პიონერები ეხმარებიან სხვებს
1 იესომ თქვა: „სამკალი ბევრია, მუშაკი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“. რადგან პირველ საუკუნეში ცოტა მუშაკი იყო და დასამუშავებელი ტერიტორია კი — დიდი, იესოს შეეძლო ისინი ცალ-ცალკე გაეგზავნა, რათა უფრო მეტისთვის ეუწყებინათ კეთილი ცნობა. ამის მაგივრად, მან ‘ორ-ორი მიავლინა’ (ლუკ. 10:1, 2). რატომ მაინცდამაინც ორ-ორი?
2 მოწაფეები ახლები და გამოუცდელები იყვნენ. თანამშრომლობით გამხნევდებოდნენ და ისწავლიდნენ კიდეც ერთმანეთისგან. როგორც სოლომონმა თქვა: „მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ“ (ეკლ. 4:9, 10). მას შემდეგაც კი, რაც სულიწმიდა გადმოვიდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, პავლე, ბარნაბა და სხვები თან დაჰყვებოდნენ მსახურებაში თანამორწმუნეებს (საქ. 15:35). როგორი უპირატესობა იქნებოდა ზოგისთვის, პირადად განსწავლულიყვნენ ასეთი უნარიანი მამაკაცებისგან!
3 დახელოვნების მშვენიერი პროგრამა. პირველ საუკუნეში არსებული თავისი წინამორბედის მსგავსად, თანამედროვე ქრისტიანული კრება მქადაგებელთა ორგანიზაციაა. ის აგრეთვე გვახელოვნებს, თუ როგორ ვიქადაგოთ. კეთილი ცნობის რაც შეიძლება საუკეთესოდ წარდგენა თითოეული ჩვენგანის გულითადი სურვილი უნდა იყოს. ამიტომ დახელოვნებული მაუწყებლების რიცხვის გაზრდის მიზნით, შემუშავდა დახმარების პროგრამა.
4 ამ პროგრამის შესახებ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ პიონერები სამქადაგებლო მსახურებაში დაეხმარონ სხვებს, გამოცხადებული იყო ახლახანს ჩატარებულ სამეფო მსახურების სკოლაზე. არის ამის მოთხოვნილება? დიახ, არის. გასული სამი წლის განმავლობაში მოინათლა ერთ მილიონზე მეტი მაუწყებელი და უმეტესობას დახელოვნება ესაჭიროება სამქადაგებლო მსახურების გასაუმჯობესებლად. ვინ დაეხმარება მათ?
5 მათ დახმარებას სრული დროით პიონერები შეძლებენ. იეჰოვას ორგანიზაცია უხვად უზრუნველყოფს მათ რჩევებითა და სწავლებით. ორკვირიანი პიონერული მსახურების სკოლაში მათ თავიანთი მოთხოვნილებების მიხედვით ეძლევათ მითითებები. ისინი სარგებლობას სარაიონო და საოლქო ზედამხედველებთან შეხვედრებიდან და უხუცესების რჩევა-დარიგებებიდანაც ღებულობენ. თუმცა ყველა პიონერი პავლესა და ბარნაბასავით გამოცდილი არაა, მაგრამ მათ მიიღეს ძვირფასი რჩევები, რომელთა გაზიარებაც სურთ.
6 ვის აღმოუჩენენ დახმარებას? ვის დახმარებას ითვალისწინებს ეს პროგრამა? მხოლოდ ახალი მაუწყებლებისა და ახალი მონათლულების? არავითარ შემთხვევაში! მრავალი ახალგაზრდა და ხანდაზმული თუმცა უკვე წლებია, რაც ჭეშმარიტების შესახებ იციან, სიხარულით მიიღებენ დახმარებას მსახურების სხვადასხვა სფეროში. მრავალი მშვენივრად ავრცელებს ლიტერატურას, მაგრამ უძნელდება განმეორებითი მონახულებების გაკეთება და ბიბლიის შესწავლების დაწყება. სხვები იოლად იწყებენ ბიბლიის შესწავლას, მაგრამ ხედავენ, რომ შემსწავლელები წინ ვერ მიიწევენ. რა უშლის მათ ხელს? ამ მხარეებში გამოცდილ პიონერებს შეიძლება სთხოვონ დახმარება. ზოგი პიონერი წარმატებით აღვივებს ინტერესს, იწყებს ბიბლიის შესწავლას და ორგანიზაციაში მოჰყავს ახალი დაინტერესებული. მათი გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება ამ ახალ პროგრამაში.
7 თუ ამჩნევ, რომ შენი გეგმა ნებას არ გრთავს იმდენად დაესწრო კრების რეგულარულ შეხვედრებს სამქადაგებლო მსახურებისთვის, როგორც შენ გსურს? როცა სხვა მაუწყებლებს არ შეუძლიათ შენთან თანამშრომლობა, ეს შეიძლება პიონერმა შეძლოს.
8 საჭიროა კარგი თანამშრომლობა. წელიწადში ორჯერ უხუცესები ორგანიზებას გაუწევენ, რომ იმ მაუწყებლებს, რომლებსაც სურთ, დახმარება მიიღონ პროგრამიდან „პიონერები ეხმარებიან სხვებს“. თუ თანახმა ხარ ასეთი დახმარების მისაღებად, შეხვდი შენს დასახმარებლად დანიშნულ პიონერს, შეიმუშავეთ პრაქტიკული გეგმა მსახურებისთვის და მიჰყევით მას. არ ჩაშალო დანიშნული შეხვედრები. თანამშრომლობისას, დაუკვირდი, თუ როგორ ჯობია კეთილი ცნობის შეთავაზება. გააანალიზე ამა თუ იმ მიდგომის ეფექტურობა. გაითვალისწინე რჩევები, რომლებსაც პიონერი მოგცემს, რათა გაიუმჯობესო შეთავაზებები. როცა ნასწავლს გამოიყენებ, შენი წინსვლა მსახურებაში ნათელი გახდება როგორც შენთვის, ასევე სხვებისთვის (იხილე 1 ტიმოთე 4:15). ითანამშრომლე რაც შეიძლება ხშირად, თანაც მსახურების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არაფორმალურ ქადაგებაში. მაგრამ მთელი ყურადღება გადაიტანე კონკრეტულ მხარეზე, რომელშიც დახმარება გესაჭიროება.
9 სასურველი წინსვლით დაინტერესებულია სამსახურებრივი ზედამხედველი. ის პერიოდულად წიგნის შესწავლის ხელმძღვანელთან ერთად შეამოწმებს, თუ რა სარგებლობას ღებულობ პროგრამიდან. სარაიონო ზედამხედველიც მსგავს დახმარებას გაგიწევს, როდესაც კრებას მოინახულებს.
10 იეჰოვას სურს, რომ თავისი ხალხი განსწავლული იყოს და „ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:17). პროგრამა „პიონერები ეხმარებიან სხვებს“ მიიღე როგორც შესანიშნავი საშუალება მათ დასახმარებლად, ვისაც სურს ქადაგების უნარის გაუმჯობესება. თუ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგეცა, მიიღე ის მადლიერებით, თავმდაბლობითა და სიხარულით.