თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 1997 წლის 1 სექტემბრით დაწყებული კვირიდან 22 დეკემბრით დაწყებული კვირის ჩათვლით. გამეორების დროს ცალკე ფურცელზე წერილობით უპასუხე იმდენ კითხვაზე, რამდენსაც მოცემულ დროში შეძლებ, წიგნების გამოყენების გარეშე.
[შენიშვნა: გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. მითითებები, რომლებიც დართულია კითხვებთან, გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევისთვის.]
უპასუხე ყოველ შემდგომ მტკიცებას სიტყვით „სწორია“ ან „არასწორია“:
1. იესოსკენ მიმავალ გზას ღმერთი უნათებდა ვარსკვლავით მამაკაცებს აღმოსავლეთიდან [my 86].
2. იესო კურნავდა ადამიანებს, რადგან მას უყვარდა ხალხი და სურდა, რომ ერწმუნათ მისი [my 96].
3. იოანეს 4:27-ის თანახმად იმის მიზეზი, თუ რატომ გამოხატეს გაკვირვება იესოს მოწაფეებმა, როცა ის სამარიელ ქალს ელაპარაკებოდა, ის იყო, რომ ის ქალი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br8 გვ. 8, აბზ. 1, 2].
4. შენს წერილებს უფრო მაღალ ხარისხს შესძენ, თუ მათში დიდ ყურადღებას არ გაამახვილებ საკუთარ თავზე [sg გვ. 88, აბზ. 13].
5. იესომ იაიროსის ქალიშვილი გაათავისუფლა დემონის ზეგავლენისგან [my 92].
6. გამოსვლის 21:22, 23 გვეხმარება გავიგოთ, რომ ღმერთი არშობილი ბავშვის სიცოცხლესაც კი ძვირფასად თვლის [kl გვ. 128, აბზ. 21].
7. დებმა, რომლებსაც მიცემული აქვთ მობინადრის როლი თეოკრატიული სამსახურის სკოლაში არასოდეს არ უნდა უარყონ ცნობა, არამედ ყოველთვის უნდა დაეთანხმონ და გულწრფელი ინტერესი გამოავლინონ [sg გვ. 97, აბზ. 5, 6].
8. სადილობა კარგი დროა უკმაყოფილების გამოსახატავად, რადგან ზუსტად ამ დროს არის მთელი ოჯახი ერთად [sg გვ. 79, აბზ. 7].
9. ღვთისთვის მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რას ვაკეთებთ, არამედ ისიც, თუ რა აღგვძრავს ამისკენ [sg გვ. 76, აბზ. 12].
10. არა აქვს მნიშვნელობა, ითვლებიან თუ არა სამოქალაქო ორგანოები სამართლიანად; ჭეშმარიტი ქრისტიანების ქორწინება სათანადოდ უნდა იყოს რეგისტრირებული [kl გვ. 122, აბზ. 11].
უპასუხე მომდევნო შეკითხვებს:
11. პირველი საუკუნის ეფესელი ქრისტიანების მაგალითის თანახმად, რომელი ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია გადასადგმელი ბოროტი სულებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად? (საქ. 19:19) [kl გვ. 114, აბზ. 14].
12. როგორ ჩაიდინა ცოდვა ზოგმა ანგელოზმა ნოეს დღეებში? [kl გვ. 109, აბზ. 4].
13. რატომ თქვა იესომ უარი, ჩარეულიყო მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კამათში? (ლუკ. 12:13, 14) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.04.97, გვ. 28].
14. რა არ იცოდნენ მოწაფეებმა, როცა შეეკითხნენ იესოს, აღუდგენდა თუ არა ის სამეფოს ისრაელს, როგორც საქმეების 1:6-შია ჩაწერილი? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.06.90, გვ. 11, აბზ. 4 (რუს.)].
15. რატომ უთხრა იესომ თავის მოციქულებს, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ბავშვებივით? [my 94].
16. რატომ შევიდა იესო იერუსალიმში ჩოჩრით? [my 97].
17. რას ნიშნავს ტაქტიანობა? [sg გვ. 69, აბზ. 2].
18. ბიბლიის წიგნის, გამოცხადების, თანახმად, რა არის „გრძნეულთა“ ხვედრი, თუ ისინი არ მოინანიებენ და არ შეიცვლებიან? [kl გვ. 111, აბზ. 8].
19. მიუხედავად იმისა, რომ იესო სრულყოფილი ადამიანი იყო და აღიარებდა თავის, როგორც მასწავლებლის დავალებას, რატომ თქვა უარი, წოდებულიყო ‘კეთილ მოძღვრად’? (ლუკ. 18:18, 19) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.95, გვ. 15, აბზ. 7].
20. რა იყო ახალი იოანეს 13:34-ში მოცემულ მცნებაში? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br2 გვ. 9, აბზ. 5, 6 (რუს.)].
