განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. იქ, სადაც განმეორებითი მონახულებისას ინტერესი იქნა გამოვლენილი, შესთავაზე წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“, და ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყება სცადე. ივნისში: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ეცადე ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებას. ივლისში: ნებისმიერი შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურებიდან: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“. სადაც მართებულია, შეგიძლია შესთავაზო ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ და „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“.
◼ საზოგადოებას აუცილებლად ესაჭიროება უახლესი ინფორმაცია კრების ყველა თავმჯდომარე ზედამხედველისა და მდივნის მისამართისა და ტელეფონის ნომრის შესახებ. თუ რამე შეიცვალა, მდივანმა რაც შეიძლება მალე უნდა შეავსოს და გაუგზავნოს საზოგადოებას ბლანკი „თავმჯდომარე ზედამხედველის/მდივნის მისამართის ცვლილება“ (S-29). ამაში უნდა შედიოდეს საფოსტო ინდექსის ცვლილებაც.
◼ შეხსენებები პიონერულ მსახურებასთან დაკავშირებით:
◼ კრებაში უნდა გაკეთდეს განცხადება, როდესაც პიონერი წყვეტს პიონერულ მსახურებას. მოკლე განცხადებაში შეიძლება უბრალოდ ითქვას: „გვინდა გაცნობოთ, რომ [სახელი, გვარი] აღარ მსახურობს პიონერად“.
◼ საათების წლიური ნორმა პიონერებისთვის 840 საათია.
◼ სრული ერთი წელი უნდა გავიდეს, რომ გაკიცხვის ან აღდგენის შემდეგ პიროვნებას დამხმარე ან სრული დროით პიონერად მსახურებისთვის რეკომენდაცია გაეწიოს (იხილე 1993 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი, მე-16 და მე-18 აბზაცები [რუს.]).
◼ მათთვის, ვისაც სუსტი მხედველობა აქვს, დიდი შრიფტით დაიბეჭდა „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I“. ეს ჟურნალის ზომის რბილყდიანი წიგნი 512-გვერდიანი იქნება, ილუსტრაციების გარეშე და შრიფტის ზომა დიდი შრიფტით დაბეჭდილი „საგუშაგო კოშკის“ შრიფტის მსგავსი იქნება, რომელშიც ორი სასწავლო სტატიაა. ამჟამად ის ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე: გერმანული, დანიური, ესპანური, ინგლისური, იტალიური, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სლოვაკური, უნგრული, ფრანგული, შვედური, ჩეხური და ჰოლანდიური. სხვა ენებზე გამოქვეყნების შემთხვევაში, ეს გამოცხადებული იქნება. გთხოვთ, შეკვეთა დაუყოვნებლივ გადასცეთ თქვენს ფილიალს არა უგვიანეს 2001 წლის 25 აპრილისა. გთხოვთ, ეს პუბლიკაცია შეიტანოთ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკზე“ (S-14) როგორც „ესაიას წინასწარმეტყველება I“ (დიდი შრიფტით).
◼ 2001 წლის 30 ივლისით დაწყებული კვირიდან, კრების წიგნის შესწავლებზე განვიხილავთ წიგნს „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I“.
◼ თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აპირებთ, დაესწროთ კრების შეხვედრებს, სარაიონო ან საოლქო კონგრესს, თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ იმ ფილიალს, რომელიც ამ ქვეყანას უწევს ზედამხედველობას. ფილიალების მისამართები მოცემულია ამა წლის „წელიწდეულის“ ბოლო გვერდზე.
◼ გახსენების საღამო 2002 წელს ჩატარდება ხუთშაბათს, 28 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ. 2001 წლის იეჰოვას მოწმეების კალენდარში მოცემული თარიღი არასწორია. ეს წინასწარი შეტყობინება იმისათვის კეთდება, რომ, როდესაც რამდენიმე კრება ერთსა და იმავე სამეფო დარბაზს იყენებს და სხვა შენობების მოძებნაა საჭირო, აუცილებლობის შემთხვევაში ძმებმა შეძლონ ადგილების დაჯავშნა ან მოლაპარაკება დარბაზებთან დაკავშირებით. უხუცესები უნდა შეუთანხმდნენ შენობის ადმინისტრაციას, რომ შენობაში მიმდინარე სხვა საქმიანობებმა ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს მშვიდად და ორგანიზებულად ჩატარებას. რადგანაც ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, უხუცესთა საბჭომ გახსენების საღამოზე მომხსენებლად უნდა დანიშნოს ყველაზე გამოცდილი ძმა, ნაცვლად იმისა, რომ, უბრალოდ, რიგრიგობით წაიკითხონ მოხსენება ან ყოველწლიურად ერთი და იგივე ძმა გამოიყვანონ. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ არის უნარიანი ცხებული უხუცესი, რომელსაც შეუძლია მოხსენებით გამოსვლა.
◼ კრებებს ავტომატურად გაეგზავნება საოლქო კონგრესის სამკერდე ნიშნები სათანადო რაოდენობით, რაც 40 პროცენტით მეტი იქნება „ჩვენი სამეფო მსახურების“ ეგზემპლარების რაოდენობაზე, რომელსაც კრება იღებს. ასე რომ, საჭირო არ არის მათი შეკვეთა. თუ კრებას დამატებით დასჭირდება სამკერდე ნიშნები, მათი შეკვეთა შეიძლება „ლიტერატურის გამოწერის ბლანკის“ (S-14) გამოყენებით. აუცილებელია კრებაში ყველა მსურველისთვის სამკერდე ნიშნის პლასტმასის ბუდის შეკვეთა.
◼ „საგუშაგო კოშკი“ აუდიოკასეტებზე პორტუგალიურ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება 2001 წლის 1 აპრილიდან.
◼ ახალი პუბლიკაციები:
„გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ (T-19) — ბაშკირული
„იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“ — არაბული, გერმანული, დანიური, კორეული, პოლონური.
„ცხოვრება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში“ (T-15) — უდმურტული.
◼ აღარ გამოიცემა:
„სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ — ბერძნული, ესპანური, ინგლისური, იტალიური, კორეული, ნორვეგიული, პორტუგალიური, რუსული, ფინური, ჰოლანდიური.
„ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ (დიდი ფორმატით) — ესპანური, ფრანგული.