საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/99 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 1/99 გვ. 7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა იანვარში: „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“, „ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემაში გაერთიანებულნი“ და ბროშურა „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“. თებერვალში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ეცადე დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლები. ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი, რომელიც კრებას მარაგში აქვს. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ ინტერესი გამოვლინდა, შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ და შევეცადოთ ბიბლიის შესწავლის დაწყება.

◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართი, რომელიც ეხება 1999 წლის საოლქო კონგრესს, განიხილება სამსახურებრივ შეხვედრაზე 1998 წლის 28 დეკემბრით დაწყებულ კვირაში.

◼ ყველა მონათლულ მაუწყებელს, რომელიც დაესწრება 4 იანვრიდან დაწყებული კვირის სამსახურებრივ შეხვედრას, მიეცემა „წინასწარი სამედიცინო განკარგულების/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბარათი“ და „პირადობის მოწმობები“ მათი ბავშვებისთვის.

◼ თებერვლიდან დაწყებული და არა უგვიანეს 1 მარტისა, სარაიონო ზედამხედველი წარმოთქვამს ახალ საჯარო მოხსენებას „რამდენად რეალურია ღმერთი შენთვის?“

◼ კრებებმა სათანადო ორგანიზება უნდა გაუწიონ გახსენების საღამოს ზეიმს, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 1 აპრილს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მოხსენება შეიძლება დაიწყოს ადრე, გახსენების საღამოს სიმბოლოების ჩამოტარება არ უნდა დაიწყოს მზის ჩასვლამდე. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, თუ როდის ჩადის მზე თქვენს ტერიტორიაზე. თუმცა სასურველია, რომ კრებებმა ცალ-ცალკე ჩაატარონ გახსენების საღამოს ზეიმი, ეს შეიძლება ყოველთვის არ მოხერხდეს. სადაც რამდენიმე კრება ერთ სამეფო დარბაზს იყენებს, მათგან ერთ ან მეტ კრებას ამ საღამოსთვის სხვა შენობის გამოყენება მოუწევს. თუ შესაძლებელია, გირჩევდით, რომ შეხვედრებს შორის 40 წუთიანი შუალედი ყოფილიყო, რათა შეძლოთ მიესალმოთ სტუმრებს, წაახალისოთ ახალი დაინტერესებულები და სრული სარგებლობა მიიღოთ შეხვედრიდან. აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს ტრანსპორტის მოძრაობისა და დაყენების პრობლემას, მათ შორის მგზავრების ჩამოსხმასა და აყვანას. უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რის გაკეთება იქნება საუკეთესო ადგილობრივად.

◼ 1999 წლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოთქმული იქნება კვირას, 18 აპრილს. მოხსენების თემაა: „ღვთისა და მოყვასისადმი მეგობრობა“. მოხსენების გეგმას მიიღებთ. იმ კრებებს, რომლებსაც ამ დროს ექნებათ სარაიონო ზედამხედველის მონახულება, სარაიონო კონგრესი ან სპეციალური ერთდღიანი კონგრესი, შემდეგ კვირას ექნებათ სპეციალური მოხსენება. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა იქნეს წაკითხული 1999 წლის 18 აპრილამდე.

◼ საოლქო კონგრესები 1999 წელს: 2–4 ივლისი: ბიშკეკი; მურმანსკი; სანქტ-პეტერბურგი; ჩიმკენტი. 9–11 ივლისი: ვორონეჟი; მინსკი*; სოჭი; უსტ-კამენოგორსკი; უხტა; ყაზანი*. 16–18 ივლისი: ივანოვო; ირკუტსკი*; კრასნოიარსკი; ტოლიატი; ყარაღანდა. 23–25 ივლისი: აქტიუბინსკი; ნოვოსიბირსკი; პიატიგორსკი; ხაბაროვსკი*. 24–25 ივლისი: იუჟნო-სახალინსკი**. 30 ივლისი–1 აგვისტო: აბაკანი; ბარნაული; დონის როსტოვი*; მარნეული; რუდნი; ტიუმენი; ყარა-ქოლი. 6–8 აგვისტო: ალმა-ათა; ეკატერინბურგი*; ნოვოკუზნეცკი. 7–8 აგვისტო: პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი**; 13–15 აგვისტო: ვლადივოსტოკი; ზუგდიდი; მარნეული* (რუსული). 20–22 აგვისტო: ბრატსკი; კრასნოდარი; მოსკოვი; ტარაზი; ქუთაისი; წნორი. 27–29 აგვისტო: გორი; ვოლჟსკი; მოსკოვი; სემიპალატინსკი; ქუთაისი. 3–5 სექტემბერი: ჯეზყაზღანი. 22–24 ოქტომბერი: სანქტ-პეტერბურგი#.

