შეხსენებები გახსენების საღამოსთვის
წელს გახსენების საღამო აღინიშნება, 28 მარტს, ხუთშაბათს. უხუცესებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ საკითხებს:
◼ შეხვედრა იმ დროს დანიშნეთ, რომ სიმბოლოები მზის ჩასვლამდე არ ჩამოტარდეს.
◼ შეხვედრის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი უნდა იცოდეს ყველამ, მომხსენებლის ჩათვლით.
◼ მზად უნდა გქონდეთ სათანადო პური და ღვინო (იხილე 1985 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14 [რუს.]).
◼ შესაფერისი მაგიდა გადასაფარებლით, თეფშები და ჭიქები დარბაზში წინასწარ უნდა მიიტანოთ და თავის ადგილზე დააწყოთ.
◼ სამეფო დარბაზი ან შეხვედრისთვის განკუთვნილი სხვა ადგილი წინასწარ კარგად უნდა დასუფთავდეს.
◼ მომსახურეები წინასწარ უნდა აირჩიოთ და მისცეთ მითითება, თუ რომელი რას გააკეთებს; შეახსენეთ, ისე ჩაიცვან, რომ ამ საღამოს შესაფერისად გამოიყურებოდნენ.
◼ ორგანიზება უნდა გაუწიოთ ყოველი დავრდომილი ცხებულის მომსახურებას, რომლებიც ვერ ახერხებენ დასწრებას.
◼ თუ ერთი სამეფო დარბაზის გამოყენებას რამდენიმე კრება აპირებს, წინასწარი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რომ ვესტიბიული ან შემოსასვლელი, ტროტუარები და ავტოსადგომები არ გადაიტვირთოს.