თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 2002 წლის 6 მაისით დაწყებული კვირიდან 19 აგვისტოთი დაწყებული კვირის ჩათვლით. ცალკე ფურცელზე უპასუხე იმდენ კითხვას, რამდენსაც გამოყოფილ დროში მოასწრებ.
[შენიშვნა: წერითი გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. კითხვებთან დართული მითითებები გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევისთვის.]
აღნიშნე „სწორია“ თუ „არასწორი“ შემდეგი მტკიცებები:
1. იერემიას 18:1—6 გვიჩვენებს, რომ იეჰოვას შეუძლია ხალხი თავიანთი სურვილის წინააღმდეგ ამოქმედოს. [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.04.99, გვ. 22, აბზ. 3, 4].
2. ცრუ წინასწარმეტყველნი, ასე ვთქვათ, იპარავდნენ ღვთის სიტყვის ძალასა და მოქმედებას იმით, რომ ადამიანებს სიცრუის მოსასმენად უფრო მოუწოდებდნენ, ვიდრე ღვთის სარწმუნო გაფრთხილების ყურადსაღებად (იერ. 23:30) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.02.92, გვ. 4, აბზ. 3 (რუს.)].
3. იერემიას 25:15, 16–ში ჩაწერილი სიტყვები: „რისხვის ღვინით სავსე ეს თასი“, რომელიც „ყველა ხალხს. . . შეშლის“, ეხება ცრუ რელიგიის მიერ სხვებზე გამაბრუებელი ზეგავლენის მოხდენას [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.09.94, გვ. 19, აბზ. 13].
4. იერემიას წინასწარმეტყველური სიტყვები: „მტრის ქვეყნიდან“, საიდანაც მათე ციტირებდა, ეხება სიკვდილის მიწას, საიდანაც ჰეროდეს მიერ მოკლული ჩვილები მკვდრეთით აღდგებიან (იერ. 31:14; მათ. 2:17, 18) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.06.79, გვ. 19, აბზ. 13 (ინგლ.)].
5. იერემიას 37:21 გვარწმუნებს, რომ მძიმე ეკონომიკური გაჭირვებისას იეჰოვა ზრუნავს თავის ერთგულ მსახურებზე [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; w 15.09.97, გვ. 3, აბზ. 4–დან გვ. 4–ის აბზ. 2–მდე].
6. წიგნი „გოდება იერემიასი“ გადმოსცემს დიდ მწუხარებას ძვ. წ. 607 წელს ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის განადგურების გამო [bsi02-1, გვ. 16, აბზ. 1].
7. გოდება იერემიას 5:7 ნათლად გვიჩვენებს, რომ მშობლების ცოდვის გამო იეჰოვა პირდაპირ შვილებს სჯის [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.09.88, გვ. 27, ჩარჩო (ინგლ.)].
8. ეზეკიელის 9:4–ში ნათქვამი სიტყვები: „ნიშანი დაადე შუბლზე“ ნიშნავს, რომ ადამიანს მხოლოდ შემეცნება გადაარჩენს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.02.89, გვ. 11, აბზ. 18 (რუს.)].
9. ეფესელთა 4:8–ში მოხსენიებული „ძღვენი ადამიანის სახით“ (აქ) არიან ქრისტიანი უხუცესები, რომლებიც სულიწმიდით ინიშნებიან და ეძლევათ უფლებამოსილება, იზრუნონ თანამორწმუნეთა სულიერ კეთილდღეობაზე (საქ. 20:28) [w 01.08.00, გვ. 6, აბზ. 3].
10. ეზიკიელის 23–ე თავში მოხსენიებული აჰოლიბა დღეს პროტესტანტიზმს განასახიერებს, ხოლო მისი უფროსი და აჰოლა — კათოლიციზმს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.02.89, გვ. 21, აბზ. 22 (რუს.)].
