განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მაუწყებლებმა მობინადრეს უნდა აცნობონ ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ შესაწირავები გაიღონ მსოფლიო საქმისთვის. იქ, სადაც ინტერესს გამოავლენენ, ბიბლიის შესწავლის დაწყების მიზნით შევთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს“. ივნისში: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შესთავაზეთ კრების ლიტერატურის მარაგში არსებული სხვა ბროშურა.
◼ მაუწყებლებს, რომელთაც აპრილში დამხმარე პიონერებად მსახურება სურთ, ახლავე დაგეგმონ და ადრიანად შეავსონ განცხადება. ეს საშუალებას მისცემს უხუცესებს, იზრუნონ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ჟურნალებისა თუ სხვა ლიტერატურის საჭირო მარაგზე. იმ მაუწყებელთა სახელები, რომლებიც დამხმარე პიონერებად ინიშნებიან, უნდა გამოცხადდეს კრებაში.
◼ გახსენების საღამო ჩატარდება ხუთშაბათს, 2002 წლის 28 მარტს. თუ კრების შეხვედრა ხუთშაბათობით გაქვთ ხოლმე, კვირის სხვა დღეს უნდა გადაიტანოთ, როდესაც სამეფო დარბაზი თავისუფალი იქნება. თუ ეს არ მოხერხდება და სამსახურებრივი შეხვედრა იმ კვირაში ვერ ჩატარდება, მაშინ ამ შეხვედრის ზოგიერთი პუნქტი, რომელთა განხილვაც განსაკუთრებით აუცილებელია თქვენი კრებისთვის, შეგიძლიათ სხვა სამსახურებრივი შეხვედრის განრიგში შეიტანოთ.
◼ ფილიალი არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს, რომ ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაეგზავნება საზოგადოებას, რათა ყველამ, ვისაც პირადი ლიტერატურის მიღება სურს, შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გთხოვთ გახსოვდეთ, რომელი პუბლიკაციები შედის განსაკუთრებულ შეკვეთაში.
◼ ყველა პუბლიკაცია აზერბაიჯანულ ენაზე გამოვა ლათინური შრიფტით. დროებით ზოგიერთი მათგანი გამოიცემა კირილიცათი.
◼ ახალი პუბლიკაციები:
„გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ — ბულგარული, ყაზახური
„ვინ არის იესო ქრისტე?“ — აფხაზური
„ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ — თათრული
„მთელი წერილი სარწმუნო და სასარგებლოა“ (ორ ბროშურად, bsi02-1 და bsi02-2, ნივთები №6402-1 და №6402-2) — სომხური (აღმოსავლური)
„როგორ მივაღწიოთ კმაყოფილების მომგვრელ ცხოვრებას“ — მონღოლური
„ღვთის ხელმძღვანელობა — გზა სამოთხისკენ“ — აზერბაიჯანული (ლათინური შრიფტით)
◼ ახალი ვიდეოკასეტები:
„ერთგულნი განსაცდელის დროს — იეჰოვას მოწმეები საბჭოთა კავშირში“— ინგლისური
„მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, ტომი I (vckl-1, ნივთი №2626-1)— რუსული ჟესტების ენა
◼ აღარ გამოიცემა
„თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელო“ — რუსული