განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა იანვარში: ნებისმიერი წიგნი, რომელიც კრებას გააჩნია: „ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემაში გაერთიანებულნი“, „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“, „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“. თებერვალში: „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“
◼ თებერვლიდან დაწყებული და არა უგვიანეს 1 მარტისა, სარაიონო ზედამხედველი წარმოთქვამს ახალ საჯარო მოხსენებას „იზიარებ თუ არა ღვთის თვალსაზრისს სიცოცხლეზე?“
◼ კრებებმა სათანადო ორგანიზება უნდა გაუწიონ გახსენების საღამოს ზეიმს, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 11 აპრილს, შაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მოხსენება შეიძლება დაიწყოს ადრე, გახსენების საღამოს სიმბოლოების ჩამოტარება არ უნდა დაიწყოს მზის ჩასვლამდე. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, თუ როდის ჩადის მზე თქვენს ტერიტორიაზე. თუმცა სასურველია, რომ ყველა კრებამ თვითონ ჩაატაროს გახსენების საღამოს ზეიმი, მაგრამ ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს შესაძლებელი. სადაც რამდენიმე კრება ერთ სამეფო დარბაზს იყენებს, შესაძლოა, მათგან ერთმა ან მეტმა კრებამ ამ საღამოსთვის სხვა შენობა გამოიყენოს. გახსენების საღამო არ უნდა დაიწყოს ისე გვიან, რომ ახლად დაინტერესებულებისთვის მოუხერხებელი იყოს დასწრება. უფრო მეტიც, განრიგი ისეთი არ უნდა იყოს, რომ აღარ დარჩეს დრო ზეიმამდე ან შემდეგ მიესალმოთ მომსვლელებს, ორგანიზება გაუკეთოთ იმას, რომ დაინტერესებულებმა სულიერი დახმარება მიიღონ, ან გაიხაროთ ერთმანეთის გამხნევებით. ყველა საკითხის ბოლომდე განხილვის შემდეგ უხუცესებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ღონისძიებები დაეხმარება მათ, ვინც ესწრება გახსენების საღამოს, რომ სრული სარგებლობა მიიღონ ამ შემთხვევიდან.
◼ 1998 წლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოთქმული იქნება კვირას, 29 მარტს. ამ მოხსენების გეგმას მიიღებთ. იმ კრებებს, რომლებსაც ამ დროს ექნებათ სარაიონო ზედამხედველის მონახულება, სარაიონო კონგრესი ან სპეციალური ერთდღიანი კონგრესი, შემდეგ კვირას ექნებათ სპეციალური მოხსენება. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა იქნეს წაკითხული 29 მარტამდე.
◼ უხუცესთა საბჭომ უნდა იცოდეს, რომ, როდესაც კრება ესწრება სარაიონო ან საოლქო კონგრესებს, საჭიროა შემდეგი ცვლილებები: როდესაც სპეციალური ერთდღიანი კონგრესია დაგეგმილი, კრებამ უნდა ჩაატაროს ყველა შეხვედრა კვირის განმავლობაში, საჯარო მოხსენებისა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის გარდა. როდესაც სარაიონო ან საოლქო კონგრესია დაგეგმილი, კრება აგრეთვე არ ჩაატარებს თეოკრატიული სამსახურის სკოლას და სამსახურებრივ შეხვედრას; ამ კვირის განმავლობაში მხოლოდ კრების წიგნის შესწავლა იქნება ჩატარებული. მაუწყებლებს შეუძლიათ, ოჯახური ან პირადი შესწავლის დროს განიხილონ გამოტოვებული მასალა. თუ საჭიროდ ჩათვლიან, უხუცესებმა, შესაძლოა, მომდევნო კვირების პროგრამებში ჩართონ მნიშვნელოვანი მასალა სამსახურებრივი შეხვედრიდან.
◼ 1997 წლის დეკემბრის „ჩვენ სამეფო მსახურებაში“ აღნიშნული იყო, რომ 1998 წლის 1 იანვრიდან დაიწყება ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ყოველთვიური გამოცემა აღმოსავლურ სომხურ ენაზე. რადგან რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში მცხოვრები სომხების უმეტესობა ამ ენაზე მეტყველებს, კრებების წინანდელი შეკვეთები დასავლურ სომხურ ენაზე ავტომატურად შეიცვალა ამ პუბლიკაციის შესაბამისი რაოდენობით აღმოსავლურ სომხურ ენაზე. კრებებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ჟურნალები დასავლურ სომხურ ენაზე, ხელახლა უნდა შეუკვეთონ ისინი.
