საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp20 № 1 გვ. 14-15
  • ჭეშმარიტება მომავლის შესახებ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჭეშმარიტება მომავლის შესახებ
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ
  • ᲙᲐᲠᲒᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ
  • ᲡᲠᲣᲚᲘ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ
  • ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ ᲐᲘᲕᲡᲔᲑᲐ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲗ
  • ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲓ ᲒᲐᲓᲐᲘᲥᲪᲔᲕᲐ
  • იმედი
    გამოიღვიძეთ! — 2018
  • რა არის ღვთის სამეფო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ღვთის მიერ დაშვებული ტანჯვა-წამების დრო იწურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ღვთის სამეფო ყოველმხრივ აღმატებული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2020
wp20 № 1 გვ. 14-15
ხალხი სამოთხეში ცხოვრებით ტკბება

ჭეშმარიტება მომავლის შესახებ

ალბათ, გაინტერესებთ, რას გიქადით მომავალი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ წინ მნიშვნელოვანი მოვლენები გველის, რაც მთელ კაცობრიობაზე დიდ გავლენას იქონიებს.

იესომ აგვიხსნა, რა მიგვახვედრებდა, რომ მოახლოვდა „ღვთის სამეფო“ (ლუკა 21:31). მან იწინასწარმეტყველა, რომ ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად იქნებოდა მასშტაბური ომები, დიდი მიწისძვრები, საკვების უკმარისობა და ეპიდემიები — სწორედ ის, რისი მოწმენიც დღეს ვართ (ლუკა 21:10—17).

ბიბლიიდან, კერძოდ 2 ტიმოთეს 3:1—5-დან აგრეთვე ვიგებთ, თუ როგორი ხალხი იცხოვრებდა ადამიანთა მმართველობის ბოლო დღეებში. როდესაც ხედავ, რა დამოკიდებულებაა დღეს გაბატონებული და როგორ იქცევიან ადამიანები, შეუძლებელია, არ დაეთანხმო იმას, რომ ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება ზედმიწევნით სრულდება.

რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? ახლოსაა ის დრო, როცა ღვთის სამეფო ძირეულ ცვლილებებს მოახდენს, რის შედეგადაც დედამიწაზე საგრძნობლად გაუმჯობესდება ცხოვრება (ლუკა 21:36). ახლა ბიბლიიდან გავიგოთ, ღვთის დანაპირების თანახმად, რა პირობები იქნება დედამიწაზე და როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ ადამიანთა ცხოვრება.

ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ

„[იესოს] მიეცა ძალაუფლება, დიდება და სამეფო, რათა ყველანი — ხალხები, ერები და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი — მისი მსახურები ყოფილიყვნენ. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ დასრულდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (ᲓᲐᲜᲘᲔᲚᲘ 7:14).

რას ნიშნავს ეს თქვენთვის: მთელ მსოფლიოში ღვთის მიერ ჩამოყალიბებული ერთი ხელისუფლება იმმართველებს, რომლის სათავეშიც ღვთის ძე იქნება. სწორედ ამ ხელისუფლების მმართველობის დროს დატკბებით სიცოცხლით.

ᲙᲐᲠᲒᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ

გოგონა ინვალიდის სავარძლიდან დგება და თავისუფლად დადის

„არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ᲔᲡᲐᲘᲐ 33:24).

რას ნიშნავს ეს თქვენთვის: არც ავად გახდებით და არც რაიმე ფიზიკური ნაკლი გექნებათ. თქვენ მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მოგეცემათ.

ᲡᲠᲣᲚᲘ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲐ

დამსხვრეული იარაღი

„ის წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 46:9).

რას ნიშნავს ეს თქვენთვის: აღარასდროს იარსებებს ომის საფრთხე და აღარ იწვნევთ ომის სავალალო შედეგებს.

ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ ᲐᲘᲕᲡᲔᲑᲐ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲗ

„აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲘ 37:10, 11).

რას ნიშნავს ეს თქვენთვის: მეტად აღარ იარსებებენ ბოროტი ადამიანები; დედამიწაზე მხოლოდ ისინი იცხოვრებენ, ვისაც ღვთის მორჩილების ძლიერი სურვილი ექნებათ.

ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ ᲡᲐᲛᲝᲗᲮᲔᲓ ᲒᲐᲓᲐᲘᲥᲪᲔᲕᲐ

„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, ჩაყრიან ვაზს და შეჭამენ მის ნაყოფს“ (ᲔᲡᲐᲘᲐ 65:21, 22).

რას ნიშნავს ეს თქვენთვის: მთელი დედამიწა ულამაზეს ადგილად იქცევა. დიახ, ღმერთი უპასუხებს ჩვენს ლოცვას და საბოლოოდ დედამიწაზე მისი ნება შესრულდება! (მათე 6:10).

ხალხი სამოთხეში ცხოვრებით ტკბება
    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება