საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 12/97 გვ. 1
  • შენ თვალში აკლიხარ!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შენ თვალში აკლიხარ!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • მსგავსი მასალა
  • შეგაქვს შენი წვლილი ქრისტიანული კრების აღშენებაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • რატომ უნდა ვიკრიბებოდეთ თაყვანსაცემად?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • გეგმა ოჯახისთვის — კრების შეხვედრები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • რატომ უნდა ვესწრებოდეთ კრების შეხვედრებს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
km 12/97 გვ. 1

შენ თვალში აკლიხარ!

1 დროდადრო შესაძლოა კრების ერთი ან მეტი შეხვედრა გავაცდინოთ და ვიფიქროთ, რომ ჩვენ არავის დავაკლდებით თვალში, ვერც მიხვდებიან, რომ იქ არა ვართ. მაგრამ ვცდებით! სხეულის ნებისმიერი ნაწილის მსგავსად, თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრებაში (1 კორ. 12:12). ყოველკვირეულ შეხვედრაზე ჩვენმა არყოფნამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვების სულიერ ჯანმრთელობაზე. დარწმუნებული იყავი, რომ, როცა შეხვედრას აცდენ, შენ თვალში აკლიხარ!

2 შენ მნიშვნელოვან როლს ასრულებ. პავლეს ძმებთან ურთიერთობის დიდი სურვილი ჰქონდა. ამის მიზეზს რომაელთა 1:11, 12 გვიხსნის: „რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი. . . თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთიანი რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც“. ამის მსგავსად, ჩვენი კომენტარებით, შეხვედრებზე მონაწილეობითა და სწორედ მხოლოდ ჩვენი დასწრებითაც კი ერთმანეთს აღვაშენებთ, რათა განვაგრძოთ ერთგულების კურსით სვლა (1 თეს. 5:11).

3 ნუთუ მოუთმენლად არ ელი სხვების ნახვას კრების შეხვედრებზე? შენ გულდასმით უსმენ მათ კომენტარებს და მათ მიერ რწმენის გამოვლენას აფასებ. მათი სულიერი ნიჭი ხელს უწყობს შენს აღშენებას. მათ რომ შეხვედრა გაეცდინათ, რაღაც მნიშვნელოვნის უკმარისობას იგრძნობდი. შენი არყოფნის დროსაც მსგავსი გრძნობა ეუფლებათ დებსა და ძმებს.

4 შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ერთხელ „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეხვედრები ჩვენი სულიერი გადარჩენისთვის: „უთანხმოებებით აღსავსე უზნეო ქვეყნიერებაში ქრისტიანული კრება ნამდვილი სულიერი თავშესაფარია. . ., მშვიდობისა და სიყვარულის თავშესაფარი. ამიტომ რეგულარულად დაესწარი შეხვედრებს“ (w 15.08.93, გვ. 11 [რუს.]). ყოველდღიურად გვხვდება სიტუაციები, რომლებიც სულიერად გვფიტავს. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შესაძლოა ჩვენმა პირადმა საზრუნავმა ისე გაგვიტაცოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი სულიერი ინტერესები უგულებელვყოთ. ყოველ ჩვენგანს გვესაჭიროება ერთმანეთის გამხნევება, რათა შევინარჩუნოთ ერთიანობა და გულმოდგინება ღვთის მსახურებაში (ებრ. 10:24, 25).

5 შეხვედრებზე ჩვენი დასწრება მნიშვნელოვანია. ავადმყოფობამ და გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა ხანდახან შესაძლოა ხელი შეგვიშალოს. სხვა შემთხვევაში, მოდით მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ყოველთვის ვიყოთ შეკრებილ ხალხს შორის, რომლებიც ერთად განადიდებენ იეჰოვას! (ფსალმ. 25:12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება