გახსენების საღამოსთან დაკავშირებული შეხსენებები
წელს, გახსენების საღამოს აღნიშვნა იქნება კვირას, 8 აპრილს. უხუცესებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ საკითხებს:
◼ შეხვედრა იმ დროს დანიშნეთ, რომ სიმბოლოები მზის ჩასვლამდე არ ჩამოტარდეს.
◼ ყველას, მომხსენებლის ჩათვლით, უნდა აცნობოთ ზეიმის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი.
◼ მზად უნდა გქონდეთ სათანადო პური და ღვინო (იხილე br2 გვ. 19, 20 [რუს.]).
◼ შესაფერისი მაგიდა გადასაფარებლით, თეფშები და ჭიქები დარბაზში წინასწარ უნდა მიიტანოთ და თავის ადგილზე დააწყოთ.
◼ სამეფო დარბაზი ან შეხვედრისთვის განკუთვნილი სხვა ადგილი წინასწარ კარგად უნდა დასუფთავდეს.
◼ მომსახურეები წინასწარ უნდა აირჩიოთ და მისცეთ მოვალეობებსა და ზეიმის სათანადოდ ჩატარებასთან დაკავშირებული მითითებები.
◼ ორგანიზება უნდა გაუწიოთ ყოველი ცხებულის მომსახურებას, რომლებიც დასუსტებულები არიან და ვერ ახერხებენ დასწრებას.
◼ თუ დაგეგმილია, რომ ერთ სამეფო დარბაზში რამდენიმე კრება იქნება, კარგი ორგანიზაცია უნდა გაუწიოთ იმას რომ, თავი აარიდოთ ვესტიბიულის ან შემოსასვლელის, ტროტუარებისა და ავტოსადგომების გადატვირთვას.