განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა მარტში: „შემეცნება“. შეეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. აპრილსა და მაისში: „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მაუწყებლებმა უნდა უთხრან მობინადრეებს, რომ თუ მათ სურვილი აქვთ, შეუძლიათ ნებაყოფლობითი შესაწირავის გაკეთება. განმეორებითი მონახულებებისას მათ, ვინც დაინტერესდა, შესთავაზეთ წიგნი „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მობინადრეს უკვე შესწავლილი აქვს წიგნი „შემეცნება“ და ბროშურა „რას მოითხოვს“. ივნისში: წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შესთავაზეთ ნებისმიერი შესაფერისი ბროშურა.
◼ მაუწყებლებს, რომელთაც აპრილში დამხმარე პიონერად მსახურება სურთ, შეუძლიათ ახლავე დაგეგმონ ეს და ადრიანად შეავსონ განცხადება. ეს უხუცესებს საშუალებას მისცემს, იზრუნონ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ჟურნალებისა თუ სხვა ლიტერატურის მარაგზე. იმ მაუწყებლების სახელები, რომლებიც დამხმარე პიონერებად ინიშნებიან, უნდა გამოცხადდეს კრებაში
◼ საზოგადოება არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს იმას, რომ ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაეგზავნება საზოგადოებას, რათა ყველამ, ვისაც პირადი ლიტერატურის მიღება სურს, შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გთხოვთ გახსოვდეთ, რომელი პუბლიკაციები შედის განსაკუთრებულ შეკვეთაში