სამსახურებრივი შეხვედრა
შენიშვნა: „ჩვენი სამეფო მსახურების“ სამსახურებრივი შეხვედრა დაგეგმილი იქნება ყოველკვირეულად ზაფხულის თვეების განმავლობაში. კრებებს შეიძლება ცვლილებების მოხდენა დასჭირდეთ, რათა შესაძლებელი გახდეს დასწრება საოლქო კონგრესზე „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე 15 წუთი დაუთმეთ გასული თვის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში მოცემული კონკრეტული რჩევების განხილვას. ოქტომბრის თვეში სამსახურებრივი შეხვედრა მთლიანად დაეთმობა კონგრესის მნიშვნელოვანი აზრების მიმოხილვას. ამ განხილვისთვის მოსამზადებლად ყოველ ჩვენგანს შეუძლია მოკლე ჩანაწერების გაკეთება კონგრესზე, მათ შორის იმ აზრების ჩანაწერებისა, რომელთა გამოყენებაც პირადად გვსურს ცხოვრებასა თუ მსახურებაში. შემდეგ შეგვიძლია მოვემზადოთ იმისთვის, რომ ავხსნათ, თუ როგორ გამოვიყენეთ ეს რჩევები კონგრესზე დასწრების დროს. ორმხრივად გამამხნევებელი იქნება იმის მოსმენა, თუ რა სარგებლობა მივიღეთ იმ კარგი მითითებებიდან, რომლებიც კონგრესზე იყო წარმოთქმული.
10 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 58
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-4 გვერდზე მოცემული შეთავაზების გამოყენებით წარმოადგინე 15 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ შეთავაზების ინსცენირება. ამ წარმოდგენაში აჩვენე, როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება, როდესაც ვინმე ამბობს: „მე არ მაინტერესებს რელიგია“ (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყო და გავაგრძელო ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვერდი 9).
10 წთ.: შეკითხვების ყუთი. წაიკითხე სტატია და მითითებული მუხლები. შემდეგ დამატებითი კომენტარები გააკეთე 1998 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ შეკითხვების ყუთიდან.
20 წთ.: „უხვად თესვას, უხვი კურთხევები მოაქვს“a. ჩართე კომენტარები 1992 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკიდან“, გვერდები 15, 16, აბზაცები 14—17 (რუს.).
სიმღერა 220 და ლოცვა
17 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 136
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ“b. ხაზგასმით აღნიშნე, რა ბიბლიური თვალსაზრისი უდევს ამ რჩევას და დროის მიხედვით განსაზღვრე, თუ რამდენი მუხლი წაიკითხო და ახსნა.
სიმღერა 197 და ლოცვა
24 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 52
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ცოლ-ქმარმა, რომლებიც ერთად ქადაგებენ, უნდა წარმოადგინონ მე-4 გვერდზე მოცემული 1 ივლისისა და 8 ივლისის ჟურნალების შეთავაზების ინსცენირება. ცოლი შესთავაზებს „საგუშაგო კოშკს“, ქმარი კი „გამოიღვიძეთ!“-ს.
12 წთ.: მოყევი ან ინსცენირებით აჩვენე შემთხვევები, რომლებიც ადგილობრივ მაუწყებლებს ჰქონდათ, როდესაც 1) სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ან სხვა ენაზე მოსაუბრეებს უქადაგებდნენ და 2) კარდაკარ და ქუჩაში მსახურების გარდა, სხვა რომელიმე მსახურების სფეროში მონაწილეობდნენ. მოუწოდე ყველას, რომ მომდევნო კვირის სამსახურებრივი შეხვედრისთვის მოამზადონ იმ რომელიმე ბროშურის შეთავაზება, რომელსაც ივლისსა და აგვისტოში გავავრცელებთ (იხილე 2002 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ ჩარჩო „სხვა პუბლიკაციები“).
10 წთ.: უხუცესი განიხილავს სტატიას, „არ გახდეთ მათი მსხვერპლი!“. აგრეთვე ხაზი გაუსვი ძირითად აზრებს 1994 წლის თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ სტატიიდან, „გაფრთხილდით, რომ თქვენი სიკეთე უადგილო არ იყოს“, (რუს.) გვერდი 3.
15 წთ.: სამსახურებრივი ზედამხედველი საუბრობს ჯგუფური სამქადაგებლო მსახურების შესახებ. შეაქე ძმები შაბათ-კვირას მსახურებისთვის. განიხილე, თუ რა ღონისძიებებია შემუშავებული კრებაში სამქადაგებლო მსახურებისთვის. მიუთითე, თუ რა სარგებლობა მოაქვს წიგნის შესწავლის ჯგუფის თანამშრომლობას: 1) ერთმანეთთან დაახლოება, 2) ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება ან ერთმანეთისგან სწავლა. ურჩიე, როგორ მიიღონ ერთად მონაწილეობა რეგულარულად სამქადაგებლო მსახურებაში (იხილე აგრეთვე 2001 წლის ივლისის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 4).
სიმღერა 95 და ლოცვა
1 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 83
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ივნისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. სთხოვე მათ, აღნიშნონ, თუ რომელი ბროშურების შეთავაზებას აპირებენ ივლისში და რომელ შეთავაზებებს გამოიყენებენ.
15 წთ.: შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი! მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. აღნიშნე, თუ რატომ არის იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღებისას ეს ბროშურა კარგი დამხმარე საშუალება ბავშვებისთვის და მათთვის, რომლებსაც კარგი განათლება არა აქვთ მიღებული ან კარგად არ იციან კითხვა. ამის საჩვენებლად განიხილე, თუ რა უბრალო ენითა და ლოგიკურად არის მასალა ახსნილი ამ ბროშურაში (იხილე მე-2, მე-8 და მე-12 გაკვეთილები). აჩვენე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ამ ბროშურაში მოცემული სურათები შემსწავლელის გულში ჩასაწვდომად. აღნიშნე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ბროშურის ეფექტურად გამოყენება. მშობლებმა ეს ბროშურა თავიანთ პატარებთან უნდა შეისწავლონ. წაახალისე ყველა, რომ მსახურებაში, როგორც კი საშუალება მიეცემათ, გამოიყენონ ეს ბროშურა.
15 წთ.: «„გსურს“, დახმარება აღმოუჩინო სხვებს?»c მოუწოდე ყველას კრებაში, რომ მზადყოფნა გამოავლინონ სხვების დასახმარებლად.
სიმღერა 156 და ლოცვა
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.