უპასუხე შემდეგ კითხვებს:
11. რომელი სამი ცნობილი წინასწარმეტყველი მოღვაწეობდა იერუსალიმისთვის კრიტიკულ ჟამში, ძვ წ. 617—607 წლებში, რომელიც იერუსალიმის განადგურებით დასრულდა? [bsi02–1 გვ. 18, აბზ. 2]
12. ლუკას 9:23–ში ჩაწერილი მოწვევის საპასუხოდ როგორ ვავლენთ ნამდვილ მადლიერებას ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი? [w 15.03.00, გვ. 8, აბზ. 1].
13. რა მხრივ „გაასულელა“ იეჰოვამ იერემია? (იერ. 20:7, აქ) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.05.89, გვ. 31, აბზ. 6 (ინგლ.)].
14. რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა: „სულიწმიდა . . . ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“? (იოან. 14:26) [w 01.04.00, გვ. 8, აბზ. 7, 8].
15. იერემიას 35:18, 19–ის თანახმად, რა იმედი არსებობს თანამედროვე რექაბიანთა კლასისთვის? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ su, გვ. 131, აბზ. 7 (ინგლ.)].
16. რა მხრივ იყვნენ „ბუმბერაზები“ „ძლიერები“ და „სახელოვანნი“? (დაბ. 6:4) [w 15.04.00, გვ. 27, აბზ. 9].
17. როგორ დაკარგა ბარუქმა სულიერი წონასწორობა და რას ვსწავლობთ იმ შემთხვევიდან, რომელიც მას თავს გადახდა? (იერ. 45:1—5) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.08.97, გვ. 21, აბზ. 14—16].
18. როდის და როგორ შესრულდა იერემიას 50:38–ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ dp გვ. 150, აბზ. 2, 3].
19. გოდება იერემიას 1:15–ში ჩაწერილი სიტყვების შესაბამისად, რის მომასწავებელია ქრისტიანული სამყაროსთვის იერუსალიმის, „იუდას ქალწული ასულის“, განადგურება? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 01.09.88, გვ. 27, ჩარჩო (ინგლ.)].
20. რა მნიშვნელობას ატარებს ეზეკიელის 21:31–ში ჩაწერილი შემდეგი მტკიცება: „მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი“? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.02.89, გვ. 16, აბზ. 16 (რუს.)].
ჩაამატე შემდეგი მტკიცებების დასასრულებლად საჭირო სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზები:
21. მოკრძალებული ადამიანი არ სცდება წესიერად მოქმედების ფარგლებს და ესმის, რომ არსებობს ____________________ იმასთან დაკავშირებით, რაც უნდა გააკეთოს და, რის გაკეთებაც შეუძლია (მიქ. 6:8, აქ) [w 15.03.00, გვ. 21, აბზ. 1, 2].
22. მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდამ შეიძლება არ აგაცილოთ ____________________ ან ____________________ , მას შეუძლია მათ ____________________ დაგეხმაროთ (1 კორ. 10:13; 2 კორ. 4:7) [w 01.04.00, გვ. 11, აბზ. 6].
23. წინასწარმეტყველი დანიელი იერემიას ნაწერებიდან მიხვდა, რომ იერუსალიმი ____________________ იქნებოდა დანგრეული; წინასწარმეტყველების განსაცვიფრებელი სიზუსტე აძლიერებს იეჰოვას ____________________ ძალისადმი რწმენას (იერ. 25:12; დან. 9:2) [bsi02-1 გვ. 15, აბზ. 37].
24. წიგნმა „გოდება იერემიასი“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ____________________ და ____________________ უნდა აღძრას. ის ____________________ გაფრთხილებას იძლევა მათ მიმართ, ვინც პატივს არ მიაგებს იეჰოვა ღმერთს [bsi02-1 გვ. 17, აბზ. 13].
25. აბრაამის შემთხვევა, როდესაც უთანხმოების მოგვარების მიზნით დათმობაზე წავიდა, ჩვენთვის გამამხნევებელია და აღგვძრავს, ნება არ დავრთოთ ____________________ და ____________________ დაანგრიოს საძმოს შორის არსებული ძვირფასი ურთიერთობა (დაბ. 13:5—12) [w 15.08.00, გვ. 24, აბზ. 3, 4].
