სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
8 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 37
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით წარმოადგინე, როგორ შევთავაზოთ 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“.
15 წთ.: საუბრის დასაწყებად გამოიყენეთ ტრაქტატები. აუდიტორიასთან განხილვა. ხშირად ყველაზე რთული ქადაგების დაწყებაა. ტრაქტატების გამოყენებით შეგვიძლია საუბრის წამოწყება კარდაკარ მსახურების დროს, საქმიან ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ ადგილებში. მოკლედ განიხილე ორი ან სამი ტრაქტატი, რომლებიც დააინტერესებდა ხალხს თქვენს ტერიტორიაზე. რა შესავალი სიტყვების გამოყენება შეიძლება ამ ტრაქტატების შეთავაზებისას? როგორ შეიძლება ილუსტრაციების გამოყენება? რა კითხვები შეიძლება დასვათ ტაქტიანად? თითოეულ ტრაქტატში გამოყავი აბზაცი, რომლის განხილვაც შეიძლება მობინადრესთან, თუ ის ინტერესს გამოავლენს. მოაწყვე ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება ტრაქტატის გამოყენებით საუბრის დაწყება. მაუწყებელმა მოკლედ განიხილოს ტრაქტატიდან ერთი აბზაცი და დასასრულს შესთავაზოს წიგნი „შემეცნება“.
20 წთ.: „შეიყვარეთ უფალი, ერთგულებო“a. როდესაც განიხილავ მე-3 აბზაცს, სთხოვე აუდიტორიას გამოთქვან აზრები, თუ როგორ იწვევენ სხვებს გახსენების საღამოზე.
სიმღერა 131 და ლოცვა.
15 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 121
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე მნიშვნელოვანი აზრები სტატიიდან „შეხსენებები გახსენების საღამოსათვის“. გამოაცხადე, როდის ჩატარდება „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა, რომელიც გახსენების საღამოს კვირას ემთხვევა.
20 წთ.: ინფორმაცია განსაკუთრებული საქმიანობის შესახებ გახსენების საღამოს პერიოდში. აუდიტორიასთან განიხილავს სამსახურებრივი ზედამხედველი. მოიხსენიე, რა სპეციალური ღონისძიებებია დაგეგმილი. მოყევი რამდენიმე გამამხნევებელი შემთხვევა. გაამხნევე ყველა, რომ შეძლებისდაგვარად მონაწილეობა მიიღონ დამხმარე პიონერულ მსახურებაში აპრილსა და მაისში. მოკლედ განიხილე რამდენიმე აზრი თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: შეკითხვების ყუთი. უხუცესის მოხსენება.
სიმღერა 63 და ლოცვა.
22 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 191
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შეახსენე ყველას, რომ მიჰყვნენ გახსენების საღამოსთან დაკავშირებით ბიბლიის კითხვის გეგმას 30 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, რომელიც მოცემულია ბროშურაში „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა — 2004“ და ამავე წლის კალენდარში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „ცხენოსანი ჯარის იერიში, რომელიც შენც გეხება“b. წაიკითხე და იმსჯელე მითითებულ მუხლებზე, თუ დრო ამის ნებას გრთავს.
სიმღერა 181 და ლოცვა
29 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 129
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, რომ ჩააბარონ მარტის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მოიხსენიე აპრილში გასავრცელებელი ლიტერატურა. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების საფუძველზე მოაწყვე 1 მარტის „საგუშაგო კოშკისა“ და 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“-ის შეთავაზების ინსცენირებები.
15 წთ: წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. მოიხსენიე მნიშვნელოვანი აზრები წერილიდან. 2004 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი მსოფლიო ანგარიშიდან მოიყვანე საინტერესო ინფორმაცია და მოყევი რამდენიმე რწმენის გამაძლიერებელი შემთხვევა ამავე ჟურნალიდან. მსმენელებს მოუწოდე, წაიკითხონ წელიწდეული, თუ ის გამოცემულია მათთვის გასაგებ რომელიმე ენაზე.
20 წთ.: ჭეშმარიტება აერთიანებს ოჯახებს. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. ზოგჯერ დაინტერესებულები თავს იკავებენ იეჰოვასადმი მსახურების დაწყებისგან, იმიტომ რომ წინააღმდეგობას ხვდებიან ოჯახის წევრებისგან. იზრუნე, რომ მსმენელები მოყვნენ რამდენიმე შემთხვევას შემდეგი ჟურნალებიდან: 2002 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14, 15; 2000 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 8; 1999 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 32; 1999 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4; და 1998 წლის 8 მარტის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 31. ხაზი გაუსვი, რომ ხშირად ოჯახური ცხოვრება უმჯობესდება, როდესაც ოჯახის თუნდაც ერთი წევრი იყენებს ცხოვრებაში ბიბლიურ პრინციპებს.
სიმღერა 130 და ლოცვა
5 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 126
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ.: ფიზიკური სისუფთავე დადებითად გვახასიათებს. მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 19—21. ჩართე ინსცენირება, სადაც უხუცესი უჩვენებს პიონერს, თუ ტაქტიანად როგორ დაეხმაროს ბიბლიის შემსწავლელს იმის დანახვაში, რომ მნიშვნელოვანია სახლი და ეზო სუფთად ჰქონდეს. ინსცენირებაში გამოიყენეთ ბროშურიდან „რას მოითხოვს“ მე-9 გაკვეთილი, აბზაცი 5.
15 წთ.: მოყევი შემთხვევები, რომლებიც მოხდა გახსენების საღამოს აღნიშვნასთან დაკავშირებით და მარტში აქტიური მსახურების დროს.
სიმღერა 25 და ლოცვა
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.