◼ 1998 წლის აპრილსა და მაისში ჩვენი საზოგადოება გეგმავს სამქადაგებლო კამპანიას ჟურნალებით „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის კრებებს ვთხოვთ, სპეციალური შეკვეთები ამ პუბლიკაციების აპრილის ნომრებისთვის გაგზავნონ 1998 წლის 16 იანვრამდე, ხოლო მაისის ნომრებისთვის — 1998 წლის 20 თებერვლამდე. ეს არ ეხება აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის კრებებს, რადგან ამ ქვეყნებში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია რეგისტრირებული არ არის და ლიტერატურის მიწოდება გაძნელებულია.
◼ თუ კრების ტერიტორიაზე ცხოვრობენ ადგილობრივისგან განსხვავებულ ენაზე მეტყველი ადამიანები, გთხოვთ გაუგზავნოთ ინფორმაცია ამ ენების შესახებ ლიტერატურის განყოფილებას სოლნეჩნოეში. ეს დაგვეხმარება მომავალში სამქადაგებლო კამპანიის ორგანიზებაში.
◼ წიგნი „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“ მეტად აღარ გამოიცემა. ამიტომ გთხოვთ, ნუ გამოიწერთ.
◼ საოლქო კონგრესები 1998 წლის განმავლობაში:
3–5 ივლისი: სანკტ-პეტერბურგი*. 10–12 ივლისი: ვოლგოგრადი; მინსკი; მოსკოვი; ყაზანი*. 17–19 ივლისი: დონის როსტოვი*; ვორონეჟი; ივანოვო; ნოვოკუზნეცკი; ტოლიატი. 24–26 ივლისი: ბარნაული; კრასნოდარი. 31 ივლისი–2 აგვისტო: ბრატსკი; ნოვოსიბირსკი; სოჭი; უხტა; ყარაღანდა. 7–9 აგვისტო: აბაკანი; გეორგიევსკი; ეკატერინბურგი*; ირკუტსკი*; კრასნოიარსკი; მარნეული (ქართ.); ჯვარი (ქართ.). 14–16 აგვისტო: ზუგდიდი (ქართ.); მარნეული* (რუს.); რუდნი; ტარაზი*. 21–23 აგვისტო: ბიშკეკი; პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი; ქუთაისი (ქართ.); წნორი (ქართ.); ხაბაროვსკი*. 28–30 აგვისტო: ალმა-ათა*: არტემი; გორი (ქართ.); იუჟნო-სახალინსკი: ტაშკენტი; ქუთაისი (ქართ.); უსტ-კამენოგორსკი. 11–13 სექტემბერი: ნორილსკი. 18–20 სექტემბერი: მურმანსკი.
* ამ კონგრესებზე პროგრამა გადათარგმნილი იქნება ჟესტების ენაზე.
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ დრამა ჟესტების ენაზე წარმოდგენილი იქნება დონის როსტოვში, ეკატერინბურგსა და სანკტ-პეტერბურგში.
აგრეთვე სანკტ-პეტერბურგის კონგრესზე ზოგიერთი მოხსენება მთლიანად გადმოიცემა ჟესტების ენაზე. რადგან ჟესტების ენაზე თარგმნა მხოლოდ ზემოთ მითითებულ ქალაქებშია დაგეგმილი, კარგი იქნებოდა, თუ ყრუ-მუნჯი მაუწყებლები და დაინტერესებულები ახლავე დაგეგმავდნენ ამ კონგრესებზე დასწრებას. კრების უხუცესებმა უნდა გაიგონ, აქვთ თუ არა ყრუ-მუნჯებს საოლქო კონგრესზე გამგზავრებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საჭიროებები, უნდა აღძრან ისინი, დაესწრონ ერთ-ერთ კონგრესს, ასევე შეახსენონ მათ, რომ მგზავრობა წინასწარ დაგეგმონ. ჩვენი რელიგიური ორგანიზაცია კონგრესის პროგრამის თარგმნას ჟესტების ენაზე მხოლოდ რამდენიმე ქალაქში გეგმავს, რათა ყრუ-მუნჯებისთვის თარგმანი რაც შეიძლება ხარისხიანი იყოს და მათ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ურთიერთობისთვის. ბევრ ქვეყანაში იეჰოვას ხალხის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ძალიან სასარგებლოა ყრუ-მუნჯებისთვის, როდესაც იმ კონგრესების რიცხვი, რომლებზეც პროგრამა ითარგმნება ჟესტების ენაზე, შეზღუდულია, რადგან თარგმნის ხარისხი უკეთესია. ამგვარად ორგანიზებული საოლქო კონგრესები წარმატებული რომ იყოს, საჭიროა უხუცესების, კონგრესის კომიტეტების, ასევე ყრუ-მუნჯი მაუწყებლებისა და დაინტერესებულების თანამშრომლობა. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ იეჰოვა აკურთხებს საოლქო კონგრესის მომზადებასა და ჩატარებას.