„მით უფრო“ დაესწარი შეხვედრებს
1 იეჰოვას ხალხისთვის ერთად შეკრება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ისრაელების ტაძარი და სინაგოგები ჭეშმარიტი თაყვანისცემის, ღვთიური დასწავლებისა და სასიხარულო ურთიერთობის ადგილები იყო. ასევე პირველი ქრისტიანები არ წყვეტდნენ ერთად შეკრებას. რადგანაც ამ კრიტიკულ ბოლო დღეებში ზეგავლენა და განსაცდელი იზრდება, ჩვენც ვსაჭიროებთ სულიერ გაძლიერებას, რითაც ჩვენი ქრისტიანული შეხვედრები უზრუნველგვყოფს და ეს „მით უფრო“ გვჭირდება (ებრ. 10:25). ყურადღება გავამახვილოთ სამ მიზეზზე, თუ რატომ ვესწრებით შეხვედრებს.
2 ურთიერთობისთვის. საღვთო წერილი გვირჩევს: „შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11). ღვთისმოსაწონი ურთიერთობა ჩვენს გონებას აღმშენებლური აზრებით ავსებს და აღგვძრავს სიკეთის კეთებისკენ. მაგრამ, თუ კრებასთან არ გვექნება ურთიერთობა ადვილად შემოგვეპარება უგუნური, ეგოისტური და უზნეო აზრები (იგავ. 18:1).
3 სწავლებისთვის. ქრისტიანული შეხვედრები უზრუნველგვყოფს ბიბლიის სწავლების უწყვეტი პროგრამით, რათა მუდამ ენთოს ჩვენს გულებში ღვთისადმი სიყვარულის ცეცხლი. შეხვედრებზე ვღებულობთ პრაქტიკულ რჩევებს ‘ღვთის ყოველი ნების’ შესასრულებლად (საქ. 20:27). შეხვედრებზე ვსწავლობთ კეთილი ცნობის ქადაგებისა და სწავლების ხელოვნებას, ოსტატობას, რომელიც ახლა მით უფრო საჭიროა ენით აუწერელი სიხარულის განსაცდელად, რომელსაც მათი პოვნა და დახმარება იწვევს, ვინც ბიბლიურ ჭეშმარიტებას მიიღებს.
4 დასაცავად. ამ ბოროტ წუთისოფელში კრება ნამდვილი სულიერი თავშესაფარია — მშვიდობისა და სიყვარულის ოაზისი. როდესაც ქრისტიანულ შეხვედრებს ვესწრებით ღვთის სულიწმიდა ძლიერ მოქმედებს ჩვენზე და გვაძლევს ისეთ ნაყოფებს, როგორიცაა: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23). შეხვედრები გვეხმარება შევინარჩუნოთ მტკიცე რწმენა. ისინი გვამზადებს განსაცდელის გადასატანად.
5 შეხვედრებზე რეგულარული დასწრებით ჩვენც ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის ნათქვამს, რომელიც ჩაწერილია ფსალმუნის 132:1, 3-ში: „აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!“. დღეს, სადაც კი ღვთის ხალხი მსახურობს და იკრიბება, „იქ დაადგინა უფალმა კურთხევა — სიცოცხლე უკუნისამდე“.