განცხადებები
▪ გასავრცელებელი ლიტერატურა სექტემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ოქტომბერში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ნოემბერში: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. თუ ვინმეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შეგვიძლია შევთავაზოთ „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ ან „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. დეკემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. შეგვიძლია აგრეთვე შევთავაზოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. იანვარში: ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თებერვალში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
▪ მსახურებისას შეიძლება შეხვდე ყრუ-მუნჯს. თუ თქვენს მხარეში არის ჯგუფი ან კრება ჟესტების ენაზე, მოიქეცი საზოგადოების მიერ ყველა კრებისთვის გაგზავნილ წერილში (15 ოქტომბერი, 1998) მოცემული მითითებების თანახმად, სადაც ნათქვამი იყო: „მონახულების ბლანკზე (S-70) უნდა დაიწეროს ინფორმაცია იმათ შესახებ, რომლებიც სხვა ენაზე, მათ შორის ჟესტების ენაზე, ლაპარაკობენ, სულერთია თქვენი კრების ტერიტორიაზე ცხოვრობენ ისინი თუ სხვაგან. ეს ბლანკი ძირითადად ამ მიზნით უნდა იქნეს გამოყენებული, თუნდაც პიროვნებას არ აინტერესებდეს ცნობა სამეფოს შესახებ. . . ბლანკი შეავსე და დაუყოვნებლივ გადაეცი კრების მდივანს ან სამეფო დარბაზში სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშების ყუთში ჩააგდე“. ამ მხრივ თითოეული მაუწყებლის თანამშრომლობა დაეხმარება კრებებსა და ჯგუფებს ჟესტების ენაზე, შეადგინონ მათს მხარეში მცხოვრები ყრუ-მუნჯების სია.
▪ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1 სექტემბერს ან რაც შეიძლება მალე. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.
▪ უხუცესებს შევახსენებთ მიჰყვნენ 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) 21—23 გვერდებზე მოცემულ მითითებებს გარიცხულებთან ან კრების უარმყოფელებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება კრებაში აღდგენისკენ ისწრაფოდნენ.
▪ გვინდა შეგახსენოთ, რომ სოლნეჩნოეში არსებულ სამმართველო ცენტრში ექსკურსიები ტარდება შემდეგ საათებში: სამუშაო დღეებში: სადილამდე — 9.00, 10.00 და 11.00, სადილის შემდეგ კი — 13.00, 14.00, 15.00 და 16.00. შაბათობით: მხოლოდ სადილამდე — 9.00, 10.00 და 11.00. რადგანაც ექსკურსია დაახლოებით ერთი საათი გრძელდება, კარგი იქნებოდა, თუ სოლნეჩნოეში ექსკურსიის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე მოხვიდოდით. სხვა დროსა და კვირაობით ექსკურსიები არ ტარდება. ვინც ექსკურსიაზე მოსვლას აპირებს ათი ან ათზე მეტი კაცისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად, სამმართველო ცენტრს უნდა დაუკავშირდეს დაგეგმილ დღემდე სულ მცირე ერთი კვირით ადრე. გარდა ამისა, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ სამმართველო ცენტრის განყოფილებებში სატელეფონო ზარები მიიღება სამუშაო საათებში (სამუშაო დღეებში — 8.00-დან 17.00-მდე, შაბათობით კი — 8.00-დან 12.00-მდე, მოსკოვის დროით). ბეთელის ოჯახის წევრებს პირადი საქმეებისთვის შეგიძლიათ დაურეკოთ ნებისმიერ დღეს 8.00-დან 22.00-მდე. სხვა დროს არასასწრაფო სატელეფონო ზარები არ მიიღება. მადლობას გიხდით ამ საკითხში თანამშრომლობისთვის.
▪ საზოგადოება არ იღებს ცალკეული მაუწყებლების შეკვეთებს ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს, რომ კრების წინაშე ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაეგზავნება საზოგადოებას, რათა ყველამ, ვისაც პირადი ლიტერატურის მიღება სურს, შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გთხოვთ გახსოვდეთ, რომელი პუბლიკაციები შედის განსაკუთრებულ შეკვეთაში.
▪ ახალი პუბლიკაციები:
„ბიბლიის სწავლების საწყისები“ (ნივთი №6541; აღნიშვნა et) — თათრული
ბროშურა №1 (სასწავლო სტატიები „საგუშაგო კოშკის“ ადრინდელი ნომრებიდან) (ნივთი №7601; აღნიშვნა br1) — ყირგიზული
„ვინ არის იესო ქრისტე?“ (ნივთი №7124) (T-24) — ხორვატული
„მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“ (ნივთი №6623; აღნიშვნა bp) — თურქმენული
„ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ (ნივთი №5327; აღნიშვნა gt) — ოსური
„ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ (ნივთი №5227; აღნიშვნა fy) — აზერბაიჯანული
„როგორ ვიპოვოთ სამოთხისკენ მიმავალი გზა“ (ნივთი №7071; აღნიშვნა rp) — ჩეჩნური
„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი, 1998“ (ნივთი №6898; აღნიშვნა dx98) — ინგლისური, გერმანული
„უნდა გწამდეს სამება?“ (ნივთი №6627; აღნიშვნა ti) — სომხური
▪ ახალი კომპაქტ-დისკები:
„სამეფო სიმღერები“, კომპაქტ-დისკები №2 და №3 (ნივთები №3822 და №3823; აღნიშვნა cds-2 და cds-3) (ვოკალური მუსიკის ჩანაწერები) — გერმანული