 * ამ კონგრესებზე პროგრამა გადაითარგმნება ჟესტების ენაზე.

 ** ორდღიანი საოლქო კონგრესი.

 # ეს კონგრესი მხოლოდ ჟესტების ენაზე ჩატარდება.

 მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე პირველად, სანქტ-პეტერბურგში საოლქო კონგრესის პროგრამა მთლიანად გადმოიცემა ჟესტების ენაზე. ზემოთ მითითებულ ქალაქებში პროგრამა გადაითარგმნება. ყველამ, ვისაც სურს დაესწროს სანქტ-პეტერბურგში კონგრესს ჟესტების ენაზე, უნდა აცნობოს დაბინავების განყოფილებას თავისი მოთხოვნილებების შესახებ. რადგან ჟესტების ენაზე თარგმნა მხოლოდ ზემოთ მითითებულ ქალაქებშია დაგეგმილი, კარგი იქნებოდა, თუ ყრუ-მუნჯი მაუწყებლები და დაინტერესებულები ახლავე დაგეგმავდნენ ამ კონგრესებზე დასწრებას. კრების უხუცესებმა უნდა გაიგონ, აქვთ თუ არა ყრუ-მუნჯებს საოლქო კონგრესზე გამგზავრებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საჭიროებები, უნდა აღძრან ისინი, დაესწრონ ერთ-ერთ კონგრესს, აგრეთვე შეახსენონ მათ, რომ მგზავრობა წინასწარ დაგეგმონ. რელიგიური ორგანიზაცია კონგრესის პროგრამის თარგმნას ჟესტების ენაზე მხოლოდ რამდენიმე ქალაქში გეგმავს, სრული პროგრამის ჩატარებას კი მხოლოდ ერთ ქალაქში, რათა ყრუ-მუნჯებისთვის თარგმანი რაც შეიძლება ხარისხიანი იყოს და მათ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ურთიერთობისთვის. ბევრ ქვეყანაში იეჰოვას ხალხის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ძალიან სასარგებლოა ყრუ-მუნჯებისთვის, როდესაც იმ კონგრესების რიცხვი, რომლებზეც პროგრამა ითარგმნება ჟესტების ენაზე, შეზღუდულია, რადგან თარგმნის ხარისხი უკეთესია. იმ მიზნით, რომ კონგრესები წარმატებით ჩატარდეს, საჭიროა უხუცესების, კონგრესის კომიტეტების, აგრეთვე ყრუ-მუნჯი მაუწყებლებისა და დაინტერესებულების თანამშრომლობა. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ იეჰოვა აკურთხებს საოლქო კონგრესის მომზადებასა და ჩატარებას.

◼ 1999 წლის აპრილსა და მაისში კვლავ დაიგეგმა სამქადაგებლო კამპანია. ამიტომ მრავალ მაუწყებელს კვლავ მიეცემა ამ თვეებში დამხმარე პიონერებად მსახურების შესაძლებლობა. გვსურს ვაცნობოთ კრებებს, რომ ამ თვეებისთვის მათ წინასწარ უნდა იზრუნონ დამატებითი ჟურნალებისთვის. „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის აპრილის ნომრების სპეციალური შეკვეთა სოლნეჩნოეში უნდა იყოს არა უგვიანეს 1999 წლის 20 იანვრისა, ხოლო მაისის ნომრებისა — არა უგვიანეს 1999 წლის 15 თებერვლისა.

◼ 1999 წლის 1 იანვრის ნომრით ურდუ ენაზე დაიწყება „საგუშაგო კოშკის“ თვეში ორჯერ გამოცემა.

◼ ახალი პუბლიკაციები:

„ვინ არის იეჰოვა?“ (T-23) — გერმანული, ნიდერლანდური, პოლონური, სლოვაკური, სლოვენური, სომხური (დასავლური), შვედური და ხორვატული

„როგორ ვიპოვოთ სამოთხისკენ მიმავალი გზა“ — ჰინდი

„წიგნი ყველასათვის“ — ისლანდიური

◼ ახალი ვიდეოკასეტები:

„უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“ (პირველი ნაწილი) — ინგლისური (ამერიკული ჟესტების ენა)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება