თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 1999 წლის 3 მაისით დაწყებული კვირიდან 23 აგვისტოთი დაწყებული კვირის ჩათვლით. გამეორების დროს ცალკე ფურცელზე წერილობით უპასუხე იმდენ კითხვაზე, რამდენსაც მოცემულ დროში შეძლებ, წიგნების გამოყენების გარეშე.
[შენიშვნა: გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. მითითებები, რომლებიც დართულია კითხვებთან, გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევებისთვის.]
უპასუხე ყოველ შემდგომ მტკიცებას სიტყვით „სწორია“ ან „არასწორია“:
1. ბავშვების გონივრული ხელმძღვანელობა მშობლებისგან არ მოითხოვს ბიბლიური პრინციპების დათმობას [fy გვ. 108, აბზ. 14].
2. სახელი „შილო“ ნიშნავს: „ის, ვისიც ეს არის; ის ვისაც ეს ეკუთვნის“ და წინასწარმეტყველურად იესოზე მიანიშნებდა (დაბ. 49:10) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე kl გვ. 93, სქოლიო].
3. შეგვიძლია საქმეების 4:18–20 გამოვიყენოთ, როდესაც სახელმწიფო პირები სამქადაგებლო მსახურების შეწყვეტას მოითხოვენ [td 13ბ].
4. ისინი, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, ვერ შეძლებენ სამეფო ინტერესების წინ წასაწევად შესაწირავების გაღებას [w 15.09.97, გვ. 5, აბზ. 8].
5. სამაგიეროს მიგება მშობლებისა და ოჯახის ხნიერი წევრებისადმი იეჰოვასადმი ჩვენი თაყვანისცემის ნაწილია (1 ტიმ. 5:4) [w 01.09.97, გვ. 4, აბზ. 1, 2].
6. თავდაპირველად, შაბათის დაცვა იყო ნიშანი იეჰოვასა და ყველა ერს შორის [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე td 50ბ].
7. როდესაც შვილი ისეთ ასაკს აღწევს, რომ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, ის უფრო მეტად არის პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, განსაკუთრებით კი ღვთის რჯულთან დაკავშირებით (რომ. 14:12) [fy გვ. 134, აბზ. 17].
8. რელიგია არაა მოსაწონი, თუ ღვთის ნებას არ ეთანხმება (რომ. 10:2, 3) [td 35ზ].
9. ლუკას 21:20 21-ში მოცემული იესოს სიტყვები შესრულდა ახ. წ. 66 წელს, როდესაც რომაელთა ჯარებმა გენერალ ტიტუსის მეთაურობით იერუსალიმიდან დაიხია [w 01.04.97, გვ. 5, აბზ. 3, 4].
10. ქრისტიანებისთვის ეპიკურეს სწავლება საშიშროებას წარმოადგენდა, რადგან ის დაფუძნებული იყო რწმენას მოკლებულ შეხედულებაზე, რომელიც აღწერილია 1 კორინთელთა 15:32-ში [w 01.11.97, გვ. 24, აბზ. 4].
უპასუხე მომდევნო შეკითხვებს:
11. რას ვსწავლობთ ქონის ჭამის აკრძალვიდან, რომელიც მოცემულია ლევიანნის 3:17-ში? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.84, გვ. 21, აბზ. 2 (რუს.)].
12. რატომ დართო ნება იეჰოვამ სატანა ეშმაკს, რომ ეარსება? (გამ. 9:15) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.03.92, გვ. 10, აბზ. 14 (რუს.)].
13. როდესაც ოჯახის წევრი სერიოზულად ავადმყოფობს, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას ოჯახმა, რათა სწორად გაანაწილოს პრიორიტეტები? (იგავ. 15:22) [fy გვ. 122, აბზ. 14].
14. რა გაგებით იყო ისრაელი ერი „მღვდელთა სამეფო“? (გამ. 19:6) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br10 გვ. 9, აბზ. 8].
15. რა სხვაობაა „სუფთა“ თვალსა და „ბოროტ“ თვალს შორის? (მათ. 6:22, 23) [w 01.10.97, გვ. 26, აბზ. 5].
16. როგორ შეიძლება ითქვას დავითზე, რომ ის „წმიდა გულითა და სიმართლით“ დადიოდა, როცა შეცდომებს სჩადიოდა? (3 მეფ. 9:4). [w 01.05.97, გვ. 5, აბზ. 2].
17. რა უპირატესობებს განასახიერებს დღეს ისრაელიანების მიერ „ასე კეთება“ კარვის აგების დროს? (გამ. 39:32) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.01.96, გვ. 8, აბზ. 9].
18. რომელი მუხლების გამოყენება შეიძლება იმის საჩვენებლად, რომ ღმერთი, მამა, ერთი პიროვნებაა და არა სამი? [td 37ა].
19. რას ვსწავლობთ ნადაბისა და აბიჰუს შემთხვევიდან, რომელიც მოთხრობილია ლევიანნის 10:1, 2-ში? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.84, გვ. 21, აბზ. 3 (რუს.)].
