ჩვენ უფრო დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია
1 იესო ქრისტეს მსახურება გამოირჩეოდა სასწაულებრივი საქმეებით. მან სასწაულით დააპურა ათასები, განკურნა მრავალი და მკვდრეთითაც კი აღადგინა რამდენიმე (მათ. 8:1–17; 14:14–21; იოან. 11:38–44). მისი მსახურება მთელი ერის ყურადღებას იპყრობდა. მაგრამ სიკვდილის წინა ღამეს შემდეგი სიტყვები უთხრა თავის ერთგულ მოწაფეებს: „ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს“ (იოან. 14:12). როგორ შეგვიძლია უფრო ‘დიდი’ საქმეების გაკეთება?
2 უფრო ვრცელ ტერიტორიაზე ქადაგებით. იესოს მსახურება პალესტინით შემოიფარგლებოდა, მაშინ როცა მის პირველ მოწაფეებს ეთქვათ, რომ დაემოწმებინათ „ქვეყნის კიდემდე“, უფრო შორს, ვიდრე იესო ქადაგებდა (საქ. 1:8). მის მიერ დაწყებული სამქადაგებლო საქმე ახლა მსოფლიო მასშტაბით, 232 ქვეყანაში, მიმდინარეობს (მათ. 24:14). მონაწილეობ სრულად შენი კრების ტერიტორიის დამუშავებაში?
3 უფრო მეტი ადამიანებისთვის ქადაგებით. იესომ შედარებით ცოტა მოწაფე დატოვა სამქადაგებლო მსახურების გასაგრძელებლად. თუმცა მათი გულმოდგინე ქადაგების შედეგად ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით სამმა ათასმა მიიღო ჭეშმარიტება და მოინათლა (საქ. 2:1–11, 37–41). ‘საუკუნო სიცოცხლისათვის განწესებულების’ შეგროვება დღემდე გრძელდება და ყოველდღიურად დაახლოებით 1 000 კაცი ინათლება (საქ. 13:48). მთელი ძალებით ცდილობ, სადაც უნდა იყვნენ გულწრფელი ადამიანები, მათთან საუბარს და ინტერესის გაღვივებას რაც შეიძლება მალე?
4 უფრო მეტ ხანს ქადაგებით. იესოს მიწიერი მსახურება სამ წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა. უმეტესი ჩვენგანი უკვე ამაზე მეტ ხანს ქადაგებს. მიუხედავად იმისა, კიდევ რამდენი დრო დაგვრჩა ამ საქმისთვის, მადლიერნი ვართ თითოეული ახალი მოწაფე დავაყენოთ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე (მათ. 7:14). ყოველთვიურად უხვობთ უფლის საქმეში? (1 კორ. 15:58).
5 შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესოს მხარდაჭერით კიდევ უფრო დიდ საქმეებს გავაკეთებთ, როგორც მისი ჭეშმარიტი მოწაფეები (მათ. 28:19, 20).