თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 1998 წლის 5 იანვრიდან დაწყებული კვირიდან 1998 წლის 20 აპრილიდან დაწყებული კვირის ჩათვლით. გამეორების დროს ცალკე ფურცელზე წერილობით უპასუხე იმდენ კითხვაზე, რამდენსაც მოცემულ დროში შეძლებ, წიგნების გამოყენების გარეშე.
[შენიშვნა: გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. მითითებები, რომლებიც დართულია კითხვებთან, გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევებისთვის.]
უპასუხე ყოველ შემდგომ მტკიცებას სიტყვით „სწორია“ ან „არასწორია“:
1. საქმეების 15:29-ში მოცემული გამოთქმა: „იყავით ჯანმრთელად“ ნიშნავდა დაპირებას იმ გაგებით, რომ, ‘თუ თავს შეიკავებდნენ ნაკერპავთაგან და სისხლისაგან, უკეთესი ჯანმრთელობა ექნებოდათ’ [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.06.91, გვ. 9, აბზ. 7, სქოლიო (რუს.)].
2. თეოკრატიული სკოლის მოწაფეებს ორზე მეტჯერ არ სთხოვენ ბლანკზე „რჩევები მოხსენებისთვის“ მოცემულ ერთი და იმავე პუნქტზე მუშაობას [ht გვ. 5, აბზ. 5].
3. თეოკრატიული სამსახურის სკოლაში რჩევის მიცემისას ყურადღება უნდა მახვილდებოდეს არა იმდენად მოხსენების სუსტ მხარეებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის გამოსწორება [ht გვ. 7, აბზ. 12].
4. სიტყვა „სიმონია“, რომელიც საწყისს საქმეების 8:9–24-დან იღებს, ნიშნავს გრძნეულებას [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.06.90, გვ. 17, აბზ. 8 (რუს.)].
5. რომაელთა 8:6, 7-ში ‘ხორციელში’ იგულისხმება ჩვენი, როგორც მემკვიდრეობით მიღებული ცოდვილი მიდრეკილებების მქონე არასრულყოფილი ადამიანების, დაცემული მდგომარეობა [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; w 01.03.91, გვ. 21, აბზ. 4 (რუს.)].
6. ეფესელების 5:33-ის თანახმად, ცოლის პატივისცემა ქმრის მიმართ არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ რამე აწუხებს [kl გვ. 144, აბზ. 12, 13].
7. ღმერთი უპირატესობას არ ანიჭებს რომელიმე რასის ადამიანს [my 109].
8. რეკომენდებულია წერილებიდან მოყვანილი მუხლის წაკითხვამდე დასახელება, რათა მსმენელს დრო ჰქონდეს, აუჩქარებლად მოძებნოს ის [ht გვ. 27, აბზ. 6].
9. რამდენადაც პავლე, როგორც კონტექსტი ცხადყოფს, კრების უფროს მამაკაცებს მიმართავდა, საქმეების 20:20-ში მოცემული გამოთქმა „სახლებში“, თანამორწმუნეთა მხოლოდ სამწყემსო მონახულებებს ეხება [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.01.91, აბზ. 5 (რუს.)].
10. თუ ჩვენს გულებს სულიერების დაფასებას ვაჩვევთ და ვლოცულობთ, რომ ღვთის სული დაგვეხმაროს ამაში, ავირიდებთ ‘ხორციელ ფიქრებს’ (რომ. 8:6, 7) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.03.91, გვ. 21, აბზ. 5 (რუს.)].
უპასუხე მომდევნო შეკითხვებს:
11. საქმეების წიგნიდან რომელი ცნობა აჩვენებს, რომ ზუსტი შემეცნების მისაღებად, რომელიც სიცოცხლის გზაზე დამყენებელია, საკმარისი არ არის მხოლოდ გქონდეს ბიბლია და იკითხო ის? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.91, გვ. 19, აბზ. 16 (რუს.)].
12. რას ნიშნავს პავლეს სიტყვები: „არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან“? (რომ. 13:1) [kl გვ. 131, აბზ. 7].
13. რატომ იყენებს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ საქმეების 11:26-ში ფრაზას: „ღვთის ხელმძღვანელობით ქრისტიანები ეწოდათ“, მაშინ როდესაც სხვა თარგმანებში არ არის გადმოტანილი აზრი ‘ღვთის ხელმძღვანელობის’ შესახებ? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.06.90, გვ. 19, აბზ. 19 (რუს.)].
14. მოიყვანე ბიბლიური მუხლების წარდგენის ორი ხერხი [ht გვ. 26–29, აბზ. 10–17].
15. რატომ აკოცა გეთსემანიის ბაღში იუდამ იესოს? [my 100].
16. რით განისაზღვრება, არის თუ არა შენი მოხსენების თემა სათანადო? [ht გვ. 38, აბზ. 6].
17. რომაელთა 12:2-ის თანახმად, რამდენად იცვლება ღვთის სიტყვის გავლენით ქრისტიანი? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე „სასწავლო სტატიები“ br3 გვ. 17, აბზ. 3 (რუს.)].
18. როგორ უნდა მივიღოთ რჩევა, რომელსაც თეოკრატიული სამსახურის სკოლაში გვაძლევენ? [ht გვ. 4, აბზ. 1, 2].
19. რატომ აქვს ქრისტიანთა კრებას მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვის უფლება? (1 კორ. 5:11, 13) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე g 08.09.96, გვ. 27, აბზ. 2, 3].
20. როგორ უპასუხეს მოციქულებმა, როდესაც რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს შესახებ სწავლება აუკრძალეს? [my 106].
ჩაამატე სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზა, რომელიც საჭიროა, რომ დასრულდეს შემდეგი მტკიცებები:
21. ლისტრელ ყმაწვილს, რომელიც მოციქულ პავლეს მისიონერულ საქმიანობაში შემოუერთდა, ერქვა _____________________________ [my 110).
22. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ ხალხს უთხრა: „უნდა გამოსწორდეთ და _____________________________ “ [my 105].
23. მოხსენების შესავალმა თემისადმი _____________________________ უნდა აღძრას [ht გვ. 17, აბზ. 1].
24. ნებისმიერი მოხსენების გეგმაში მასალა ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ მთავარ პუნქტებს შორის შესაძლებელი იყოს _____________________________ გაკეთება [ht გვ. 24, აბზ. 23].
ამოარჩიე სწორი პასუხი ყოველი მომდევნო მტკიცებისთვის:
25. გეგმის მიხედვით წარმოსათქმელი მოხსენების მომზადებისას, როგორც წესი, კარგი არ არის (გამოთქმების ზუსტად ისე გამეორება, როგორც დაწერილია; გაიმეორო ის, რაც ვინმემ ადრე თქვა; გქონდეს მოხსენების გეგმა) [ht გვ. 48, აბზ. 12].
26. (პავლემ; პეტრემ; ლუკამ) გულთბილად შეაქო (ქალაქ ბერეას; მაკედონიის; იერუსალიმის) მცხოვრებლები და უთხრა, რომ ისინი „უფრო კეთილშობილები იყვნენ“ (საქ. 17:11) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.05.95, გვ. 14, აბზ. 3 (რუს.)].
27. (ანანია; ანდრია; ანნა) იყო ის პიროვნება, ვინც იესომ დამასკოში სავლესთან მიაგზავნა [my 108].
28. ღმერთმა იესო აღადგინა (იმავე სხეულში; ახალ ხორციელ სხეულში; ახალ სულიერ სხეულში) [my 102].
29. სიკვდილის შემდეგ იესო არაერთხელ ეჩვენა თავის მოწაფეებს (10; 40; 50) დღის განმავლობაში [my 104].
მოცემული ბიბლიური მუხლები შეურჩიე ქვემოთ მოყვანილ განაცხადებს:
ფს. 72:28; იგ. 24:3; ეს. 65:13; საქ. 10:34, 35; 2 კორ. 12:7–9.
30. როგორც იეჰოვას მსახურებმა, ყველა ეთნიკური ჯგუფის ადამიანს ისე უნდა შევხედოთ, როგორც ამას თვით ღმერთი აკეთებს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.10.88, გვ. 16, აბზ. 6 (რუს.)].
31. ბიბლია გვთავაზობს პრინციპებს, რომლებიც იმ ინსტრუმენტების მსგავსია, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ბედნიერი ოჯახის შექმნა [kl გვ. 140, აბზ. 3].
32. ის, ვინც იეჰოვას უახლოვდება, ნამდვილ ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს პოულობს [kl გვ. 150, აბზ. 3].
33. იეჰოვა ყოველთვის აძლევდა სულიერ საზრდოს არა ცალკეულ პიროვნებებს, არამედ მთელ თავის ხალხს [kl გვ. 162, აბზ. 6].
34. იეჰოვამ შეიძლება დაუშვას, რომ რთული სიტუაცია გარკვეული ხნით გაგრძელდეს, მაგრამ ის სინამდვილეში პასუხობს ლოცვებზე და იცის, თუ როდის არის ამის გაკეთება საუკეთესო [kl გვ. 156, აბზ. 15].