საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/99 გვ. 3
  • შეგიძლია დახმარება?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეგიძლია დახმარება?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • მხარი დაუჭირეთ ქრისტიან დებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • ისეთივე დამოკიდებულება გაქვთ ქალების მიმართ, როგორიც იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • ‘უფალში მშრომელი’ ქალები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • დაუახლოვდით თქვენს სულიერ ოჯახს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 6/99 გვ. 3

შეგიძლია დახმარება?

1 მოციქული პავლე შეაგონებდა კრების წევრებს, რომ ‘ერთნაირად ეზრუნათ ერთმანეთზე’ (1 კორ. 12:25). ამიტომ, ინტერესი უნდა გამოვავლინოთ ერთიმეორის მიმართ და, როცა საჭიროა, მზად უნდა ვიყოთ, სიყვარულით დავეხმაროთ სხვებს. მაგალითად, ზოგი და ბავშვებს მარტო ზრდის ჭეშმარიტებაში. ასეთ დებს შვილების სულიერად აღზრდის სრული პასუხისმგებლობა აკისრიათ. ნამდვილად, ისინი იმსახურებენ ჩვენს მოსიყვარულე გამხნევებასა და პრაქტიკულ დახმარებას „საჭიროებაში“ (რომ. 12:13ა). შეგიძლია დაეხმარო მათ?

2 დახმარების საშუალებები. კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე იმათი მანქანით წაყვანამ, რომლებიც დამოკიდებული არიან ტრანსპორტზე, შეიძლება საკმაო ფული დააზოგვინოს. თუ დედას დავეხმარებით მცირეწლოვანი შვილების მოვლაში შეხვედრებზე, ამით საშუალებას მივცემთ, რომ უფრო სრული სარგებლობა მიიღოს პროგრამიდან. აგრეთვე, თუ დავეხმარებით მას, როდესაც საქადაგებლად ბავშვებთან ერთად მიდის, შეიძლება გარკვეული შვება იყოს მისთვის. ბავშვებისადმი ნამდვილი ინტერესის გამოვლენითა და მათთან მეგობრობით შეიძლება ძალიან კარგი ზეგავლენა მოვახდინოთ კრების ახალგაზრდებზე. მარტოხელა მშობლის შვილებთან ერთად დროდადრო ოჯახურ შესწავლაზე მოწვევა, შეიძლება სულიერად გამამხნევებელი იყოს.

3 იყავი გონიერი. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ ვაიძულოთ ვინმე, ჩვენგან დახმარება მიიღოს, თუ თვლის, რომ დახმარება არ ესაჭიროება. არც პიროვნების პირად ოჯახურ საქმეებში ჩავერევით, როცა საჭირო დახმარებას ვუწევთ. რა თქმა უნდა, დებს და დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ საუკეთესო დახმარება აღმოუჩინონ გასაჭირში მყოფ დას.

4 ყველა ქრისტიანი უნდა ‘ესწრაფოს სტუმართმოყვარეობას’ (რომ. 12:13ბ). სულიერი ძმებისა და დებისთვის დახმარების გაწევა წარმოადგენს ერთ-ერთ საშუალებას, თუ როგორ გამოვავლინოთ ქრისტეს მსგავსი სიყვარული, რომელიც ჩვენს შორის არის (იოან. 13:35).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება