თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2004 წლის 26 აპრილით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2004 წლის 1 მარტით დაწყებული კვირიდან 26 აპრილით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
რჩევების განხილვა
1. მოხსენებით გამოსვლისას, რატომ არის უკეთესი, ვიხელმძღვანელოთ გეგმით, ვიდრე წავიკითხოთ მზა ტექსტიდან? [1, be, გვ. 166, აბზ. 3]
2. სამქადაგებლო მსახურებისთვის მომზადებისას, როგორ შეგვიძლია გონებაში აზრების ჩამოყალიბება, ერთგვარი ზეპირი გეგმის შედგენა? [2, be, გვ. 167, აბზ. 3]
3. საქმეების 13:16—41-ისა და 17:2, 3-ის გამოყენებით ახსენი, როგორ ამტკიცებდა პავლე ლოგიკურად, რომ „ეს არის ქრისტე“ (საქ. 9:22) [4, be, გვ. 170, აბზ. 2]
4. რა უპირატესობები აქვს საკუთარი სიტყვებით გადმოცემას? [7, be, გვ. 175, აბზ. 1—4]
5. რა საშიშროება არსებობს მასალის საკუთარი სიტყვებით გადმოცემის დროს და რა დაგვეხმარება ამისთვის თავის არიდებაში? [8, be, გვ. 175, აბზ. 5—გვ. 176, აბზ. 3]
დავალება №1
6. დაბადების 32:24—32-ის თანახმად, რა გააკეთა 97 წლის იაკობმა, იეჰოვას კურთხევები რომ მიეღო და რას ვსწავლობთ აქედან? [3, w 01.08.02, გვ. 29—31]
7. რას ნიშნავს „განსჯის უნარი“ და როგორ გვიცავს ის გაუწონასწორებლობისა და ზიანისგან? (იგავ. 1:4, აქ) [5, w 15.08.02, გვ. 21, 22]
8. რა უნდა გააკეთონ მომხსენებლებმა, მათი გამოსვლები ბიბლიაზე რომ იყოს დაფუძნებული? [6, be, გვ. 52, აბზ. 6—გვ. 53, აბზ. 5]
9. რა უნდა გააკეთოს მომხსენებელმა, როდესაც გეგმას „ხორცს ასხამს“ და მას აქცევს მოხსენებად, რომელშიც საფუძვლიანად იქნება გარჩეული ბიბლიური მუხლები? [7, be, გვ. 54, აბზ. 2—4]
10. რატომ აძლევდა იეჰოვა მანანას საკვებად ისრაელებს კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე უდაბნოში და რისი სწავლა შეგვიძლია აქედან? (რჯლ. 8:16) [8, w 01.09.02, გვ. 30, აბზ. 3, 4]
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. დაბადების 37:12—17-ის გათვალისწინებით, რა პარალელს ვხედავთ იოსების მოქმედებასა და იესოს მოქმედებას შორის? [1, w 01.10.87, გვ. 12, აბზ. 12 (რუს.)]
12. დაბადების 42:25—35-ის თანახმად, როგორ გამოავლინა იოსებმა ისეთივე გულმოწყალება, როგორსაც იესო ავლენს? [2, w 01.10.87, გვ. 18, აბზ. 10; გვ. 19, აბზ. 17 (რუს.)]
13. როგორ შეესაბამება მონის კლასის მიერ სულიერი საზრდოს განაწილება იოსების მიერ ხორბლის განაწილებას? (დაბ. 47:21—25).
14. რას გვიმჟღავნებს იეჰოვა თავის სახელთან დაკავშირებით გამოთქმაში „მე ვიქნები ის, ვინც ვიქნები“? (გამ. 3:14, 15, აქ).
15. ჩივილის რა ორი განუყოფელი საშიშროებაა ნაჩვენები გამოსვლის 16:2, 3-ში? [8, w 15.03.93, გვ. 21 (რუს.)]