სამსახურებრივი შეხვედრები აპრილში
6 აპრილიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №27
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. შეახსენე ყველას სად და რომელ საათზე იქნება აღნიშნული გახსენების საღამო შაბათს, 11 აპრილს. თეოკრატიული ცნობები.
15 წთ.: „ჩვენი მსახურება — ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლენა“. კითხვა-პასუხები. მოკლედ განიხილე 1997 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკის“, გვერდი 19, აბზაცები 19–21.
20 წთ.: „ჟურნალები იუწყებიან სამეფოს“. უხუცესი განიხილავს სამ ან ოთხ მაუწყებელთან, რომლებიც წარმატებით ავრცელებენ ჟურნალებს. განიხილე უახლესი ჟურნალებიდან საინტერესო პუნქტები და აღნიშნე, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქადაგებისას. განიხილე, როგორ შეიძლება უფრო მეტი ჟურნალი გავრცელდეს ადგილობრივ ტერიტორიაზე. მიმდინარე ნომრებიდან, აჩვენე საინტერესო სტატიები, მაგალითად, რაც ეხება სოციალურ, ოჯახურ და საზოგადოებრივ პრობლემებს. გააკეთე ორი ან სამი მოკლე დემონსტრაცია. ყოველთვის მოიხსენიე სამეფოს საქმისთვის მხარდასაჭერი შესაწირავები.
სიმღერა №205 და დამამთავრებელი ლოცვა.
13 აპრილიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №90
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: «„მით უფრო“ დაესწარი კრებებს». კითხვა-პასუხები. თუ დრო საშუალებას გაძლევს განიხილე რჩევები წიგნიდან „ჩვენი მსახურება“, გვერდები 64, 65 (რუს.). გულთბილად შეაქე ყველა, ვინც რეგულარულად ესწრება შეხვედრებს.
სიმღერა №119 და დამამთავრებელი ლოცვა.
20 აპრილიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №5
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. აღნიშნე, რომ დაგვიანებული არ არის მაისში დამხმარე პიონერად მსახურებაზე განცხადების დაწერა.
10 წთ.: შეკითხვების ყუთი. განიხილავს უხუცესი; თავაზიანად აღნიშნავს იმ მხარეებს, რომელიც ადგილობრივმა კრებამ უნდა გააუმჯობესოს.
25 წთ.: „საჭიროა ბიბლიის მეტი შესწავლები“. განიხილავს სამსახურებრივი ზედამხედველი აუდიტორიასთან. მიმოიხილე ბიბლიის შესწავლის ადგილობრივი საქმიანობა. მადლიერებით მოიხსენიე კრების წარმატებები. აღნიშნე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ბიბლიის შესწავლებისა და ოჯახური შესწავლების დასაწყებად და გასაგრძელებლად. მე-5 აბზაცის მიხედვით აიღე ინტერვიუ მშობლისგან, რომელიც რეგულარულად ატარებს ოჯახურ შესწავლას. წაიკითხე მე-8 აბზაცი და ხაზგასმით აღნიშნე ჩამოთვლილი რვა პუნქტი. განიხილე მე-13 აბზაცი მაუწყებელთან ერთად, რომელიც წარმატებით ატარებს ბიბლიის შესწავლებს და რომელიც მოყვება, თუ როგორაა შესაძლებელი მასალა გაიარო დაუბრკოლებლად. დაურთე შემთხვევა, რომელიც მიუთითებს, როგორი კარგი შედეგები იქნა მიღწეული ადგილობრივად.
სიმღერა №109 და დამამთავრებელი ლოცვა.
27 აპრილიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №100
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. გამოაცხადე ყველას სახელი, ვინც დამხმარე პიონერად იმსახურებს მაისში. მოიხსენიე დამატებითი ადგილობრივი სამქადაგებლო შეხვედრები. აგრეთვე ზოგიერთი სასარგებლო რჩევა შეთავაზების მოსამზადებლად, რაც შეეხება მიმდინარე ჟურნალებს. იხილე 1996 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 8.
15 წთ.: „როგორ გემსახურებიან ქრისტიანი მწყემსები“. უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 1996 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 24–27 (რუს.).
18 წთ.: დადებითი განწყობილება შეინარჩუნე, როდესაც ქადაგებ უბანზე, რომელიც ხშირად მუშავდება. უხუცესმა უნდა განიხილოს ეს საკითხი სამ მაუწყებელთან, რომლებსაც ხალისი ეკარგებათ მცირე ინტერესის გამო, რომელსაც ხვდებიან ასეთ უბნებზე. უხუცესი მათთან ერთად განიხილავს 1997 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკს“, გვერდი 16, სადაც აღწერილია ბროშურის „რას მოითხოვს“ გამოყენების ხერხები და 1996 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკს“, გვერდები 17–19, აბზაცები 7–12 „ვალდებულნი ვართ, ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენი სამსახურისთვის“.
სიმღერა №191 და დამამთავრებელი ლოცვა.