სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
12 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 112
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. შეკითხვების ყუთი.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „აპრილი — ‘შრომისა და ღვაწლის’ დრო“ (1—13 აბზაცები). განიხილავს თავჯდომარე ზედამხედველი. ენთუზიაზმით აღსავსე მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთება გვსურს აპრილში. გაამხნევე ყველა, რომ თავის მხრივ წვლილი შეიტანონ მიზნის მიღწევაში, რათა ამ თვეში მსახურებაში მონაწილეობა 100-პროცენტიანი იყოს.
სიმღერა 147 და ლოცვა.
19 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 166
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
17 წთ.: „სიყვარული ქადაგებისკენ აღგვძრავს“a. მიმოიხილე სტატიაში მოცემული ბიბლიური მუხლები. სთხოვე მაუწყებელს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე აქტიურია, მოჰყვეს, თუ როგორ დაეხმარა ღვთისადმი სიყვარული სამქადაგებლო საქმიანობის გაგრძელებაში. წაახალისე ყველა მაუწყებელი, რომ მონაწილეობა მიიღონ სამქადაგებლო საქმიანობაში აპრილსა და მის მომდევნო ყველა თვეში.
20 წთ.: „აპრილი — ‘შრომისა და ღვაწლის’ დრო“ (14—30 აბზაცები). განიხილავს სამსახურებრივი ზედამხედველი. მოხსენება შერჩეული კითხვა-პასუხებით. ყველამ უნდა შეადგინოს პრაქტიკული გეგმა, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა მსახურებაში აპრილის თვეში. მიმოიხილე თვის მანძილზე დაგეგმილი სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის მთლიანი გეგმა. გაამხნევე ყველა, ვისაც დამხმარე პიონერად მსახურება შეუძლია, რომ ბლანკი შეხვედრის შემდეგ აიღონ.
სიმღერა 188 და ლოცვა.
26 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 204
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ახსენი, რომ ძალიან გვიანი არ არის აპრილის თვეში დამხმარე პიონერად მსახურების ბლანკის შევსება. მოუწოდე ყველას, მიჰყვნენ გახსენების საღამოსთან დაკავშირებით ბიბლიის კითხვის გეგმას 3—8 აპრილისთვის, რომელიც მოცემულია ბროშურაში „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა — 2001“. გამოაცხადე, როდის ჩატარდება „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა, რომელიც გახსენების საღამოს კვირას ემთხვევა. არ დაგავიწყდეთ სპეციალური საჯარო მოხსენება, რომელიც წარმოითქმება ამ კვირას, 1 აპრილს, სათაურით „ვინ გადარჩება?“. ყველა წაახალისე, რომ ამ დღესვე მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში, რაც აპრილის თვის კარგი დასაწყისი იქნება.
20 წთ.: „ყოველმა ჩვენგანმა პატივი მიაგოს იეჰოვასა და მის ძეს“. საღვთო წერილზე დაფუძნებული გამამხნევებელი მოხსენება, რომელსაც წარმოთქვამს უხუცესი. ყველა გაამხნევე, რომ შეძლებისდაგვარად სრული მონაწილეობა მიიღონ აპრილში დაგეგმილ სპეციალურ მსახურებაში და განსაკუთრებულად ეცადონ, გახსენების საღამოზე მოიწვიონ ადამიანები.
15 წთ.: ჩვენი ჟურნალების შეთავაზებების მომზადება. აპრილში ჩვენ შევთავაზებთ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. მიმოიხილე 1996 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ მე-8 გვერდზე მოცემული მე-3 აბზაცი. ყურადღება გაამახვილე შემდეგზე: 1) სტატია, 2) შესაბამისი სასაუბრო თემა 3) ინტერესის აღმძვრელი კითხვა და 4) ბიბლიური მუხლი, რომელიც შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული ყოველი მიმდინარე ნომრის შეთავაზებისას. ეცადე, ბროშურის „რას მოითხოვს“ და წიგნ „შემეცნების“ გამოყენებით ბიბლიის საშინაო შესწავლები დაიწყო. მიმოხილვა დაასრულე კარგად მომზადებული ინსცენირებით, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება პირველივე მონახულებისას.
სიმღერა 207 და ლოცვა.
2 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 220
9 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე მარტის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ჩაბარება. მიმოიხილე „გახსენების საღამოსთან დაკავშირებული შეხსენებები“.
18 წთ.: კარგად გამოიყენე „2001 წლის წელიწდეული“ [რუს.]. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. მიმოიხილე 31-ე გვერდზე მოცემული „2000 წლის შედეგები“. განიხილე „ხელმძღვანელი საბჭოს წერილი“, გვერდები 3—5. სთხოვე ზოგს, ახალი „წელიწდეულიდან“ მოჰყვნენ ის შემთხვევები, რომლებიც განსაკუთრებით გამამხნევებელი და რწმენის გამაძლიერებელი იყო მათთვის. წაახალისე ოჯახები, რომ წაიკითხონ მთელი „წელიწდეული“ ერთად, როგორც ამას მთელ მსოფლიოში ბეთელის ოჯახი აკეთებს წლის განმავლობაში. განიხილე 255-ე გვერდზე მოცემული კითხვები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ნასწავლის მიმოხილვა. მსმენელებს სთხოვე რჩევები, თუ როგორ შეიძლება „წელიწდეულის“ მეშვეობით დაეხმარო ბიბლიის შემსწავლელებს, რომ უფრო მეტად დააფასონ იეჰოვას ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის წევრად ყოფნის უპირატესობა.
18 წთ.: „შეხვედრებზე დასწრებაში დაეხმარეთ სხვებს“b. 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართის 14—16 აბზაცებში მოცემულია დამატებითი რჩევები, თუ როგორ გადავიტანოთ შემსწავლელების ყურადღება ორგანიზაციაზე. აჩვენე, როგორ შეიძლება ბროშურით „რას მოითხოვს“ (გაკვეთილი მე-5, მე-7 აბზაცი) და წიგნით „შემეცნება“ (თავი მე-5, აბზაცი 22-ე) შემსწავლელი თავიდანვე აღძარი შეხვედრებზე დასასწრებად. ამის თვალსაჩინო მაგალითად აჩვენე კარგად მომზადებული ინსცენირება, თუ უნარიანი მაუწყებელი გულითადად როგორ ახალისებს შემსწავლელს, რომ სერიოზულად დაფიქრდეს შეხვედრებზე დასწრებაზე.
სიმღერა 47 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.