სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 69
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. გამოიყენე მე-8 გვერდზე მოცემული რჩევები და წარმოადგინე, თუ როგორ შევთავაზოთ 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“. ინსცენირებაში ამ ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“-იც დაურთე.
15 წთ.: გამარჯვება უსიტყვოდ. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. კარგი ქრისტიანული ყოფაქცევა ძლიერი დამოწმებაა. ამან მრავალი ურწმუნო მეუღლე აღძრა, გამხდარიყო იეჰოვას თაყვანისმცემელი (1 პეტ. 3:1, 2). მოყევი შემთხვევები, რომელთა ნახვაც შეიძლება w 01.01.99, გვერდი 4; br-9, გვერდი 25 და 1995 წლის „წელიწდეული“, გვერდი 46 (ინგლ.). წინასწარ სთხოვე ორ ან სამ მაუწყებელს, მოჰყვნენ, რა დადებითი შედეგები გამოიღო ამ საკითხში ბიბლიური რჩევების მიყოლამ.
20 წთ.: „ვიცხოვროთ მიძღვნის თანახმად“a. მე-3 აბზაცის განხილვის შემდეგ, მოკლე ინტერვიუ აიღე მონათლული ახალგაზრდისგან. რა სირთულეების გადალახვა მოუწია მონათვლის შემდეგ? რა დაეხმარა მას ამაში? რა კურთხევები მიიღო სიცოცხლის იეჰოვასადმი მიძღვნით?
სიმღერა 22 და ლოცვა.
20 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 44
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ყოველდღიურად განიხილავ საღვთო წერილს? მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. წაახალისე ყველა, რომ საუკეთესოდ გამოიყენონ ბროშურა „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“ (2003). განიხილე მე-3 და მე-4 გვერდებზე მოცემული წინასიტყვაობა. შესთავაზე რამდენიმე საშუალება, თუ როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს მუხლის ერთად განხილვა. აჩვენე, რამდენად სასარგებლოა მუხლების განხილვა ყოველდღიურად. მაგალითისთვის განიხილე შემდეგი თვის ორი ან სამი მუხლი და მითითებული კომენტარები. მოაწყვე მოკლე ინსცენირება, სადაც ქმარი და ცოლი ერთად განიხილავენ დღევანდელ მუხლსა და კომენტარს.
22 წთ.: „ასწავლეთ სხვებს სუფთა ენა“b. მე-6 აბზაცის განხილვის შემდეგ გამოცდილი მაუწყებელი უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბიბლიის შესწავლის დაწყება განმეორებითი მონახულების დროს პირდაპირ მობინადრის კართან. ის გამოიყენებს 2002 წლის იანვრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-4 გვერდზე მოცემულ ერთ-ერთ შესავალს. შემდეგ განიხილავს ერთ აბზაცს ბროშურიდან „რას მოითხოვს“. ბოლოს მაუწყებელი დასვამს კითხვას შემდეგი აბზაციდან და შეუთანხმდება, რომ პასუხს მომდევნო შეხვედრისას გასცემს. მოუწოდე ყველას, დაფიქრდნენ, იმათგან, ვისაც მსახურებისას შეხვედრიან, ვისთან შეიძლება ასეთი სახით ბიბლიის შესწავლის ჩატარება.
სიმღერა 68 და ლოცვა.
27 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 92
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით წარმოადგინე, თუ როგორ შევთავაზოთ 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ და 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“. ორივე შემთხვევაში მაუწყებელი ჟურნალებთან ერთად აძლევს ტრაქტატს „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“, თუმცა პირველ შემთხვევაში მობინადრე უარს ამბობს ჟურნალებზე, მეორეში კი თანხმდება. ორიოდე სიტყვით ახსენი, როგორ გავაკეთოთ განმეორებითი მონახულება იქ, სადაც ჟურნალი და ტრაქტატი დავტოვეთ (იხილე 2001 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 4, აბზაცი 10).
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: დაეხმარეთ სხვებს იეჰოვასთან დაახლოებაში. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. თებერვალში გავავრცელებთ ახალ წიგნს. განიხილე მე-3 გვერდზე მოცემული მიმართვა და ხაზი გაუსვი წიგნის ზოგიერთ განსაკუთრებულ მხარეს. თითოეული ნაწილი ყურადღებას იეჰოვას რომელიმე ძირითად თვისებაზე ამახვილებს. ყოველ ნაწილში ერთი თავი ეთმობა იმას, თუ როგორ ავლენდა ამ თვისებას იესო და ერთი თავი კი განიხილავს, ჩვენ როგორ შეგვიძლია მსგავსად მოქცევა. წიგნში მოცემულია მთლიან გვერდზე დახატული ბიბლიური სიუჟეტების ამსახველი 17 სურათი. „საფიქრებელი კითხვები“ გვეხმარება ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან მხარეებზე დაფიქრებაში. განიხილე ჩარჩო «როგორ შევთავაზოთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“» და სთხოვე გამოცდილ მაუწყებელს, გააკეთოს ერთ-ერთი შეთავაზების ინსცენირება.
სიმღერა 124 და ლოცვა.
3 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 9
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე „შეკითხვების ყუთი“. მოუწოდე მაუწყებლებს, გამოიყენონ „მონახულების ბლანკი“ (S-70), როდესაც შეხვდებიან სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანს, როგორც ეს ახსნილი იყო ყველა კრებისადმი მიწერილ 1998 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში. საერთო ჯამში, ეს ბლანკი ამ მიზნით გამოიყენება მაშინაც კი, როდესაც ადამიანი არ ავლენს სამეფოს შესახებ ცნობისადმი ინტერესს.
12 წთ.: მიჰბაძეთ მათ რწმენას. ინტერვიუ უხუცესთან, რომელიც თავმდაბლურად და ერთგულად ემსახურება იეჰოვას მრავალი წლის განმავლობაში (ებრ. 13:7). როგორ მიიღო ჭეშმარიტება? რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია, რწმენაში რომ დამდგარიყო? რა დაეხმარა მას სულიერ ზრდაში? რას აკეთებდა კრებაში პასუხისმგებლობების მისაღებად? (1 ტიმ. 3:1). რა დაეხმარა მას, გაეწონასწორებინა კრების პასუხისმგებლობები და ქვეყნიური ან ოჯახური მოვალეობები? (1 ტიმ. 5:8). რას ფიქრობს ის კრებაში სხვების დახმარების არაჩვეულებრივ შესაძლებლობაზე?
18 წთ.: „მსახურება, რომელიც თავმდაბლობას მოითხოვს“c. მე-3 აბზაცის განხილვისას სთხოვე აუდიტორიას გამოთქვან აზრები, თუ როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როდესაც დაგვცინიან, უხეშად გვეპყრობიან, გვეკამათებიან ან გვიბრაზდებიან.
სიმღერა 133 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.