სამსახურებრივი შეხვედრები თებერვალში
2 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №166
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. თეოკრატიული ცნობები.
15 წთ.: „იეჰოვას მოწმეები — ჭეშმარიტი მქადაგებლები“. კითხვა-პასუხები. განიხილე 1992 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) მე-19 გვერდზე მოცემული ჩარჩო.
20 წთ.: „ყოველი მწყურვალი მოიწვიე“. განიხილე თემა და აღნიშნე, როგორ შეგვიძლია სხვადასხვა ადამიანების დაინტერესება და მსმენელთა აღძვრა. მაუწყებელმა ინსცენირება გაუკეთოს მე-6 აბზაცს.
სიმღერა №208 და დამამთავრებელი ლოცვა.
9 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №96
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „დავუმოწმოთ ყველა ენისა და რელიგიის წარმომადგენელ ადამიანებს“ (აბზაცები 1–10). კითხვა-პასუხები. ჩამოთვალე ენები, რომლებზეც თქვენს ტერიტორიაზე მრავალი ლაპარაკობს და აჩვენე რა ლიტერატურა არსებობს ამ ენებზე და თქვენ რა გაქვთ კრების მარაგში. მაუწყებელმა მე-10 აბზაცზე დაფუძნებით ინსცენირება გაუკეთოს ბროშურის „კეთილი ცნობა ყველა ერისთვის“ შეთავაზებას.
სიმღერა №220 და დამამთავრებელი ლოცვა.
16 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №75
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
12 წთ.: რატომ უნდა დაესწრო კრების შეხვედრებს. უხუცესი ძირითად საკითხებს განიხილავს 1993 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკიდან“ (რუს.), გვერდები 8–11 და ყურადღებას გაამახვილებს ყველა შეხვედრაზე სისტემატურად დასწრების მნიშვნელობაზე.
18 წთ.: „დავუმოწმოთ ყველა ენისა და რელიგიის წარმომადგენელ ადამიანებს“ (აბზაცები 11–28). კითხვა-პასუხები. ჩამოთვალე რომელი არაქრისტიანული რელიგიები არსებობს თქვენს ტერიტორიაზე. გამოცდილმა მაუწყებელმა ინსცენირება გაუკეთოს ბუდისტთან, ინდუსთან, ებრაელთან ან მუსულმანთან დამოწმებას — მასთან, რომელიც უფრო მეტია ადგილობრივად.
10 წთ.: „უფალია ჩემი შემწე“. უხუცესის გულთბილი, გამამხნევებელი მოხსენება.
სიმღერა №15 და დამამთავრებელი ლოცვა.
23 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №4
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე მარტში შესათავაზებელი ლიტერატურა. 1995 წლის დეკემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ (რუს.), მე-8 გვერდზე მოცემული მასალის გამოყენებით აღნიშნე ერთი ან ორი აზრი წიგნის „შემეცნება“ შესათავაზებლად. ხაზი გაუსვი ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყების მიზანს.
15 წთ.: „თუ ნაყოფიერია, გამოიყენე!“ კითხვა-პასუხები. სთხოვე ერთ ან ორ გამოცდილ მაუწყებელს აუდიტორიიდან მოკლე კომენტარი გაუკეთონ იმ შეთავაზებებს, რომლებსაც კვლავ იყენებენ იმის გამო, რომ ისინი მარტივი და ნაყოფიერია. შემდეგ რომელიმე მაუწყებელი მოყვეს „ჩვენი სამეფო მსახურების“ უახლოეს ნომრებში მოცემულ შეთავაზებებს, რომლებიც ეფექტური იყო.
20 წთ.: გამოიყენე საკუთარი შეთავაზებები. მოკლე მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია „თეოკრატიული სკოლის სახელმძღვანელოზე“ (რუს.), გვერდები 98, 99, აბზაცები 8, 9. ყურადღება გაამახვილე, რომ საჭიროა საკუთარი შეთავაზებების გადახედვა და გაუმჯობესების საშუალებების მოძებნა. ორმა დამ ინსცენირება გააკეთოს, თუ კარდაკარ მსახურების შემდეგ როგორ მსჯელობენ თავიანთ შეთავაზებებზე და თუ როგორ შეუძლიათ გაუმჯობესება. აგრეთვე მოკლედ გაივარჯიშონ შეთავაზება, რომელსაც შემდეგში გამოიყენებენ და ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს მისცემენ. დასასრულისას წამყვანი ყველას წაახალისებს, რომ გააანალიზონ და მოამზადონ თავიანთი შეთავაზებები.
სიმღერა №103 და დამამთავრებელი ლოცვა.