სამსახურებრივი შეხვედრები სექტემბერში
6 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №51
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
17 წთ.: „მიზანდასახულად მსახურობ?“. შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი. გამოიყენე აგრეთვე ინფორმაცია წიგნიდან „ჩვენი მსახურება“, გვერდები 88—90 (რუს.). ყველა წაახალისე, შეუპოვრად და გულმოდგინედ იმსახურონ.
18 წთ.: „მშობლებო — კარგი მაგალითი მიეცით შვილებს“. უხუცესის მიერ მოკლე შესავლის გაკეთების შემდეგ სტატიას განიხილავს ორი ძმა, რომლებსაც შვილები ჰყავთ. ისინი მსჯელობენ, როგორ დაიცვან შვილები სკოლასა და ტელევიზორში დანახული, აგრეთვე იმ ნათესავების მიერ გამოვლენილი უარყოფითი თვისებებისგან, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან. ძმები საუბრობენ უპატივცემულო დამოკიდებულებაზე, ქვეყნიურ ლაპარაკსა და გარეგნობაზე, აგრეთვე მავნე გართობაზე. იმის მოხსენიების შემდეგ, რომ საჭიროა კარგი მაგალითის მიცემა, ისინი განიხილავენ, როგორ შეიძლება უფრო მიმზიდველი გახადონ ოჯახური შესწავლა, კრების შეხვედრები და სამქადაგებლო მსახურება (იხილე 1999 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 8—22, და წიგნი „ოჯახური ბედნიერება“, მე-5 და მე-6 თავები).
სიმღერა №164 და ლოცვა
13 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №15
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: როგორ ჩაიარა გასულმა წელმა? სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება. მიმოიხილე აღსანიშნავი პუნქტები კრების 1999 სამსახურებრივი წლის ანგარიშიდან. შეაქე კრება იმისთვის, რაც კარგი გაკეთდა. აღნიშნე მხარეები, რომლებშიც შეიძლება გაუმჯობესება იყოს საჭირო. ყურადღება გაამახვილე შეხვედრებზე დასწრებისა და ბიბლიის შესწავლების მაჩვენებელზე. ზოგადად მოიხსენიე პრაქტიკული მიზნები დამდეგი წლისთვის.
20 წთ.: „რას ეტყვი ინდუსს?“ კითხვა-პასუხები. ხაზი გაუსვი, რა სარგებლობა მოაქვს კაცთან საერთო ენის გამონახვას, და ზოგადად მოიხსენიე, რაში შეიძლება დავეთანხმოთ ინდუსს. აჩვენე, როგორ შეიძლება შემოთავაზებული შესავლების გამოყენება ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლებთან. ინსცენირება გაუკეთე ინდუსთან ქადაგების დასაწყებად გამოსადეგ კარგად მომზადებულ შესავალს. ინდუიზმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილე 1998 წლის თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი, ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვერდები 13, 14, და წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“, თავი 5 (ინგლ.).
სიმღერა №37 და ლოცვა
20 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №191
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები და შემთხვევები სამქადაგებლო მსახურებიდან.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
18 წთ.: კარგად გამოიყენე წიგნი „შემოქმედი“. მოხსენება და ინსცენირებები. 1999 წლის აპრილის „ჩვენი სამეფო მსახურება“ ხსნიდა, რომ წიგნ „შემოქმედის“ შეთავაზება შეიძლება ნებისმიერ დროს, როცა კი ვხვდებით ისეთ ვინმეს, ვისაც 1) არ სწამს ღმერთი ან 2) სწამს ღმერთი, მაგრამ სწორი წარმოდგენა არა აქვს მასზე, მის თვისებებსა და განზრახვებზე. ამ წიგნის წასაკითხად ინტერესის აღსაძვრელად შეიძლება გარეკანზე მოცემული დამაფიქრებელი კითხვებისა და კომენტარების გამოყენება. ან კარგი შედეგის მისაღწევად შეიძლება 152-ე გვერდის გამოყენება. მაუწყებელს შეეძლო ეკითხა: „სად შეგვიძლია საუკეთესო რჩევების პოვნა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ყველაზე მეტად გვაგდებს საგონებელში?“. მას შეუძლია აჩვენოს გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები იესოს მთაზე ქადაგების შესახებ, სთხოვოს, შვიდი გამოყოფილი პუნქტიდან მისთვის ყველაზე საინტერესო აირჩიოს, და წაუკითხოს რამდენიმე მითითებული მუხლი. წიგნ „შემეცნების“ შესათავაზებლად გამოსადეგ ამ ორივე შესავალს ინსცენირება გაუკეთე; ორივე მათგანში მოიხსენიე ნებაყოფლობითი შესაწირავები. წაახალისე ყველა, სამქადაგებლო მსახურებისას თან ატარონ ეს წიგნი და მზად იყვნენ მის შესათავაზებლად, როცა კი საჭიროება მოითხოვს.
სიმღერა №187 და ლოცვა
27 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა №130
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ სექტემბრის სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშები. წაახალისე ყველა, ოქტომბერში ჟურნალების გავრცელებაში სრულად მონაწილეობა დაგეგმონ. მიმოიხილე 1996 წლის ოქტომბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-8 გვერდზე მოცემული ზოგი რჩევა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვამზადოთ შესავალი საუბრის დასაწყებად. მიმდინარე ჟურნალებიდან მოიხსენიე რამდენიმე კარგი სასაუბრო საკითხი და ინსცენირება გაუკეთე ერთი-ორ მოკლე შესავალს. აჩვენე, როგორ შეიძლება მობინადრესთან ქადაგების დროს ნებაყოფლობითი შესაწირავების მოხსენიება.
15 წთ.: შეკითხვების ყუთი. უხუცესის მოხსენება.
15 წთ.: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ფართოვდება აღმოსავლეთ ევროპაში“. კითხვა-პასუხებით განხილვას უძღვება უხუცესი. ბოლო „წელიწდეულებიდან“ მოიყვანე წარმოდგენილ ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი შემთხვევები ან ფაქტები.
სიმღერა №53 და ლოცვა