განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ როდესაც გააკეთებ განმეორებით მონახულებებს, მათ შორის მათთან, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ შეხვედრებს, მაგრამ კრებასთან აქტიურად არ თანამშრომლობენ, შესთავაზე ახალი წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“. ეცადე ბიბლიის შესწავლის დაწყებას, განსაკუთრებით მათთან, ვისაც უკვე შესწავლილი აქვს წიგნი „შემეცნება“ და ბროშურა „რას მოითხოვს“. ივნისში: წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“. ეცადე ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებას. ივლისსა და აგვისტოში: ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა, რაც კრების მარაგში გაქვთ.
◼ აპრილიდან დაწყებული, 2004 წლის საოლქო კონგრესების სამკერდე ნიშნები ავტომატურად გამოიგზავნება ლიტერატურასთან ერთად. ასე რომ, საჭირო არ არის მათი შეკვეთა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრებაში არის უცხოენოვანი ჯგუფი. ისინი თითოეულ კრებას გაეგზავნება მაუწყებელთა რაოდენობის მიხედვით და თითო შეკვრაში 25 სამკერდე ნიშანი იქნება. თუ კრებას დამატებით დასჭირდება სამკერდე ნიშნები, უნდა შეუკვეთოთ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკის“ (S-14) მეშვეობით. სამკერდე ნიშნის პლასტმასის ბუდეები კი უნდა შეუკვეთოთ კრებაში ყველა მსურველისათვის.
◼ ფილიალს აუცილებლად ესაჭიროება უახლესი ინფორმაცია ყველა კრების თავმჯდომარე ზედამხედველისა და მდივნის მისამართებისა და ტელეფონის ნომრების შესახებ. თუ რამე შეიცვალა, კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა მაშინვე, რაც შეიძლება მალე, უნდა შეავსოს და გაუგზავნოს ფილიალს ბლანკი „თავმჯდომარე ზედამხედველის / მდივნის მისამართის ცვლილება“ (S-29). ეს ეხება სატელეფონო კოდის ცვლილებასაც.
◼ კრების მდივანმა უნდა იზრუნოს, რომ საკმარისი რაოდენობის ბლანკები იყოს პიონერული (S-205) და დამხმარე პიონერული (S-205b) მსახურებისთვის. მათი შეკვეთა შეიძლება „ლიტერატურის გამოწერის ბლანკით“ (S-14). იქონიეთ დაახლოებით ერთი წლის მარაგი. შეამოწმეთ, რომ თითოეული განცხადება პიონერულ მსახურებაზე სრულად იყოს შევსებული, მათ შორის მითითებული უნდა იყოს ნათლობის თარიღი.
◼ მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2004 წლის 18 იანვარს, კვირას, სანქტ-პეტერბურგში შედგა მსახურებაში დახელოვნების სკოლის მე-20 კლასის გამოშვება, რომელსაც 316 და-ძმა ესწრებოდა. ყველასთვის ძალიან გამამხნევებელი იყო ფილიალის კომიტეტის წევრებისა და სკოლის მასწავლებლების მოხსენებები, აგრეთვე ინტერვიუები კურსდამთავრებულებთან. 24 კურსდამთავრებული ახლა მზადაა მიღებული ცოდნის გამოსაყენებლად. მათგან 6 ძმა დაინიშნა სპეციალურ პიონერად. დანარჩენები დაინიშნენ თავიანთ კრებებში. ვუსურვებთ მათ წარმატებას და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ განათლების დახმარებით უკეთესად მოემსახურებიან და-ძმებს.