„თითოეულმა თქვენგანმა გადადოს“
პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება ფინანსურ დახმარებას საჭიროებდა. ეს საკითხი გადაჭრას მოითხოვდა. ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად ყველას მოუწოდებდნენ შეძლებისდაგვარად „გადაედოთ“ შესაწირავი თანხა (1 კორ. 16:1—3). გამოვლენილ გულუხვობას ყველასთვის სიხარული მოჰქონდა „ღვთისადმი მრავალი მადლიერებით“ (2 კორ. 9:11, 12).
დღესდღეობით იეჰოვას ხალხის მსოფლიო საქმიანობა უფრო ფართო მასშტაბებს ღებულობს, რაც შესაბამისად მეტ ფინანსებს მოითხოვს. კარგი იქნება, თუ ჩვენც რეგულარულად „გადავდებთ“ თანხებს ამ საქმის მხარდასაჭერად (2 კორ. 8:3, 4). შესაწირავების გაღება სხვადასხვაგვარად შეიძლება (იხილე 2001 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 28). ჩვენ მართებულად მივიჩნევთ ამას განსაკუთრებულ შესაძლებლობად, რომელსაც ნამდვილი ბედნიერება მოაქვს (საქ. 20:35).