საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/98 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
km 4/98 გვ. 7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ივნისში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ივლისსა და აგვისტოში: შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურები: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „უნდა გწამდეს სამება?“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“, „წიგნი ყველასთვის“.

◼ კრების წიგნის შესწავლაზე 1998 წლის 4 მაისიდან გავაგრძელებთ წიგნის „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის“ განხილვას.

◼ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე ქადაგებისას მაუწყებლებს შეუძლიათ შესთავაზონ წიგნი „შემეცნება“ და ბროშურა „რას მოითხოვს“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, სხვა შესთავაზონ. ყველამ უნდა ატაროს ტრაქტატები მათთვის, ვინც სახლში არა ხვდებათ, ან ვინც არ იღებს ლიტერატურას. ტრაქტატი №35 „ცნობა სამეფოს შესახებ“, რომელიც მაუწყებლებს ან კრებას ისევ აქვთ, მობინადრეებს უნდა დაუტოვონ. ინტერესის აღძვრას მთელი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს, განსაკუთრებით იმ უბნებში, რომლებიც გაუნაწილებელია და რომლებსაც სრული დროით პიონერები ან ახლო მდებარე კრებები ამუშავებენ.

◼ მაისში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც ბევრისთვის მოსახერხებელი იქნება დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.

◼ აპრილიდან დაწყებული, 1998 წლის კონგრესების სამკერდე ნიშნები ავტომატურად ჩაერთვება გამოგზავნილ ლიტერატურაში მაუწყებელთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც დაემატება 40%. კრებისთვის საჭირო დამატებითი სამკერდე ნიშნები გამოწერილ უნდა იქნეს „ლიტერატურის გამოწერის ბლანკით“ (S-14). ყურადღებიდან არ გამოგრჩეთ კრებაში ყველა მსურველისთვის სამკერდე ნიშნების პლასტმასის ბუდეების შეკვეთა.

◼ 1997 წლის „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკის“ კომპაქტ-დისკი მომზადდა ცხრა ენაზე. აგრეთვე პუბლიკაციების საძიებელი პირველად გამოიცემა შემდეგ ენებზე: დანიური, იაპონური (საჭიროა პროგრამა Windows-ის იაპონური ვერსია), პორტუგალიური, ფრანგული და ჰოლანდიური; მასში შედის პუბლიკაციების 1980—1997 წლების გამოცემები. აგრეთვე 1970 წლიდან დაწყებული გამოცემები გერმანული, ესპანური, ინგლისური („საგუშაგო კოშკი“ 1950 წლიდან), იტალიური. კრებებს შეუძლიათ გამოიწერონ 1997 წლის „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ ამ ენებზე. ისინი რამდენიმე ქვეყანაში გამოიცემა, ასე რომ, მოთხოვნები ამ უცხოენოვან გამოცემებზე მაშინ დაკმაყოფილდება, როდესაც ისინი ხელმისაწვდომი იქნება.

◼ ახალი პუბლიკაციები:

„ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვებს — პრაქტიკული პასუხები“ — მაკედონური.

„ბედი მართავს ჩვენს ცხოვრებას — თუ ჩვენ გვთვლის ღმერთი პასუხისმგებლად?“ (T-71) — ყაზახური.

„გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ (T-19) — მარიული.

„ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ (T-73) — ყაზახური.

„მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ — ფრანგული (ბრაილის შრიფტი).

„მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება — იქნება თუ არა ოდესმე?“ (T-17) — ყაზახური.

„რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“ (T-16) — ყაზახური.

„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ — ფრანგული (ბრაილის შრიფტი), ყაზახური.

„როგორ ვიპოვოთ სამოთხისკენ მიმავალი გზა?“ — აზერბაიჯანული, ყაზახური.

„ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ — ებრაული (ივრითი).

„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიბელი“ 1986—1995 წლები — იტალიური.

„სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ — უკრაინული (მცირე ფორმატი).

„უდიდესი სახელი“ (T-72) — ყაზახური.

„ჯოჯოხეთის ცეცხლი — არის თუ არა ის ღვთიური მართლმსაჯულების ნაწილი?“ (T-74) — ყაზახური.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება