სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
8 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 109
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული შეთავაზებების გამოყენებით წარმოადგინე ჟურნალების ორი მოკლე შეთავაზების ინსცენირება. ესენი უნდა იყოს 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“ და 22 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“ (რუს.).
35 წთ.: იყენებ ნასწავლს საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“? კონგრესის პროგრამის განხილვა აუდიტორიასთან, რომელსაც წაუძღვება „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ხელმძღვანელი. ერთწუთიანი შესავლის შემდეგ ყოველი დღის პროგრამის მიმოხილვას 10—12 წუთი დაუთმე. მოკლედ მოიხსენიე მთავარი პუნქტები ყოველ ქვესათაურში, შემდგომ კი აუდიტორიას სთხოვე, რომ კომენტარები გააკეთონ იმასთან დაკავშირებით, თუ 1) როგორ ეცადნენ ამ რჩევების გამოყენებას, 2) რა სარგებლობა მიიღეს ამ რჩევების გამოყენებით, 3) კიდევ რის გაკეთება ესაჭიროებათ. დასვი დამაფიქრებელი კითხვები, რომ განხილვა ცოცხლად წარიმართოს. დაეხმარე ყველას, დაინახონ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების აუცილებლობა.
სიმღერა 151 და ლოცვა
15 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 113
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: გაქვს „მორჩილი გული“? (3 მეფ. 3:9). უხუცესის მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 1998 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკზე“, გვ. 29—31. განიხილე, თუ როგორ შეიძლება მორჩილების გამოვლენა კრებასთან თანამშრომლობისას.
20 წთ.: ეფექტურად გამოიყენე ჟურნალები. სამსახურებრივი ზედამხედველი და ლიტერატურაზე პასუხისმგებელი ძმა საუბრობენ, კრების მიერ ჟურნალების გავრცელების საკითხთან დაკავშირებით. ისინი ადარებენ, თუ რამდენ ჟურნალს იღებს კრება ყოველთვიურად და რამდენი ვრცელდება. როგორც ჩანს, მრავალი ჟურნალი გაუვრცელებელი რჩება. როგორ შეუძლიათ მაუწყებლებს ჟურნალების უკეთესად გამოყენება? ძმები მიმოიხილავენ შვიდ პუნქტს 1999 წლის 4 ოქტომბრის კვირის სამსახურებრივი შეხვედრის ნაწილიდან „ნუ დაგავიწყდება ჟურნალები!“. ისინი განიხილავენ 1998 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ (გვ. 28, 29) მოცემულ შემთხვევას და მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება ამ რჩევების ადგილობრივად გამოყენება. ყველა უნდა ეცადოს „ჩვენი სამეფო მსახურების“ ნომრებში მოცემული სამაგალითო შეთავაზებების გამოყენებას.
სიმღერა 156 და ლოცვა
22 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 120
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული შეთავაზებების გამოყენებით, ინსცენირება გაუკეთე ჟურნალების ორ მოკლე შეთავაზებას. გამოიყენე 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“ და 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“.
30 წთ.: „დავეხმაროთ ადამიანებს ღვთის სიტყვის დახელოვნებულად გამოყენებაში“a ხაზი გაუსვი ერთმანეთისთვის დახმარების აუცილებლობას, რათა უფრო ეფექტურად მივიღოთ მონაწილეობა მსახურების სხვადასხვა სფეროში. ინსცენირებით აჩვენე, თუ როგორ შეუძლია მაუწყებელს, დაეხმაროს ბიბლიის შემსწავლელს, რომელიც მსახურებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს და როგორ ეხმარება მშობელი შვილს მსახურებისთვის მომზადებაში.
სიმღერა 47 და ლოცვა
29 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 164
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე, ჩააბარონ ოქტომბრის ანგარიშები. ნოემბერში გასავრცელებელი ლიტერატურა: ბროშურა „რას მოითხოვს“ და წიგნი „შემეცნება“. წარმოადგინე შემდეგი მოკლე შეთავაზების ინსცენირება: „დღესდღეობით, დუხჭირი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მრავალ ადამიანს ძალიან უჭირს თავის რჩენა. როგორ ფიქრობთ, შეძლებს მთავრობა, რომ ყველასათვის მოაგვაროს ეს პრობლემა? [გიპასუხოს]. მე ბიბლიაში აღმოვაჩინე ძალიან გამამხნევებელი დაპირება ამასთან დაკავშირებით“. წაიკითხე ფსალმუნის 71:12—14. შემდეგ შესთავაზე ბროშურა „რას მოითხოვს“ ან წიგნი „შემეცნება“ და შესაბამისი აზრი მოიხსენიე პუბლიკაციიდან.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
18 წთ.: „რამდენად კარგად იკვებები სულიერად?“b. აუდიტორიას სთხოვე, დამატებითი კომენტარები გააკეთონ 1997 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 28—31 მოცემულ სტატიასთან დაკავშირებით, რომ განიმარტოს, თუ რატომ და როგორ უნდა ვეცადოთ კარგად კვების ჩვევის შენარჩუნებას.
სიმღერა 181 და ლოცვა
5 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 167
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
18 წთ.: ოჯახი ემზადება შეხვედრებისთვის. მამა ოჯახთან განიხილავს, თუ როგორ უნდა მოემზადოს ყველა შეხვედრებზე მონაწილეობის აქტიურად მისაღებად. 1999 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, (გვ.19, 20, მე-9 აბზაცი) მოცემული რჩევების გამოყენებით, ისინი ამზადებენ კომენტარებს ამავე კვირის „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის. 1) ოჯახის თითოეული წევრი შეარჩევს ერთ ან ორ კითხვას, რომელსაც უპასუხებს, 2) შესაბამისი აბზაცების განხილვის შემდეგ, ისინი საკუთარი სიტყვებით პასუხობენ, 3) არჩევენ ციტირებულ ძირითად მუხლებს, განიხილავენ, თუ როგორ უკავშირდება თითოეული თემას და როგორ შეიძლება მათი გამოყენება. ყველანი მოწადინებული არიან შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად.
17 წთ.: „რა არის ჩვენი მიზანი?“c ხაზი გაუსვი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ბიბლიის შემსწავლელებს დავეხმაროთ იმაში, რომ დააფასონ კრების შეხვედრებზე დასწრება. წარმოადგინე„შემეცნების“ მე-17 თავის, მე-6—8 აბზაცებზე დაფუძნებული კარგად მომზადებული ინსცენირება, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.
სიმღერა 186 და ლოცვა
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.