სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
8 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 10
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მოუწოდე ყველას, გადახედონ გასული სარაიონო კონგრესის პროგრამის ჩანაწერებს, რათა მოემზადონ მომდევნო კვირის სამსახურებრივი შეხვედრისათვის. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით წარმოადგინე ინსცენირება, თუ როგორ შევთავაზოთ 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“. ინსცენირებისას აჩვენე, მოსწავლე ან მშობელი როგორ უქადაგებს მასწავლებელს.
10 წთ.: წერილი ფილიალიდან. მაუწყებელი, რომელიც უკვე მრავალი წელია ჭეშმარიტებაში (სასურველია უხუცესი) საუბრობს ახალგაზრდა მაუწყებელთან. ახალგაზრდა მაუწყებელი გამოცდილს ეკითხება, ნახა თუ არა „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ პირველ გვერდზე მოცემული წერილი ფილიალიდან. უხუცესი აღნიშნავს, რომ ასეთი წერილები ინგლისურ ენაზე იბეჭდებოდა „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ 1960—1970 წლებში. შემდეგ ისინი განიხილავენ წერილს და ერთმანეთს უზიარებენ, თუ რა მოეწონათ.
25 წთ.: „ახალგაზრდებო, მტკიცე საფუძველი ჩაუყარეთ თქვენს მომავალს“a. უხუცესი განიხილავს მოცემული კითხვებით. მე-5 აბზაცის განხილვისას აღნიშნე, რა სიხარული და კურთხევები მოაქვს სრული დროით მსახურებას.
სიმღერა 170 და ლოცვა.
15 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 199
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
10 წთ.: «როგორ შევისწავლოთ წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“». წიგნის შესწავლის ზედამხედველის მოხსენება. გაამახვილე ყურადღება შესწავლის გეგმაზე. როდესაც განიხილავ მე-4 აბზაცს, მოიხსენიე აზრები „თეოკრატიული სამსახურის სკოლის“ წიგნიდან, გვ. 28, აბზაცი 1 და გვ. 70.
25 წთ.: „მიენდეთ იეჰოვას და აკეთეთ კარგი საქმეები“ (ფსალმ. 37:3, აქ [36:3]). აუდიტორიასთან განხილვა ქვემოთ მოცემული კითხვების საშუალებით, რომლებიც ხაზს უსვამს მთავარ აზრებს გასული სამსახურებრივი წლის სარაიონო კონგრესის პროგრამიდან. სთხოვე მსმენელებს, მოყვნენ, თუ როგორ შეძლეს კონგრესზე მოცემული რჩევების გამოყენება პირადად ან როგორც ოჯახმა. განიხილეთ შემდეგი მოხსენებები: 1) „ნდობა გამოავლინეთ იეჰოვასადმი“. რატომ არის მნიშვნელოვანი, ცხოვრების ყველა სფეროში მიენდო იეჰოვას? როგორ გვეხმარება «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელი»? 2) „თავი დაიცავით ამაოებებისგან“ (ეკლ. 2:4—8, 11). რომელი ამაო საქმეებისგან უნდა დავიცვათ თავი და როგორ შეიძლება ამის გაკეთება? 3) „ერიდეთ ცუდს და აკეთეთ კარგი საქმეები“. რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები? (ეს. 5:20). რომელი კარგი საქმეებით უნდა ვიყოთ დაკავებულნი? 4) „შეინარჩუნეთ იეჰოვასადმი ნდობა“. რა დაგვეხმარება სიმტკიცის შენარჩუნებაში, როდესაც განსაცდელებსა და ცდუნებებს ვხვდებით? რატომ შეიძლება საჭირო იყოს, ზოგი საკითხი იეჰოვასთვის დავტოვოთ? 5) „ჩაითვლებით ღვთის სამეფოს ღირსად?“ (კოლ. 1:10). რომელი ბიბლიური მაგალითები აღგვძრავს, კვლავაც ვიაროთ იეჰოვას ღირსად? 6) „ენდეთ იეჰოვას დაპირებებს“. როგორ იმოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე ამის გაკეთება?
სიმღერა 58 და ლოცვა.
22 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 7
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით წარმოადგინე ორი ინსცენირება, თუ როგორ შევთავაზოთ 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ და 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“ უხუცესი და ინვალიდი მაუწყებელი წარმოადგენენ ტელეფონით ქადაგებას.
15 წთ.: რა გავაკეთეთ გასულ წელს? სამსახურებრივი ზედამხედველი მიმოიხილავს კრების 2003 სამსახურებრივი წლის ანგარიშს. შეაქე კრება კარგი მსახურებისთვის. ჩართე შესაფერისი აზრები სარაიონო ზედამხედველის ბოლო მონახულების ანგარიშიდან. მოიხსენიე ერთი ან ორი რეალური მიზანი მომავალი წლისათვის.
20 წთ.: ყველა რელიგია მისაღებია ღვთისთვის? აუდიტორიასთან განხილვა; დაფუძნებულია ბროშურაზე „რას მოითხოვს“, გაკვეთილი 13. უჩვენე, როგორ შეიძლება ამ თემის ტაქტიანად განხილვა ვინმესთან (იხ. „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 199, აბზ. 2—5). მოიხსენიე, რომელი ფაქტორებით შეიძლება ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობა. ჩვენი მსახურებით სხვებს ღვთის მოსაწონი რელიგიის არჩევაში ვეხმარებით (კოლ. 1:9, 10).
სიმღერა 39 და ლოცვა.
29 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 194
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ სექტემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მოიხსენიე ოქტომბერში გასავრცელებელი ლიტერატურა. გააკეთე მოკლე ინსცენირება, თუ როგორ დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა ბროშურით „რას მოითხოვს“.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „შეიმოსეთ თავმდაბლობით“b. მსმენელებს სთხოვე, კომენტარი გაუკეთონ სტატიაში მოყვანილ ბიბლიურ მუხლებს.
სიმღერა 224 და ლოცვა.
6 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 170
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ამ თვეში განსაკუთრებით ვცდილობთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. მოკლედ მიმოიხილე აზრები 2002 წლის მაისის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“, გვ. 1, აბზ. 1.
15 წთ.: „პირველ ადგილზე დააყენე ყველაზე მნიშვნელოვანი!“ მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებული იქნება 1998 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვ. 19—21. მოიხსენიე თეოკრატიული ღონისძიებების თარიღები, რომლებიც დაგეგმილია მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. წაახალისე ყველა, ჩაინიშნონ თარიღები კალენდარში. სთხოვე აუდიტორიას, გამოთქვან აზრები, თუ რას აკეთებენ იმისათვის, რომ არ მოუწიოთ სულიერი ღონისძიებების გაცდენა.
20 წთ.: წინ აღუდექი თანატოლების ზეგავლენას. ინტერვიუ უხუცესთან ან თანაშემწესთან, რომელიც ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. განიხილე შერჩეული აზრები 2003 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკიდან“. რა ზეწოლას ხვდებოდა ძმა სკოლაში? (გვ. 24, აბზ. 3; გვ. 25, აბზ. 4, 5). განიცდიდა სხვებისგან უარყოფით გავლენას? (გვ. 26, აბზ. 5—7). ახლაც განიცდის სხვების მხრიდან ზეგავლენას? რა ეხმარება მას, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა ამ ზეწოლას? დასასრულს მოკლედ მიმოიხილე 1999 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ (გვ. 24, 25) მოცემული აზრები და ხაზი გაუსვი ჯანსაღი ურთიერთობის სარგებლობას.
სიმღერა 26 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.