საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/03 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • მსგავსი მასალა
  • ისტორიულ ციხეში გაღვივებული რწმენის შემთხვევები
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • „თქვენ შეცვალეთ ჩემი წარმოდგენა იეჰოვას მოწმეებზე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • „კეთილი ვუყოთ ყველას“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • მალე დამნაშავეობა „აღარ იქნება“
    გამოიღვიძეთ! — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
km 4/03 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ რა მხრივ გვმართებს სიფრთხილე, როდესაც პატიმრებს ვუქადაგებთ?

მთელ მსოფლიოში დაახლოებით 8 მილიონი პატიმარია. მათგან ზოგიერთი დაინტერესდა სასიხარულო ცნობით (1 ტიმ. 2:4). ერთ-ერთი ფილიალი ყოველთვიურად დაახლოებით 1 400 წერილს იღებს პატიმრებისგან და მათი ოჯახებისგან თხოვნით, რომ გაუგზავნონ ლიტერატურა და მოინახულონ ისინი. თუმცა ბევრი პატიმარი ნამდვილად დაინტერესდა, ზოგიერთმა მოჩვენებითი ინტერესი გამოავლინა, რათა ღვთის ხალხის კეთილგანწყობა თავიანთი ეგოისტური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ამის მხედველობაში მიღებით, ყველას გვმართებს ქვემოთ მოცემული გაფრთხილებების გათვალისწინება, როდესაც პატიმრებს ვუქადაგებთ.

ბევრი პატიმრებთან წერილებით ქადაგებს. მაგრამ დებს დაბეჯითებით ვურჩევთ, რომ პატიმარ მამაკაცებთან არ იქონიონ მიწერ-მოწერა, თუნდაც სულიერი დახმარების მიზნით. ასეთ პასუხისმგებლობას აიღებენ ისეთი ძმები, რომლებსაც საუკეთესოდ შეუძლიათ მისთვის თავის გართმევა. დებს შეიძლება დაევალოთ მიწერა პატიმარ ქალებთან, რომლებიც გულწრფელ ინტერესს ავლენენ ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი. არ გაუგზავნოთ ფული ან საჩუქრები პატიმრებს, თუნდაც ისინი ითხოვდნენ ამას.

როდესაც პატიმარი ინტერესდება, მისი სახელი, გვარი და მისამართი უნდა გადაეგზავნოს იმ კრებას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ციხე. ჩვეულებრივ, ასეთ კრებებში გამოცდილმა ძმებმა იციან, როგორ გაართვან თავი ამა თუ იმ სიტუაციას. თუ არ იცით, რომელი კრების ტერიტორიაზეა ციხე, მაშინ ეს ინფორმაცია საზოგადოების ოფისში უნდა გაიგზავნოს.

მისაღებია, თუკი საამისოდ დანიშნული ძმები პატიმრებს შეხვდებიან და რამდენიმე მათგანთან ერთად ჩაატარებენ შესწავლას. მაგრამ, არ იქნებოდა სწორი, რომ ციხეში მოგვეწყო სპეციალური შეხვედრები, რომელთა დროსაც მაუწყებლებს თავისუფალი ურთიერთობა ექნებოდათ პატიმრებთან. გარდა ამისა, მაუწყებლის მხრიდან არ იქნებოდა გონივრული, თუკი თავისუფლად დაიწყებდა პატიმრის მონახულებას და მასთან ახლო ურთიერთობა ექნებოდა.

როდესაც პატიმრებს სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ, მოდი ‘ვიყოთ გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი’ (მათ. 10:16).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება