განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც გააკეთებ განმეორებით მონახულებებს, მათ შორის მათთან, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ შეხვედრებს, მაგრამ კრებასთან აქტიურად არ თანამშრომლობენ, შესთავაზე ახალი წიგნი „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ეცადე ბიბლიის შესწავლის დაწყებას, განსაკუთრებით მათთან, ვისაც უკვე შესწავლილი აქვს წიგნი „შემეცნება“ და ბროშურა „რას მოითხოვს“. ივნისში: წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შესთავაზე სხვა შესაფერისი ბროშურა, რომელიც კრების მარაგში გაქვთ. ივლისსა და აგვისტოში: ნებისმიერი შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურებიდან: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „უნდა გწამდეს სამება?“, „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“.
◼ მალე კრებებს ავტომატურად გაეგზავნება 2003 წლის საოლქო კონგრესის სამკერდე ნიშნები. ასე რომ, საჭირო არ არის მათი შეკვეთა. ისინი თითოეულ კრებას გაეგზავნება მაუწყებლების რაოდენობის მიხედვით და თითო შეკვრაში 25 სამკერდე ნიშანი იქნება. თუ კრებას დამატებით დასჭირდება სამკერდე ნიშნები, უნდა შეუკვეთოთ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკის“ (S-14) მეშვეობით. სამკერდე ნიშნის პლასტმასის ბუდეები კი უნდა შეუკვეთოთ კრებაში ყველა მსურველისთვის.
◼ საზოგადოებას აუცილებლად ესაჭიროება უახლესი ინფორმაცია ყველა კრების თავმჯდომარე ზედამხედველისა და მდივნის მისამართებისა და ტელეფონის ნომრების შესახებ. თუ რამე შეიცვალა, კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა მაშინვე, რაც შეიძლება მალე უნდა შეავსოს და გაუგზავნოს საზოგადოებას ბლანკი „თავმჯდომარე ზედამხედველის/მდივნის მისამართის ცვლილება“ (S-29). ეს ეხება სატელეფონო კოდის ცვლილებასაც.
◼ კრების მდივანმა უნდა იზრუნოს, რომ საკმარისი რაოდენობის ბლანკები იყოს პიონერული (S-205) და დამხმარე პიონერული (S-205b) მსახურებისთვის. მათი შეკვეთა შეიძლება „ლიტერატურის გამოწერის ბლანკით“ (S-14). იქონიეთ დაახლოებით ერთი წლის მარაგი. შეამოწმეთ, რომ თითოეული განცხადება პიონერულ მსახურებაზე სრულად იყოს შევსებული. თუ მაუწყებელს არ ახსოვს ნათლობის ზუსტი რიცხვი, შეუძლია მიუთითოს მიახლოებითი თარიღი და ჩაიწეროს მომავლისთვის.
◼ თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას აპირებთ კრების შეხვედრებზე, სარაიონო ან საოლქო კონგრესზე დასწრებას, თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ იმ ფილიალს, რომელიც ამ ქვეყანას ზედამხედველობს. ფილიალების მისამართები მოცემულია წიგნის „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ ბოლო გვერდზე.