სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
შენიშვნა: ზაფხულის თვეების განმავლობაში „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ ჩვეულებრივ დაიბეჭდება სამსახურებრივი შეხვედრების ყოველკვირეული გეგმა. კრებებს შეუძლიათ საჭირო ცვლილებების მოხდენა საოლქო კონგრესზე — „იარეთ ღმერთთან ერთად“ — დასწრებასთან დაკავშირებით. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, კონგრესის წინა სამსახურებრივ შეხვედრაზე შეგიძლიათ 15 წუთი გამოყოთ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართში მოცემული კონკრეტული რჩევების გასამეორებლად. ოქტომბერში ერთი სამსახურებრივი შეხვედრა მთლიანად დაეთმობა კონგრესის მნიშვნელოვანი აზრების მიმოხილვას. ამ განხილვისთვის მზად რომ ვიყოთ, კარგი იქნება, თუ კონგრესზე ყველა ჩავიწერთ საყურადღებო აზრებს; გარდა ამისა, ჩაინიშნე ის აზრებიც, რომელთა გამოყენებაც პირად ცხოვრებასა თუ სამქადაგებლო მსახურებაში გსურს. სხვებისთვის გამამხნევებელი იქნება იმის მოსმენა, თუ რა სარგებლობა მიიღე კონგრესზე მოსმენილი რჩევებიდან.
12 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 93
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევის გამოყენებით მოაწყვე ინსცენირება, თუ როგორ შევთავაზოთ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“. მაუწყებელი აძლევს ორ ჟურნალს, მიუხედავად იმისა, რომ სთავაზობს მხოლოდ ერთს. ამ ინსცენირებაში აჩვენე, როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება მათთან, ვინც ფრაზით — „დაკავებული ვარ“ — საუბრის შეწყვეტას ცდილობს (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 11, 12).
15 წთ.: „საუკეთესო გაიღე იეჰოვასთვის“a. მე-4 აბზაცის განხილვისას სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ, თუ როგორ შეგვიძლია მსახურებაში სიყვარული გამოვავლინოთ ხალხის მიმართ.
20 წთ.: „განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად“b. განიხილავს კრების მდივანი, რომელიც დასვამს სტატიაში მოცემულ შეკითხვებს. მოიხსენიე, რომელ კონგრესზეა თქვენი კრება მიწვეული. პროგრამის დაწყების დრო მოცემულია 2003 წლის დეკემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლია ამ დანართიდან სხვა აზრებიც აღნიშნო. დამთავრებისას დასვი და უპასუხოდ დატოვე ორი ან სამი შეკითხვა სტატიიდან „დროული სულიერი საზრდო“, რომელსაც განვიხილავთ შემდეგი კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე.
სიმღერა 91 და ლოცვა.
19 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 55
8 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
17 წთ.: „მიჰბაძე იესოს აზროვნებას“c. გამოიყენე სტატიაში მოყვანილი კითხვები. მე–4 აბზაცის განხილვისას სთხოვე მათ, ვინც დამხმარე პიონერად მსახურობს, მოჰყვნენ იმ კურთხევების შესახებ, რომელთაც განიცდიან ასეთი მოქმედების შედეგად.
20 წთ.: „დროული სულიერი საზრდო“d. დასვი სტატიაში მოცემული შეკითხვები. მე-2 აბზაცის განხილვისას ორ ან სამ მაუწყებელს სთხოვე, აუდიტორიიდან მოკლედ მოჰყვნენ იმ ღირსშესანიშნავი კონგრესების შესახებ, რომლებსაც ისინი დაესწრნენ. დამთავრებისას დასვი ორი ან სამი კითხვა სტატიიდან „იყავით წმიდები ყოველ საქციელში“, რომელსაც განვიხილავთ შემდეგი კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე.
სიმღერა 80 და ლოცვა.
26 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 46
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ აპრილის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მოიხსენიე მაისში შესათავაზებელი ლიტერატურა. მე–8 გვერდზე მოცემული რჩევის გამოყენებით მოაწყვე ინსცენირება, თუ როგორ შევთავაზოთ 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“ მაუწყებელი აძლევს ორ ჟურნალს, მიუხედავად იმისა, რომ სთავაზობს მხოლოდ ერთს. შეთავაზებაში აჩვენე, თუ როგორ ქადაგებს მაუწყებელი თანამშრომელთან ან თანაკლასელთან.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
18 წთ.: „იყავით წმიდები ყოველ საქციელში“e. დასვი სტატიაში მოცემული შეკითხვები. სთხოვე მსმენელებს, გაიხსენონ შემთხვევები, როცა კონგრესზე ჩვენმა კარგმა ქცევამ დიდება მოუტანა იეჰოვას. დასასრულს დასვი ორი ან სამი კითხვა სტატიიდან „წმინდა და სანაქებო ჩაცმულობა“, რომელსაც განვიხილავთ შემდეგი კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე.
სიმღერა 38 და ლოცვა.
3 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 48
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოკლედ მოიხსენიე საქმიანობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ზაფხულის დროს იგეგმება: საოლქო კონგრესი, დამხმარე პიონერული მსახურება, სახლისა და ეზოს შელამაზება და, ალბათ, დასვენება. თუ კრებას აქვს ისეთი უბნები, სადაც იშვიათად ქადაგებენ, გამოაცხადე, რა იგეგმება ამ ტერიტორიის დასამუშავებლად. კარგი დაგეგმვაა საჭირო, რომ არ უგულებელვყოთ ოჯახური შესწავლა, კრების შეხვედრები და სამქადაგებლო საქმიანობა, როდესაც სადმე მივემგზავრებით ან სხვა საზაფხულო საქმიანობას ვეწევით და ამის გამო ჩვეულებრივი განრიგიდან ვვარდებით (იგავ. 21:5). შეახსენე ყველას, რომ აუცილებლად ჩააბარონ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები, იმისდა მიუხედავად, სახლში იქნებიან თუ სხვაგან.
15 წთ.: „ახალგაზრდებო, იკითხეთ ღვთის სიტყვა!“f. წინასწარ სთხოვე ერთ ან ორ ახალგაზრდა მაუწყებელს, მოჰყვნენ თავიანთი ბიბლიის კითხვის გეგმისა და იმის შესახებ, თუ რა შედეგებს მიაღწიეს. მოუწოდე ახალგაზრდებს, მიზნად დაისახონ ბიბლიის მთლიანად წაკითხვა. გამოიყენე აზრები „თეოკრატიული სამსახურის სკოლიდან“, გვერდი 10, აბზაცი 4.
20 წთ.: „წმინდა და სანაქებო ჩაცმულობა“g. დასვი სტატიაში მოცემული შეკითხვები. თუ დრო საშუალებას გაძლევს, წაიკითხე და გაარჩიე ბიბლიური მუხლები.
სიმღერა 164 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
f შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
g შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.