განცხადებები
◼ შესათავაზებელი ლიტერატურა მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით ინახულებ მას, ვინც ესწრებოდა გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებებს, მაგრამ არ აქვს რეგულარული კავშირი კრებასთან, შეეცადე შესთავაზო წიგნი „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. უნდა შევეცადოთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას, განსაკუთრებით მათთან, ვინც უკვე შეისწავლა წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. ივნისში: წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. თუ მობინადრეს უკვე აქვს ეს პუბლიკაციები, შესთავაზე სხვა შესაფერისი ბროშურა, რომელიც კრების მარაგში გაქვთ. ივლისსა და აგვისტოში: ნებისმიერი შემდეგი 32-გვერდიანი ბროშურებიდან: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“, „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“, „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“, „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“, „უნდა გწამდეს სამება?“, „წიგნი ყველასთვის“.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1 ივნისს ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. მორიგი საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.
◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომერს აქვს მეორე დანართი, რომელშიც მოცემულია მასალა (მეორე ნაწილი) წიგნიდან „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლო“ (si). შეინახეთ ეს დანართი, ვინაიდან თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზოგი დავალება დაფუძნებული იქნება ამ მასალაზე.