შეთავაზებები წიგნ „შემეცნების“ გასავრცელებლად
ხელში ბიბლიამომარჯვებულმა შეგიძლია მსმენელს უთხრა: „დღეს თქვენს ქუჩაზე მცხოვრები ყველა ადამიანის ყურადღებას ვამახვილებთ ერთ ბიბლიურ მუხლზე. მასში ნათქვამია. . . [წაიკითხე იოანეს 17:3] და შემდეგ ჰკითხე: ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, თუ რას მოგვიტანს სათანადო ცოდნის შეძენა? [გიპასუხოს]. სად შეიძლება ასეთი შემეცნების პოვნა?“. მოსაუბრის პასუხის შემდეგ აჩვენე წიგნი „შემეცნება“ და უთხარი: „წიგნი მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან შემეცნებაზე ამახვილებს ყურადღებას. მასში მოცემულია პასუხი ყველა იმ ძირითად კითხვაზე, რომელსაც ადამიანები ბიბლიასთან დაკავშირებით სვამენ“. აჩვენე წიგნის სარჩევი და ჰკითხე, ოდესმე თუ დაინტერესებულა ამ საკითხებიდან რომელიმეთი.
„ოდესმე თუ გიფიქრიათ, ნამდვილად აწუხებს თუ არა ღმერთს ჩვენს გარშემო არსებული უსამართლობა და ტანჯვა-წამება, რომელსაც ხშირად თავადვე განვიცდით? [გიპასუხოს]. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთს ვუყვარვართ და დახმარების ხელს გამოგვიწვდის გაჭირვების ჟამს“. წაიკითხე ფსალმუნის 71:12—17. წიგნი „შემეცნება“ გადაუშალე მე-8 თავზე და უთხარი, რომ მასში მოცემულია მანუგეშებელი პასუხი კითხვაზე, რომელსაც მილიონობით ადამიანი სვამს: რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას? თუ შესაძლებელია, განიხილე მე-3—მე-5 აბზაცებში მოცემული ზოგიერთი ბიბლიური აზრი ან ეს განმეორებითი მონახულების დროს გააკეთე.
„მრავალ ჩვენგანს დაუკარგავს საყვარელი ადამიანი. არასდროს გიფიქრიათ იმაზე, შეძლებთ თუ არა ოდესმე მათ ნახვას? [გიპასუხოს]. იესომ დაამტკიცა, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანების სიკვდილიდან დახსნა შესაძლებელია. [წაიკითხე იოანეს 11:11, 25, 44]. მიუხედავად იმისა, რომ ეს საუკუნეების წინ მოხდა, კარგად გვიჩვენებს, თუ რა განიზრახა ღმერთმა ჩვენთვის“. გადაშალე წიგნი „შემეცნება“ 85-ე გვერდზე მოცემულ სურათზე და წაიკითხე მისი წარწერა. შემდეგ უჩვენე 86-ე გვერდზე მოცემული სურათი და კომენტარი გააკეთე. განმეორებით მონახულებას შემდეგი სიტყვებით ჩაუყარე საფუძველი: „გაინტერესებთ, რატომ ბერდებიან და კვდებიან ადამიანები?“. განმეორებითი მონახულებისას განიხილე მე-6 თავი.
„არასდროს გიფიქრიათ, რატომ სწყურიათ ადამიანებს დიდხანს სიცოცხლე?“. პასუხის შემდეგ გადაშალე წიგნ „შემეცნების“ მე-6 თავზე და წაიკითხე მე-3 აბზაცი. განიხილე აბზაცში მოცემული ბიბლიური მუხლები. აბზაცის ბოლოს მოცემულ ორ კითხვასთან დაკავშირებით ჰკითხე მსმენელს, სურს თუ არა პასუხის გაგება. თუ თანახმა იქნება, განიხილე მომდევნო რამდენიმე აბზაცი.
„გვაინტერესებს, გწამთ თუ არა. . . “[წაიკითხე დაბადების 1:1] და შემდეგ ჰკითხე: „ეთანხმებით ამ მტკიცებას?“. თუ ადამიანი დაეთანხმება, უთხარით: „მეც იგივე აზრის ვარ. როგორ ფიქრობთ, თუ ღმერთმა შექმნა ყოველივე, თავადვე არის პასუხისმგებელი ბოროტებაზე?“. პასუხის შემდეგ წაიკითხე ეკლესიასტეს 7:29. წიგნი „შემეცნება“ გადაშალე მე-8 თავზე და წაიკითხე მე-2 აბზაცი. თუ მოსაუბრე არ ეთანხმება დაბადების 1:1-ში ჩაწერილ სიტყვებს, ურჩიე, გამოიკვლიოს შემოქმედის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებები. (იხ. ბროშურა „ზრუნავს ღმერთი“, ნაწილი მე-3).
„ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს, როდესაც ზნეობრივი ფასეულობები ასე სწრაფად იცვლება, ჩვენ სანდო ხელმძღვანელობა გვესაჭიროება ცხოვრებაში? [გიპასუხოს]. თუმცა უძველესი წიგნია, ბიბლიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები დღევანდელობისთვის, მათ შორის ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის“. შემდეგ გადაშალე წიგნ „შემეცნების“ მე-2 თავზე და წაიკითხე მე-10 აბზაცი და მე-11 აბზაცის პირველი წინადადება, აგრეთვე მე-2 ტიმოთეს 3:16, 17.
„გაინტერესებთ, თუ რა მომავალი გველის ჩვენ და დედამიწას? [გიპასუხოს]. ბიბლია დედამიწის მომავალს ერთი სიტყვით აჯამებს — სამოთხე! როდესაც შექმნა, სწორედ იქ დაასახლა ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი. ყურადღება მიაქციეთ ამ მომავალი სამოთხის აღწერილობას“. წიგნი „შემეცნება“ გადაშალე მე-8 გვერდზე და წაიკითხე მე-9 აბზაცი ქვესათაურით „ცხოვრება სამოთხეში“. შემდეგ განიხილე მე-10 აბზაცში მოცემული აზრები და წაიკითხე მითითებული ესაიას 55:10, 11. შესთავაზე იმის განხილვის გაგრძელება, თუ როგორი იქნება აღდგენილ სამოთხეში ცხოვრება და წაიკითხე მე-11— მე-16 აბზაცები.