საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/02 გვ. 2
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • მსგავსი მასალა
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ გამოვიყურებით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • გიწვევთ ყველას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
km 6/02 გვ. 2

შეკითხვების ყუთი

◼ რა ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი ჩაცმულობა, ვარცხნილობა და მაკიაჟი, როდესაც ბეთელის ოჯახს ვინახულებთ?

როდესაც ბეთელს ვინახულებთ, იქნება ეს ჯგუფთან ერთად ექსკურსია თუ ბეთელის ოჯახის წევრებთან სტუმრობა, „ჩვენი ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი და ქცევები ისეთივე უნდა იყოს, როგორიც სამეფო დარბაზში ღვთის თაყვანისსაცემად კრების შეხვედრებზე დასწრებისას“ (om გვ. 131). მაგრამ შეიმჩნა, რომ ფილიალში სტუმრობისას ზოგიერთ ძმას და დას უკიდურესად თავისუფლად ეცვათ, რაც მართებული არ არის. ჩვენი გარეგნობა მთლიანობაში სამაგალითო უნდა იყოს, უნდა გვეცვას წესიერად და უბრალოდ, რაც სწორედ იმ ღირსებაზე მიუთითებს, რომელიც იეჰოვა ღმერთის მსახურებს აქვთ (1 ტიმ. 2:9, 10).

ეს განსაკუთრებით აუცილებელია იმიტომ, რომ ბეთელში მოსულ სტუმრებს ძალიან ბევრი არაქრისტიანი აკვირდება და ღვთის ხალხსა და მის ორგანიზაციაზე შეიძლება დანახულის ფონზე შეექმნათ შეხედულება. მართებული იქნებოდა, გვეთქვა მათთვის, ვისაც ბიბლიას ვასწავლით და იმათთვის, რომლებსაც ბეთელის მონახულება სურთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საკუთარ ჩაცმულობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ. ბეთელის ოჯახი დიდად მადლიერი დაგრჩებათ ამისთვის.

ჩვენ, ქრისტიანი მსახურები, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ვინმესთვის დაბრკოლების საბაბი არ გავხდეთ (2 კორ. 6:3, 4). პირიქით, დაე ჩვენი სათანადო ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და მაკიაჟით ყოველთვის ‘შევამკოთ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება’ (ტიტ. 2:10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება