თუ ნაყოფიერია, გამოიყენე!
1 „ჩვენი სამეფო მსახურება“ გამუდმებით გვთავაზობს სხვადასხვა შეთავაზებებს მსახურებაში გამოსაყენებლად. ისინი კი თავის მხრივ ახალ აზრებს გვაწვდის, თუ როგორ აღვძრათ სამეფოს შესახებ ცნობისადმი ინტერესი. ამიტომ შეიძლება ყოველთვიურად ცდილობ ახალი შეთავაზებების სწავლას. მაგრამ ზოგიერთი მაუწყებელი შეიძლება ვერც ასწრებს ერთ-ერთი მათგანის რამდენჯერმე გამოყენებას, რომ „ჩვენი სამეფო მსახურების“ შემდეგ გამოცემაში ახალი შეთავაზებებია მოცემული. როგორც ჩანს, ყველას არ შეუძლია ახალი შეთავაზებების სწავლა, სანამ წინა შეთავაზებებს არ დაეუფლება.
2 რა თქმა უნდა, ათასობით პიონერი და მაუწყებელი დიდ დროს უთმობს სამქადაგებლო მსახურებას. გარდა ამისა, მრავალი კრება ყოველ რამდენიმე კვირაში ამუშავებს თავის ტერიტორიას. ასეთ შემთხვევებში მაუწყებლები მადლიერნი არიან, სამეფოს შესახებ ცნობის საუწყებლად ახლებური მიდგომისა და აზრებისთვის. ეს მათ ეხმარება დაოსტატებაში. აგრეთვე მსახურებას უფრო საინტერესოსა და ნაყოფიერს ხდის და სიძნელეების გადალახვაში ეხმარება.
3 ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შენს მიერ მომზადებული შეთავაზება ინტერესს იწვევს, აუცილებლად გააგრძელე მისი გამოყენება! აუცილებელი არაა შეწყვიტო ეფექტური შეთავაზების გამოყენება, თუ ნაყოფი გამოაქვს. უბრალოდ, შეუსაბამე მიმდინარე თვის განმავლობაში გასავრცელებელ ლიტერატურას. „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული რჩევების განხილვისას, მოძებნე საინტერესო მომენტები, რომლებსაც გამოიყენებდი შენს შეთავაზებაში.
4 მაშ, როდესაც ახალ „ჩვენს სამეფო მსახურებას“ ღებულობ, გახსოვდეს, რომ მასში მოცემული შეთავაზებები, მხოლოდ რჩევებია. თუ გამოიყენებ, მშვენიერია. მაგრამ, თუ უკვე იყენებ შეთავაზებას, რომელიც შენს უბანზე ნაყოფიერია, გამოიყენე! მთავარი ის არის, რომ საუკეთესოდ ‘აღასრულო შენი მსახურება’ ღირსეულების ძებნაში და დაეხმარო მათ მოწაფეებად გახდომაში (2 ტიმ. 4:5).