მოძებნე სწორი პასუხები:
26. იობი აფასებდა იეჰოვას (შემეცნებას; გულმოწყალებას; სამართალს) და ამიტომ თავის მონებს (გონივრულად; მოწყალებით; სამართლიანად) ეპყრობოდა (იობ. 31:13, 14) [w 15.03.00, გვ. 26, აბზ. 1].
27. იერემიას 16:2—4–ში წინასწარმეტყველს ებრძანა, არ მოეყვანა ცოლი, რათა (თავგანწირვის სული გამოევლინა; განეჭვრიტა, რომ მესია არ დაქორწინდებოდა; დაემტკიცებინა იეჰოვას სიტყვების ჭეშმარიტება იერუსალიმის განადგურებასთან დაკავშირებით) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.04.78, გვ. 31, აბზ. 2 (ინგლ.)].
28. იგავნის 4:7–ის თანახმად, სიბრძნე ნიშნავს (ფაქტების კარგად ცოდნას; იმის დანახვას, თუ როგორ უკავშირდება ფაქტები ერთმანეთს; საქმეში ცოდნისა და გონიერების გამოვლენას) [w 15.05.00, გვ. 21, აბზ. 1].
29. არავის შეუძლია სრულიად დარწმუნებული იყოს, თუ როგორ წარმოითქმებოდა ღვთის სახელი ორიგინალის — ებრაულ — ენაზე, რადგან ბიბლიურ დროს ებრაული იწერებოდა (მხოლოდ ხმოვნებით; მხოლოდ თანხმოვნებით) [rs გვ. 195, აბზ. 1 (ინგლ.)].
30. ეზეკიელის პირველ თავში აღწერილი ეტლი წარმოადგენს (ღვთის მესიანურ სამეფოს; იეჰოვას ზეციურ ორგანიზაციას; იეჰოვას ურთიერთობას ცხებულთა დარჩენილ ნაწილთან) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ w 15.02.89. გვ. 8, აბზ. 5 (რუს.)].
ქვემოთ მოყვანილ მტკიცებებს შეურჩიე შესაბამისი ბიბლიური მუხლები:
რჯლ. 7:25, 26; იგავ. 4:18; 5:21; იერ. 46:28; რომ. 15:4
31. ეს ბრძანება იმის მაჩვენებელია, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს იეჰოვას ხალხს ნებისმიერი ხატის ან გამოსახულებისადმი, რომელსაც შესაძლოა წარსულში ეთაყვანებოდნენ [rs გვ. 186, აბზ. 3 (ინგლ.)].
32. იეჰოვა განსაკუთრებული სახით, თავისი დაწერილი სიტყვით, გვანუგეშებს; ეს სიტყვა მომავლის საუცხოო იმედს შეიცავს [w 15.04.00, გვ. 5, აბზ. 4].
33. მშობლების მხრიდან შვილების დასჯა ზომიერების ფარგლებს არ უნდა გასცილდეს და არც თავის მიზანს უნდა ასცდეს, რომ გამოასწოროს ბავშვი და ჭკუა ასწავლოს მას [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილეთ kl გვ. 148, აბზ. 20].
34. რადგან იეჰოვა თავის მსახურებს საშუალებას აძლევს, თანდათანობით ჩასწვდნენ მის განზრახვას, შემეცნების გაზრდის შედეგად ხშირად ჩვენი აზროვნების შეცვლა ხდება აუცილებელი [rs გვ. 205, აბზ. 4 (ინგლ.)].
35. სექსუალური უზნეობის ნებისმიერი გამოხატულება, როგორი გასაიდუმლოებულიც უნდა იყოს, ღვთის თვალისთვის შეუმჩნეველი არ რჩება [w 15.07.00, გვ. 31, აბზ. 3].