კარგად გამოიყენე მოსაწვევი ბარათი
1 კრებაზე მოსაწვევი ბარათი ატყობინებს ხალხს სამეფო დარბაზის მისამართს და შეხვედრების ჩატარების ზუსტ დროს. კარგი იქნებოდა, თუ დაუტოვებდი მას ყველა ადამიანს, რომლებთანაც ურთიერთობა გაქვს. ამ მიზნით, ყოველ კრებას უნდა გააჩნდეს საკმარისი რაოდენობის მოსაწვევები. კრებებისთვის, რომლებიც ყოველ იანვარს ცვლიან შეხვედრების დროს, ყოველწლიურად, ოქტომბერში, შეკვეთილი უნდა იქნეს ახალი მოსაწვევები, რომლებზეც აღნიშნული იქნება შეხვედრების ჩატარების ახალი დრო. „მოსაწვევი ბარათის შეკვეთის“ ბლანკი ამისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ როგორ გამოვიყენოთ მოსაწვევი ისე, რომ მან მაქსიმალური სარგებლობა მოიტანოს?
2 ბევრი მაუწყებლის აზრით, მოსაწვევი ბარათის შეთავაზება საკუთარი თავის გაცნობისა და საუბრის დაწყების ეფექტური საშუალებაა. შეხვედრის განრიგზე ან მოსაწვევის მეორე გვერდზე მოთავსებულ ცნობაზე მითითება საშუალებას გვაძლევს, დავიწყოთ საუბარი ჩვენს საქმიანობასა და მის მიზანზე. მშობლებს შეუძლიათ, ბავშვებს შეათავაზებინონ მოსაწვევები და ამგვარად მონაწილეობა მიაღებინონ მსახურებაში. მაუწყებლებმა, რომლებიც მონაწილეობენ წერილებით დამოწმებაში, წერილს უნდა დაურთონ მოსაწვევი და დაპატიჟონ პიროვნება შეხვედრებზე. მოსაწვევი მაშინაც შეიძლება დავტოვოთ, თუ სახლში არავინ დაგვხვდება, მაგრამ კარის ქვეშ ისე უნდა მოვათავსოთ, რომ თვალში მოსახვედრი არ იყოს.
3 მოსაწვევი ბარათი გვეხმარება გულწრფელთათვის ჭეშმარიტების გზის დანახვებაში. ქვემოთ მოყვანილი შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორ აუხდა, მოსაწვევის წყალობით, ერთ ქალს მთელი ცხოვრების ოცნება — ჩასწვდომოდა ბიბლიას. მან ღამე ღვთისადმი ვედრებაში გაატარა. დილით მოწმე ცოლ-ქმარმა დარეკა ზარი. როცა საჭვრეტში გაიხედა, ქალმა თქვა, რომ კარს ვერ გააღებდა. მოწმეებმა კარს ქვემოთ შეაცურეს მოსაწვევი, რომელზეც ეწერა: „გაეცანი შენს ბიბლიას“. ქალმა დაინახა იგი და კარი გააღო. მან მაშინვე დაიწყო შესწავლა და მოგვიანებით მოინათლა. რადგან მუდამ სათანადოდ ვაფასებთ ღვთის სულის ძალას, მოდით ყოველთვის კარგად გამოვიყენოთ მოსაწვევი და ბოლომდე შევასრულოთ ჩვენი მსახურება (იხილე აგრეთვე 1994 წლის თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 1 [რუს.]).