ჩაამატე სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზა, რომელიც საჭიროა, რომ დასრულდეს შემდეგი მტკიცებები:
21. იმის განსასაზღვრად, იდგამს თუ არა ჭეშმარიტება ფესვებს შემსწავლელის გულში, ძალიან დამხმარეა ______________________________ დასმა [sg გვ. 75, აბზ. 10].
22. „ათი მნა“ წარმოადგენს ______________________________, რომელიც სულით შობილ მოწაფეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ზეციერი სამეფოს უფრო მეტი ______________________________ შესაკრებად (ლუკ. 19:13) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე gt 100, აბზ. 5].
23. სამი ცრუ ბრალდება, რომლებშიც იუდეველებმა დაადანაშაულეს იესო იუდეის რომაელი გამგებლის პილატეს წინაშე, იყო, რომ ______________________________ აქეზებდა, ______________________________ მიცემას კრძალავდა და საკუთარ თავს ______________________________ უწოდებდა (ლუკ. 23:2) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე gt 121, აბზ. 20].
24. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ზეიმობენ ქრისტეს შობას ან სხვა დღესასწაულებს, რომლებიც დაფუძნებულია ცრურელიგიურ რწმენაზე, რადგან ისინი ______________________________ ავლენენ იეჰოვასადმი; ისინი აგრეთვე არ აღნიშნავენ ზეიმებს, რომლებიც ______________________________ ცოდვილ ადამიანებს ან ერებს [kl გვ. 126, აბზ. 16].
25. წერილების წერისას სიტყვების მართლწერის შემოწმება შეიძლება ______________________________ საშუალებით [sg გვ. 85, აბზ. 3].
შეარჩიე სწორი პასუხები ყოველი მომდევნო მტკიცებისთვის:
26. იოანეს 10:16-ში მოხსენიებული „სხვა ცხვრები“ ეხება (არაიუდეველ ქრისტიანებს; იუდეველ ქრისტიანებს; ყველას, ვისაც აქვს დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.04.95, გვ. 31, აბზ. 4 (რუს.)].
27. (სოლომონი; ზერუბაბელი; ნეემია) მოუწოდებდა ისრაელებს, სულ რაღაც 52 დღეში აეშენებინათ იერუსალიმის (კედლები, ტაძარი) [my 83].
28. ღვთისმოსაწონად ცხოვრება გარანტიას გვაძლევს, რომ (ყოველთვის კარგად მოგვექცევიან სხვები; მატერიალურად ვიქნებით უზრუნველყოფილები; ღვთისგან მოწონებას დავიმსახურებთ, რადგან ვაკეთებთ იმას, რაც სწორია) [kl გვ. 118, აბზ. 2].
29. როცა იესო მოციქულ პეტრეს შეეკითხა: „ამათზე მეტად გიყვარვარ?“ მას უნდოდა გაეგო, უყვარდა თუ არა პეტრეს იესო უფრო მეტად, ვიდრე (სხვა მოციქულები; სხვა მოციქულებს — იესო; მისთვის საყვარელი რამ, როგორიცაა თევზი) (იოან. 21:15) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; w 01.09.89, გვ. 23, აბზ. 9 (რუს.)].
30. შენი ხმის გასაუმჯობესებლად, პირველყოვლისა, უნდა იმუშაო (შენი ხმის გაძლიერებაზე; ჟანგბადის მარაგის რეგულირებაზე; მიკროფონის სწორად გამოყენებაზე) [sg გვ. 65, აბზ. 8].
მოცემული ბიბლიური მუხლები შეუწყვე ქვემოთ მოყვანილ განცხადებებს: იგავ. 3:9, 10; მათ. 3:16, 17; ლუკ. 13:4, 5; იოან. 6:64; გალ. 5:22, 23.
31. იესო გამოდიოდა ფატალისტური აზროვნების წინააღმდეგ და მიუთითებდა ტრაგიკულ შემთხვევაზე, რომელიც მსმენელებისთვის კარგად იყო ცნობილი და რომელსაც, აშკარად, დროსა და მოულოდნელ შემთხვევას მიაწერდა. [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.96, გვ. 5, აბზ. 5].
32. ღვთის სულის ნაყოფების გამოვლენა გაგვიადვილებს სამქადაგებლო მსახურებაში ტაქტიანობას [sg გვ. 70, აბზ. 3].
33. როცა იუდამ დაიწყო უარყოფითად აზროვნება, დაემორჩილა არასრულყოფილებასა და ცოდვილ მიდრეკილებებს, იესო მიხვდა ამას. [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; gt 55, აბზ. 11].
34. იეჰოვა გვაკურთხებს, თუ ვიყენებთ ჩვენს დროს, ენერგიასა და სხვა შესაძლებლობებს, ჩვენი ფინანსების ჩათვლით, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად [kl გვ. 120, აბზ. 8].
35. იეჰოვამ აჩვენა, რომ მან მოიწონა იოანეს მიერ იესოს მონათვლა [my 88].