასეტების ალბომები. მაუწყებლებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ან სხვა უცხო ენას, შეიძლება ამ ენებზე არსებული ნივთების გამოწერა: აუდიოკასეტები ჟურნალების ჩანაწერებით, CD–ROM, კომპაქტ-დისკები, დისკეტები, ინდექსები, „Insight on the Scriptures“, ბიბლია სქოლიოებით, წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, ვიდეოფილმები (რუსულ ენაზე ხელმისაწვდომია ვიდეოფილმი — „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“), ბრაილის შრიფტით გამოცემული პუბლიკაციები. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფლად შევუკვეთოთ ჟურნალების — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — აკინძული ტომები, რომლებიც ავტომატურად გაეგზავნება ყველა კრებას. ყველა ამ საგნების გამოწერისას აუცილებელია იმ მითითებების მყარად დაცვა, რომლებიც მოცემულია 1996 წლის 1-ლ სექტემბერს გამოცემულ ბროშურაში „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების სია“ (S-14). ბროშურის მე-20 აბზაცში ნათქვამია, რომ ასეთი პუბლიკაციების გამოწერის შეკვეთისას უნდა დაერთოს წერილი ორი უხუცესის ხელმოწერით, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოთხოვნა ყურადღებით იყო შემოწმებული და ეთანხმება ნამდვილ მოთხოვნილებას. გთხოვთ, გახსოვდეთ, ამ წესრიგის მიყოლა. გარდა ამისა, რადგანაც ასეთი საგნების წარმოება მოითხოვს მნიშვნელოვან თანხებს, ყველას უნდა ახსოვდეს ჩვენი უპირატესობა, დავფაროთ საგნის წარმოებაზე დახარჯული თანხები.
◼ ყირგიზულ ენაზე შესაძლებელი იქნება „საგუშაგო კოშკის“ გამოწერა, რომლის გამოცემაც დაიწყება 1997 წლის 1-ლი ივლისიდან.
◼ ახალი პუბლიკაციები გამოიცა:
„ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ — ალბანური.
„იეჰოვას მოწმეები და განათლება“ — ისლანდიური.
„იხარე ოჯახური ცხოვრებით“ (T-21) — ლიტვური.
„მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ — იტალიური (ბრაილის შრიფტი).
„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ — ბულგარული.
„როგორ ვიპოვოთ სამოთხისკენ მიმავალი გზა“ — ქართული.
„სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ (პატარა ფორმატი) — სერბული.
◼ ახალი აუდიოკასეტები გამოიცა:
„მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ (cskl, ხუთკასეტიანი ალბომი) — ბერძნული.
◼ ახალი ვიდეოკასეტები გამოიცა:
„დედამიწის კიდით კიდემდე“ (vcea) — პორტუგალიური.
„იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის წინააღმდეგ“ (vcfi) — ინგლისური.
„იისფერი სამკუთხედები“ (vcpu, ცნობა კუსეროვების ოჯახის ცხოვრების შესახებ) — ბერძნული, ესპანური.