სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 32
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „ჩვენ კეთილ ცნობას ვქადაგებთ“. შესავალ სიტყვებს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი. დაასახელე, რომელი დადებითი ბიბლიური საკითხების გამოყენება შეიძლება წიგნ „შემეცნებიდან“, როდესაც მას მსახურებისას ვთავაზობთ.
20 წთ.: „შეგვიძლია თუ არა 2000 წლის აპრილი საუკეთესოდ გამოვიყენოთ?“ (1—11 აბზაცები). კითხვა-პასუხები. მოიხსენიე დამხმარე პიონერთა უმაღლესი რიცხვი კრების ახლო წარსულიდან. მათგან ზოგ მაუწყებელს მოაყოლე, რა სარგებლობა მოუტანა მათ მსახურებაში მონაწილეობის გაზრდამ. წაახალისე კრება, რომ ისწრაფოს აპრილის განმავლობაში დამხმარე პიონერთა ახალი უმაღლესი რიცხვის მისაღწევად. განიხილე მოთხოვნები წიგნიდან „ჩვენი მსახურება“, გვერდები 113, 114 (რუს.). დამხმარე პიონერად მსახურების მსურველ მაუწყებლებს შეხვედრის შემდეგ შეუძლიათ განცხადების შევსება.
სიმღერა 187 და ლოცვა
20 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 37
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შეკითხვების ყუთი.
15 წთ.: „მე რის გაკეთება შემიძლია?“. წიგნის შესწავლის ხელმძღვანელი სტატიას განიხილავს ერთ-ორ სამსახურებრივ თანაშემწესთან ერთად. სხვადასხვა შეზღუდვის გამო ზოგი მაუწყებელი შეიძლება ფიქრობს, რომ კრების საქმიანობაში მცირეოდენი წვლილი თუ შეაქვს. განიხილე ზოგი რამ იმ მრავალი საშუალებიდან, რომლებითაც ყველას შეგვიძლია ძვირფასი წვლილი შევიტანოთ კრების გაძლიერებასა და სამეფოს საქმის წინ წაწევაში. დაასრულე იმის ახსნით, თუ როგორ შეუძლია თითოეულს „საბოლოო ანგარიშში წვლილის შეტანა“ (იხილე „ჩვენი მსახურება“, გვერდები 109, 110 [რუს.]).
20 წთ.: „შეგვიძლია თუ არა 2000 წლის აპრილი საუკეთესოდ გამოვიყენოთ?“ (12—18 აბზაცები). კითხვა-პასუხები. ჩართე მოკლე ინსცენირება, როგორ არის შესაძლებელი გახსენების საღამოზე ნაცნობის მიპატიჟება. „2000 წლის კალენდრიდან“ მიმოიხილე აპრილის თვე და მოიხსენიე ადგილობრივად დაგეგმილი შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის. შეახსენე, რომ თითოეულმა შეადგინოს პრაქტიკული განრიგი აპრილის თვეში რაც შეიძლება მეტი მსახურებისთვის — იმ მიზნით, რომ კრებამ 100%-იანი მონაწილეობა მიიღოს. წაახალისე ყველა, ვისაც დამხმარე პიონერად მსახურება შეუძლია, შეხვედრის შემდეგ განცხადება შეავსონ.
სიმღერა 130 და ლოცვა
27 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 212
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ყველას შეახსენე მარტის სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშების ჩაბარება. გამოაცხადე, ვინ იმსახურებს აპრილში დამხმარე პიონერად. ახსენი, რომ ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის განცხადების შევსება. მსმენელებს გააცანი აპრილის თვეში სამქადაგებლო მსახურებისთვის დაგეგმილი შეხვედრების მთლიანი განრიგი. ყველა წაახალისე, ამ შაბათ-კვირა მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში და კარგი საწყისი მისცენ აპრილს. იმ თვეში გავავრცელებთ ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ყურადღება გაამახვილე ერთ სტატიასა და შესაბამის სასაუბრო საკითხზე, რომელთა გამოყენებაც ეფექტურად შეიძლება თითოეული მიმდინარე ნომრის შესათავაზებლად. თითოეულს თან უნდა ჰქონდეს ბროშურა „რას მოითხოვს“ და ეცადოს მის გამოყენებას დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლის დასაწყებად.
13 წთ.: „ითხოვე დახმარება“. უხუცესის მოხსენება და განხილვა მსმენელებთან ერთად. ახსენი, დროდადრო როგორ გვჭირდება ყველას დახმარება ამა თუ იმ მხრივ. რასაკვირველია, ყველამ თავისი სატარებელი უნდა ატაროს (გალ. 6:5). მაგრამ, როცა პირადად ვერ ვუმკლავდებით რაიმეს, არ უნდა მოგვერიდოს, რომ დახმარებისთვის კრების სულიერად მოწიფულ წევრს მივმართოთ. სთხოვე მსმენელებს შემთხვევების მოყოლა, როგორ გაამხნევა ისინი სხვების მიერ გულთბილად აღმოჩენილმა დახმარებამ.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
12 წთ.: „2000 წლის წელიწდეულის“ (რუს.) მიმოხილვა. განხილვა მსმენელებთან ერთად და ღირსშესანიშნავი მომენტების მიმოხილვა 31-ე გვერდზე მოცემული „1999 წლის შედეგებიდან“. აგრეთვე განიხილე „წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან“ (გვერდები 3—5). სთხოვე ზოგს, გამოთქვან აზრები, როგორ აპირებენ ამ გამამხნევებელი წერილის თანახმად მოქმედებას.
სიმღერა 204 და ლოცვა
3 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 46
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები და შემთხვევები სამქადაგებლო მსახურებიდან. გამოიყენე ადგილობრივ ტერიტორიაზე მომხდარი შერჩეული შემთხვევები, რომლებიც სხვებსაც წაახალისებს მსახურებისკენ.
17 წთ.: «„დანიელის წინასწარმეტყველების“ შესწავლა». კითხვა-პასუხები. მოკლე კომენტარი გაუკეთე, რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ბიბლიურ წიგნ „დანიელის“ შესწავლას (იხილე წიგნი „დანიელის წინასწარმეტყველება“, თავი 1, აბზაცები 15—17). აღძარი ყველა, რომ რეგულარულად დაესწრონ კრების წიგნის შესწავლას.
18 წთ.: უნდა გავაცხადო სერიოზული ცოდვა? უხუცესის სერიოზული მოხსენება, რომელიც ახალგაზრდებისკენ არის მიმართული. დღევანდელ საზოგადოებაში ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი, რომლებიც საზიანოდ მოქმედებს ახალგაზრდებზე. ესენია: დაცემული ზნეობრივი ნორმები, მზარდი დამნაშავეობა, ნარკომანია და ავტორიტეტის უპატივცემულობა. ზოგი მოზარდი თავის ცუდ ყოფაქცევას მალავს და გაორებულ ცხოვრებას ეწევა. ეს ნამდვილ საშიშროებას უქმნის მთელი კრების სულიერ კეთილდღეობას. ზოგი სერიოზულ ცოდვას სჩადის და ამის დამალვა სურს. როგორ უნდა მოიქცე, თუ იგებ, რომ შენი კრებიდან რომელიმე ძმამ ან დამ ისეთი რამ ჩაიდინა, რაც ღვთის კანონის სერიოზულ დარღვევად ითვლება? განიხილე ლევიანნის 5:1-ში ჩაწერილი პრინციპი (იხილე 1997 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27—30). გამოიყენე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“, გვერდები 68, 69, და ახსენი, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ასეთ შემთხვევაში.
სიმღერა 51 და ლოცვა