საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/01 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 5/01 გვ. 7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ განმეორებითი მონახულებისას ინტერესი იქნა გამოვლენილი, შესთავაზე წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“ იმ მიზნით, რომ დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა. ივნისი: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. შეეცადე, დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლები. ივლისი და აგვისტო: ნებისმიერი შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურიდან: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“. სადაც მართებულია, შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ და „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში“.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1 ივნისს ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. მომდევნო საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.

◼ ახალი პუბლიკაციები:

„ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ — სომხური (აღმოსავლური)

„ვინ არიან იეჰოვას მოწმეები? — ალბანური, ბერძნული, ბულგარული, ებრაული, უნგრული, ჩინური, ჩინური (მარტივი).

„ესაიას წინასწარმეტყველება I“ (დიდი შრიფტით, iplp-1, ნივთი №5429) — უკრაინული

„ვინ არის იესო ქრისტე?“ (T-24) — ყაზახური

„როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“ — თათრული

„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსი 1997, 1998, 1999“ — ფრანგული

„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსი 1998, 1999“ (dx98-99, ნივთი №6899) — უკრაინული

„ღვთის მეგობარი“ — ბურიატული, მაკედონური, მოკშა, ჰილიგაინონი.

ახალი ვიდეოკასეტები:

მთელი საძმო (vcas, ნივთი №2311, PAL და NTSC ფერადი სტანდარტი; ამ ვიდეოფილმში მოთხრობილია, თუ როგორ ახმარს მთელი საძმო ერთობლივ ძალ-ღონეს ერთად შეკრებას, ქადაგებასა და ერთმანეთის დახმარებას გაჭირვებასა და ძალიან რთულ ვითარებებშიც კი). — ინგლისური

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება