გაიცანი შენი ძმები
1 ბიბლია ნამდვილ მეგობარს ძმაზე მოყვარულად აღწერს, რომელიც მუდამ ერთგულია და გაჭირვებაში მხარში უდგას (იგავ. 17:17; 18:24). ჩვენც ბევრი ასეთი მეგობარი გვეყოლება, თუ შევეცდებით, გავიცნოთ კრების სხვა წევრები და სიყვარული განვავითაროთ ერთმანეთში (იოან. 13:35).
2 ძმების გასაცნობად მშვენიერი შესაძლებლობა გვეძლევა შეხვედრების დაწყებამდე და მათი დამთავრების შემდეგ. რატომ არ მოხვიდოდი ცოტა ადრე და არ დარჩებოდი შეხვედრის შემდეგ, რათა გესიამოვნა თბილი და ცოცხალი ურთიერთობით? შეარჩიე სხვადასხვა ძმები, მათ შორის გამოცდილი ხანდაზმულები და ახალგაზრდები ან გაუბედავები და ესაუბრე მათ.
3 წამოიწყე საუბარი. ნუ შემოიფარგლები მხოლოდ მისალმებით. საუბარი წამოიწყე სამქადაგებლო მსახურებაში მომხდარი შემთხვევის მოყოლით, ან უახლესი ჟურნალიდან საინტერესო საკითხით, ან კიდევ ახლახანს დასრულებულ შეხვედრაზე საკუთარი აზრის გამოთქმით. ბევრ რამეს გაიგებ შენს ძმებზე, თუ გულისყურით მოუსმენ და სთხოვ გესაუბრონ საკუთარ გამოცდილებებსა და იმაზე, თუ რას სწავლობენ. მხოლოდ იმის შეკითხვით, თუ როგორ გაიცნო იეჰოვა, ბევრ რამეს გაიგებ. ზოგი თავის ცხოვრებაში რწმენის გამაძლიერებელ გამოცდებს შეხვდა, ზოგიც ახლაა ისეთ სიტუაციაში, რომელიც აზრადაც არ მოგვივიდოდა. ამის გაგება, როგორც ჭეშმარიტ მეგობრებს, დაგვეხმარება, ვიყოთ თანამგრძნობელნი და გულისხმიერებით მოვეკიდოთ სხვების საჭიროებებს.
4 მეგობრობა გაუწიეთ ერთმანეთს. ერთ დას შვილის დაღუპვის შემდეგ ძალიან უჭირდა იმ სამეფო სიმღერების მღერა, რომლებშიც მკვდრეთით აღდგომა იყო ნახსენები. ის იხსენებს: „ერთხელ დამ, რომელიც იჯდა რიგებს შორის გასასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს, შეამჩნია, რომ ვტიროდი. ის მომიახლოვდა, ხელი მომხვია და ჩემთან ერთად გააგრძელა სიმღერის დარჩენილი ნაწილი. მე ისე დიდ სიყვარულს ვგრძნობდი დებისა და ძმების მიმართ და ისე ბედნიერი ვიყავი რომ დავდიოდი შეხვედრებზე, მივხვდი, აქ იყო ჩვენი დახმარება, აქ, სამეფო დარბაზში“. საჭიროების შემთხვევაში, ძმებს მეგობრობა უნდა გავუწიოთ ნუგეშისცემით და ყოველთვის გავამხნევოთ (ებრ. 10:24, 25).
5 რაც უფრო სასტიკდება ეს ძველი სისტემა, მოდით გადაწყვეტილებით აღვივსოთ, რომ უკეთ გავიცნოთ ძმები. ეს ნამდვილი ურთიერთგამხნევება კურთხევა იქნება ყველასთვის (რომ. 1:11, 12).