მოღვაწეობის ფართო კარი ღიაა
1 პავლე, კეთილი ცნობის გულმოდგინე მქადაგებელი, მონდომებით ეძებდა იმ ტერიტორიებს, სადაც დიდი მოთხოვნილება იყო და ერთ-ერთ ასეთ ქალაქს ეფესო წარმოადგენდა. იქ ქადაგებისას ისეთი წარმატებები ჰქონდა, რომ თანაქრისტიანებს მისწერა: „ჩემთვის ღიაა ღვაწლის ფართე კარი“ (1 კორ. 16:9). პავლე განაგრძობდა ამ ტერიტორიაზე მსახურებას და მრავალ ეფესელს დაეხმარა, მორწმუნე გამხდარიყო (საქ. 19:1–20, 26).
2 დღეს მოღვაწეობის ფართო კარი ჩვენთვისაც გაიღო. მიწვეული ვართ, დავეხმაროთ კრებებს, რომლებიც სრულად ვერ ამუშავებენ თავიანთ ტერიტორიას წლის განმავლობაში. ამგვარად ჩვენს ძალისხმევას შეუძლია შეავსოს ზოგ ტერიტორიაზე არსებული მოთხოვნილება (შეადარე 2 კორინთელთა 8:13–15).
3 შეგეძლო გემსახურა იქ, სადაც მეტი მოთხოვნილებაა? დაფიქრებულხარ ლოცვით სხვაგან მსახურების შესაძლებლობაზე? ალბათ, შეგიძლია დაეხმარო კრებას, რომელიც შენს ქალაქშია. რატომ არ გაესაუბრებოდი რჩევის მიღების მიზნით სარაიონო ზედამხედველს ამ საკითხთან დაკავშირებით? ან შეიძლება შენი კრების ტერიტორიაზე მრავალი ყრუ ცხოვრობს, ან უცხო ენაზე მოსაუბრე მოსახლეობაა, რომელზეც ვერავინ ზრუნავს. ასეთ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით დახმარება რომ გასწიო, შეგიძლია დიდი ძალა მოახმარო მათი ენის შესწავლას? ალბათ, სადმე ახლო-მახლო იმყოფება კიდევ სხვა ენოვანი ჯგუფი ან კრება, რომელიც ევედრება ‘სამკალის უფალს უფრო მეტი სამეფოს მუშაკებისთვის’ (მათ. 9:37, 38). თუ ასეა, შეგიძლია გაუწიო დახმარება?
4 ბოლო ათწლეულებში ათასობით ქრისტიანი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად სხვა ადგილებზე სამკალის საქმეში უფრო სრული მონაწილეობის მისაღებად. ერთმა წყვილმა, რომელიც ასე მოიქცა, თქვა: „ჩვენ გვსურდა, გვემსახურა იეჰოვასთვის იქ, სადაც უფრო მეტად დავეხმარებოდით სხვებს“. თუ გაქვს მსგავსი სურვილი და ფიქრობ, რომ შეგიძლია საცხოვრებლად სხვაგან გადახვიდე შენს ქვეყანაშივე, უპირველესად ესაუბრე შენი კრების უხუცესებს ამ გეგმებზე.
5 თუ საზოგადოებისგან გსურს გაიგო, სად არის მოთხოვნილება, წერილობით აცნობე კრების სამსახურებრივ კომიტეტს შენი სურვილი. ისინი დაურთავენ თავიანთ შენიშვნებს და გააგზავნიან საზოგადოებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ მოღვაწეობის ფართო კარი ღია რჩება, დაე, თითოეული ჩვენგანი დაკავებული იყოს იეჰოვას მსახურებით (1 კორ. 15:58).