განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. კრებებს, რომლებსაც არა აქვთ ასეთი წიგნების მარაგი, შეუძლიათ შესთავაზონ წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. თებერვალში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ცალკეული ეგზემპლარები. დაინტერესებული პირებისთვის თან გქონდეს ბროშურა „რას მოითხოვს“ და ეცადე, დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა.
◼ 10 იანვრით დაწყებულ კვირაში სამსახურებრივ შეხვედრაზე დამსწრე ყველა მონათლულ მაუწყებელს შეუძლია მიიღოს ბარათები „წინასწარი სამედიცინო განკარგულება/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება“ და „პირადობის მოწმობა“ თავიანთი შვილებისთვის.
◼ თებერვლიდან დაწყებული — არა უგვიანეს 5 მარტისა — სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ ახალი საჯარო მოხსენებით „ნამდვილი არმაგედონი — რატომ? როდის?“.
◼ კრებებმა სათანადო ორგანიზება უნდა გაუწიონ გახსენების საღამოს, რომელიც წელს ჩატარდება ოთხშაბათს, 19 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მოხსენება შეიძლება დაიწყოს უფრო ადრე, გახსენების საღამოს სიმბოლოების ჩამოტარება არ უნდა დაიწყოს მზის ჩასვლამდე. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, როდის ჩადის მზე თქვენს მხარეში. თუმცა სასურველია, რომ კრებებმა ცალ-ცალკე აღნიშნონ გახსენების საღამო, ეს შეიძლება ყოველთვის არ მოხერხდეს. სადაც ერთი და იმავე სამეფო დარბაზით, ჩვეულებრივ, რამდენიმე კრება სარგებლობს, ალბათ, ერთი ან მეტი მათგანი ამ საღამოსთვის სხვა შენობის მოძებნას შეძლებს. თუ შესაძლებელია, კარგი იქნებოდა, პროგრამებს შორის მინიმუმ 40-წუთიანი შუალედი მაინც დაგეტოვებინათ, რომ ყველამ სრული სარგებლობა მიიღოს და დრო იყოს სტუმრების მისასალმებლად და ახალი დაინტერესებულების გასამხნევებლად. ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე ტრანსპორტის მოძრაობასა და სადგომზე დაყენებას, მათ შორის მგზავრების ჩასხმა-ჩამოსხმას. უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ადგილობრივად რის გაკეთება იქნება საუკეთესო.
◼ 2000 წლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმება კვირას, 16 აპრილს. მოხსენება იქნება თემაზე „რატომ სჭირდება კაცობრიობას გამოსასყიდი“. მოხსენების გეგმას მიიღებთ. იმ კრებებში, რომლებსაც მოცემულ კვირადღეს სარაიონო ზედამხედველის მონახულება, სარაიონო კონგრესი ან სპეციალური ერთდღიანი კონგრესი ექნებათ, სპეციალური მოხსენება მომდევნო კვირაში გაკეთდება. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 2000 წლის 16 აპრილამდე.
◼ ახალი პუბლიკაციები:
„ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (yp) — ქართული
„ვინ არის იესო ქრისტე?“ (T-24) — ლატვიური
„იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“ (je) — ლატვიური
„მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ (le) — ჩუვაშური
„ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ (gt) — სომხური (დასავლური)
„რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ (pr) — მონღოლური
„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ (rq) — ალტაური, ტაჯიკური
„საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები №2 (ნივთი №7602; აღნიშვნა br2) — ყირგიზული
„საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (სტანდარტული გამოცემა) (bi12) — კორეული
„ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ (dp) — თურქული, სერბული, სომხური (დასავლური)
◼ ახალი აუდიოკასეტები:
„ოჯახებო, ყოველდღე იკითხეთ ბიბლია!“ (დრამა) (ნივთი №1810; აღნიშვნა cseb) — უკრაინული
„რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ (csrq) — უკრაინული
„სუფთად დაიცავით თვალი“ (დრამა) (csey) — უკრაინული