20. მოსეს რჯულით რატომ ხდებოდა ქალი ბავშვის შობის დროს „უწმიდური“? (ლევ. 12:2, 5) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.09.84, გვ. 21, აბზ. 5 (რუს.)].
ჩაამატე სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზა, რომელიც საჭიროა, რომ დასრულდეს შემდეგი მტკიცებები:
21. ყველა აღიარებს იმ ფაქტს, რომ მარტოობის წამალი არ არსებობს. მაგრამ მარტოხელა მშობელს მარტოობის გრძნობის დაძლევა შეუძლია ____________________ ბოძებული ძალით, რომლის მიღებაც შესაძლებელია გამუდმებული ____________________ (1 ტიმ. 5:5) [fy გვ. 113, აბზ. 21].
22. ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ____________________ მსხვერპლი გახდი ან სხვა მხრივ, ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები ზოგჯერ ____________________ მიღებული ____________________ გამო ხდება [w 15.05.97, გვ. 22, აბზ. 7].
23. ____________________ გამო, ანუ ____________________ წინააღმდეგ შეგნებულად ჩადენილ ცოდვას სიკვდილამდე მიჰყავს (1 იოან. 3:6–9) [td 52ვ].
24. რას წარმოვადგენთ ____________________ და არა ____________________ , — უმთავრესად ეს აჩვენებს, რას წარმოვადგენთ შინაგანად სინამდვილეში [w 15.10.97, გვ. 29, აბზ. 4].
25. თუ მოსავლის მოწევის დღესასწაულს ____________________ ანუ ____________________ მნიშვნელობა აქვს, მაშინ ნამდვილ ქრისტიანებს შეუძლიათ თავი აარიდონ იეჰოვას განაწყენებას იმით, რომ არავითარი ____________________ არ მიიღონ ასეთ უწმინდურ თაყვანისმცემლობაში [w 15.09.97, გვ. 9, აბზ. 6].
ამოარჩიე სწორი პასუხი ყოველი მომდევნო მტკიცებისთვის:
26. როდესაც მოსემ (მთელი ეგვიპტის წყლები; მდინარე ნილოსი) სისხლად აქცია, ეგვიპტელმა გრძნეულებმაც მიბაძეს მას და შეიძლება თავიანთი ჯადოსნური საქმის შესასრულებლად გამოიყენეს წყალი (გათხრილი ჭებიდან; ჭაობებიდან) (გამ. 7:19–24) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.11.83, გვ. 22 (რუს.)].
27. ოჯახის მიერ სერიოზული ავადმყოფობის წარმატებით გამკლავება ბევრად არის დამოკიდებული ოჯახის წევრების (ფინანსებზე; პოზიციაზე; სადაზღვევო პოლისზე) (იგავ. 17:22). [fy გვ. 120, აბზ. 10]
28. ‘უგუნური’ იმის გამო ეწოდება მას, ვინც თავის გულში ამბობს „არ არის ღმერთი“, რომ (ზნეობრივად დაცემულია; გაუნათლებელია; გონებრივად უვიცია) (ფსალმ. 13:1) [w 01.10.97, გვ. 6, აბზ. 8].
29. როდესაც ადამი და ევა აჯანყდნენ, ყველაზე მთავარი, რაც მათ დაკარგეს იყო (სრულყოფილება; ღმერთთან ურთიერთობა; სამოთხისეული სახლი), რაც ბედნიერების გასაღები იყო [w 15.10.97, გვ. 6, აბზ. 2].
30. „უბედურება“ ეხება (მხოლოდ დედას; მხოლოდ ჯერარშობილ ბავშვს; ან დედას ან ჯერარშობილ ბავშვს) (გამ. 21:23) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br11 გვ. 13, აბზ. 3].
მოცემული ბიბლიური მუხლები შეურჩიე ქვემოთ მოყვანილ განაცხადებს:
გამ. 5:2; გამ. 21:29; იგავ. 1:8; გალ. 5:20; იაკ. 1:14, 15.
31. ნებისმიერი პიროვნება, რომელიც თავს ქრისტიანად აღიარებს, და რომელიც ხშირად და ყოველგვარი მონანიების გარეშე საშინლად მძვინვარდება, გადადის ცოლისა და ბავშვების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, შესაძლებელია, გაირიცხოს ქრისტიანული კრებიდან [fy გვ. 150, აბზ. 23].
32. ჩვენს მოქმედებას ჩვენი ფიქრები იწვევს [fy გვ. 148, აბზ. 18].
33. იეჰოვა ღმერთი ამდაბლებს ყველას ვინც თავხედურად უარყოფს, აღიაროს ის ღმერთად [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.12.92, გვ. 13, აბზ. 18 (რუს.)]
34. თუმცა ბიბლია შვილების დამოძღვრის პასუხისმგებლობას უშუალოდ მამას აკუთვნებს, დედაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ საქმეში [fy გვ. 133, აბზ. 12].
35. თუ ვინმეს დაუდევრობა სიკვდილს გამოიწვევდა, რჯული არ ათავისუფლებდა დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br11 გვ. 14, აბზ. 5].