სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
9 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 93
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. გამოაცხადე, რამდენი დაესწრო გახსენების საღამოს თქვენს კრებაში. სთხოვე მსმენელებს, მოჰყვნენ, როგორ გამოხატეს მადლიერება მათ, ვინც პირველად დაესწრო.
10 წთ.: შეკითხვების ყუთი. უხუცესის მოხსენება. მოიხსენიე ის ფაქტორები, რომლებიც განიხილება ბინის შერჩევისას, სადაც წიგნის შესწავლა შეიძლება ჩატარდეს (იხილე 1991 წლის თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურება“, შეკითხვების ყუთი).
20 წთ.: „გულმოდგინედ შეასრულეთ თქვენი მსახურება“a. ორ ან სამ მაუწყებელს სთხოვე, მოჰყვნენ, თუ რა შემთხვევები ჰქონდათ, როცა სხვებს ისე ეხმარებოდნენ, როგორც ეს 3—5 აბზაცებშია რეკომენდებული.
სიმღერა 80 და ლოცვა.
16 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 145
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. აპრილის დასასრულამდე ორი შაბათ-კვირაღა დარჩა, ამიტომ ყველა გაამხნევე, რომ თვის დამთავრებამდე მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „უბრალოება საუკეთესოა“b. დაუკავშირე რჩევები 1999 წლის ივლისის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“, მე-4 გვერდზე მოცემული სტატიიდან „კონკრეტულად მითხარით!“. ინსცენირება გაუკეთე ერთ ან ორ უბრალო შეთავაზებას.
სიმღერა 146 და ლოცვა.
23 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 163
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: „წინასწარ დაგეგმვა — რისთვის?“. მოხსენება. ჩართე შესაფერისი პუნქტები 2000 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდები 18—21.
25 წთ.: „ვიხაროთ მეტი ჟურნალის გავრცელებით“. განხილვა კითხვა-პასუხებით. შეადარე კრების მიერ გავრცელებული ჟურნალების საშუალო რაოდენობა ბოლო ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებული ჟურნალების რაოდენობას. მე-8 აბზაცის განხილვისას ორ პიონერს სთხოვე, ისაუბრონ საინტერესო პუნქტებზე 1995 წლის სექტემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან (რუს.). თითოეულმა პიონერმა უნდა წარმოადგინოს ჟურნალის ნახევარი წუთიდან ერთ წუთამდე ხანგრძლივობის შეთავაზება. თუ დრო საშუალებას გაძლევს, ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებით ავრცელებენ ჟურნალებს. საჭიროების შემთხვევაში, ახსენი, თუ როგორ შეიძლება ამის ადგილობრივად გამოყენება.
სიმღერა 202 და ლოცვა.
30 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 215
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე აპრილის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ჩაბარება. წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებმა უნდა დააზუსტონ, თავიანთ ჯგუფში ყველამ ჩააბარა თუ არა ანგარიში, რათა მთელი ანგარიში შედგენილი იყოს 6 მაისისთვის.
15 წთ.: „ვიქადაგოთ როგორც კეთილმა მოყვასებმა“c. მოიხსენიე ის სხვა საშუალებები, როცა ჩვენი ყოფაქცევით შეგვიძლია კარგად დავამოწმოთ (იხილე 1997 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 18, აბზაცი 16).
20 წთ.: პიონერები ეხმარებიან სხვებს. სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება და ინტერვიუები. მიმოიხილე პროგრამა „პიონერები ეხმარებიან სხვებს“, რომელიც მოცემული იყო 1998 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-8 გვერდზე. მოჰყევი იმ დადებითი შედეგების შესახებ, რომლებიც ადგილობრივად იქნა მიღწეული. ინტერვიუ აიღე პიონერისგან, რომელიც სხვას ეხმარებოდა და მაუწყებლისგან, რომელსაც ეხმარებოდნენ. ახსენი, თუ რა სარგებლობა მიიღო ორივემ ერთად მსახურებით. ყველას მოუწოდე, გამოიყენონ ეს საშუალება მომავალ თვეებში.
სიმღერა 216 და ლოცვა.
7 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 84
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: „ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია“d. მოკლედ მიმოიხილე, რაც ნათქვამი იყო 1994 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, მე-16 გვერდზე, მე-20 აბზაცში, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ სამქადაგებლო საქმიანობა 1935 წლიდან დღემდე. აღნიშნე, რომ ეს უდიდესი ზრდა ერთ დროს შეუძლებელი ჩანდა.
20 წთ.: როგორ შეუძლია ჩვენს ოჯახს სიწმინდის გამოვლენა? უხუცესი და მისი ოჯახი მიმოიხილავს 1996 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკის“ 25—29 გვერდებს. განიხილე, თუ როგორ შეგვიძლია სიწმინდე გამოვავლინოთ ოჯახში, ნათესავებთან, კრებაში, მეზობლებში, სამსახურსა და სკოლაში.
სიმღერა 70 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.